კომბიციდი 1.5გ ფლ კუნთის

კომბიციდი 1.5 გ ფლ. კუნთის
(COMBICID)


1 ამპულა შეიცავს:
ამპიცილინი 1000მგ, სულბაქტამი 500მგ;
გამხსნელი: საინექციო წყალი 3,2მლ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბეტა-ლაქტამაზების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალება

ჩვენებები
:
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (მათ შორის გონოკოკებით):
-ზემო და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: სინუსიტები, ოტიტი, პნევმონია;
-საშარდე გზების ინფექციები და პიელონეფრიტი;
-აბდომინური ინფექციები: პერიტონიტი, ენდომეტრიტი, მენჯის ორგანოების ინფექციები;
-ბაქტერიული სეპტიცემია;
-კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები;
-ძვლების და სახსრების ინფექციები;
-გინეკოლოგიური და გონოკოკური ინფექციები;
-პოსტოპერაციეული ინფექციის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად და კუნთებში.
ლიდოკაინის გამოყენება შესაძლებელია პრეპარატის მხოლოდ კუნთებში შეყვანისას.

კომბიციდის განზავება:

ამპიცილინი+
სულბაქტამი (მგ)       

გამხსნელი     

ამპიცილინი+
სულბაქტამი (მგ/მლ) 

250+12

0,8

250+125

500+25

1,6

250+125

1000+500

3,2

250+125

პრეპარატის გამოყენება პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით:
რეკომენდებულია 1გ კომბიციდის 1-2 ამპულა (1,5გ ამპიცილინი+3გ სულბაქტამი) 6-8 საათში ერთხელ. სულბაქტამის დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4გ-ს დღეში. მსუბუქი ხარისხის ინფექციების დროს რეკომენდებულია 12 საათიანი ინტერვალი.

ინფექციის სიმძიმე        

ამპიცილინი+სულბაქტამი (გ) 

მსუბუქი

1,5-3გ (1-2გ ამპიცილინი+0,5-1,0გ სულბაქტამი)

საშუალო

6გ-მდე (4გ ამპიცილინი+2გ სულბაქტამი)

მძიმე

12გ-მდე (8გ ამპიცილინი+4გსულბაქტამი)

A ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა გრძელდება 10 დღე, რევმატული გართულების და მწვავე გლომერულონეფრიტის განვითარების თავიდან აცილების მიზნით.
პრეპარატის ინტრავენური გადასხმა გრძელდება ყველაზე მცირე 3 წუთი, შესაძლებელია _ 15-30 წუთის განმავლობაში.

განზადებული ხსნარების შენახვა:

 გამხსნელი    ამპიცილინი+სულბაქტამი (მგ/მლ)      დრო (საათი) 
   25040 
 საინექციო წყალი             <45 8სთ  24
 ნატრიუმის იზოტონური
ხსნარი
            <45 8სთ 24
 ნატრიუმის ლაქტატი            <45 8სთ -
 5% დექსტროზა             <30 2სთ 4
5% დექსტროზის ხსნარი/
   0,45%NaCl
            <15 - 4
 10% გლუკოზა            <30 -  
 რინგერის ხსნარი            <45 8სთ 24

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში:
ბავშვებში, ჩვილებში და ახალშობილებში ინიშნება 150მგ/კგ-ზე (100მგ/კგზე ამპიცილინი და 50მგ/კგ-ზე სულბაქტამი), 6-8 საათში ერთხელ. ახალშობილებში ინტერვალი შეყვანებს შორის შეადგენს 12 საათს. პაციენტებში ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევით საჭიროა დოზის და მისი შეყვანის ინტერვალების კორექტირება. კომბიციდით მკურნალობა გრძელდება კიდევ 48 საათის განმავლობაში კლინიკური გაუმჯობესების შემდგომ. პრეპარატით მკურნალობა გრძელდება 5-14 დღის განმავლობაში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გაგრძელება.

პაციენტებში თირკმელების ფუნქიის დარღვევით:

 კრეატინინის კლირენსი (მლ/წუთში)      ამპიცილინი+სულბაქტამი
ნახევრადგამოყოფის პერიოდი (საათი)
               დოზა
 > 30
 1 1,5-3,0 6-8 საათში ერთხელ
 15-29 5 1,5-3,0 12 საათში ერთხელ
 5-14 9 1,5-3,0 24 საათში ერთხელ

პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა:
ანესთეზიის წინ რეკომენდებულია კომბიციდი 1გ 1-2 ამპულა (1,5-3გ), შესაძლებელია დოზის განმეორებითი შეყვანა 6-8 საათის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა წყდება 24 საათში.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია განვითარდეს დიარეა, ქავილი, გამონაყარი, კანის რეაქციები. იშვიათად _ გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ჭვალი, ძილიანობა, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი, ენტეროკოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი, სუპერინფექციის განვითარება (მათ შორის სოკოვანი). აღწერილია მძიმე ანაფილაქსიური რეაქციების შემთხვევები.

უკუჩვენებები
:
მომატებული მგრძნობელობა პენიცილინების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი არ ინიშნება პაციენტებში ინფექციური მონონუკლეოზით. ანამნეზში ალერგიული რეაქციით ცეფალოსპორინებზე გათვალისწინებული უნდა იქნას ჯვარედინი ალერგიის შესაძლებლობა. ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით საჭიროა ინტერვალის გაზრდა პრეპარატის მიღებებს შორის. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს აუცილებელია პერიფერიული სისხლის, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი. პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.

გამოშვების ფორმა:

1გ 1 ფლაკონი და 1 ამპულა განხსნელი

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა _ 2 წელი.

მწარმოებელი: “BILIM PHARMACEUTIALS A.S.” (თურქეთი)