კონკორი 5მგ #30ტ

კონკორი 5მგ #30ტ
კონკორი
5 მგ ტაბლეტები

CONCOR

საერთაშორისო დასახელება - bisoprolol


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ადრენომაბლოკირებელი საშუალებები; ბეტა1 ადრენომაბლოკირებელი საშუალებები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შეფუთვაში 30, 50 და 100 ტაბლეტი.

გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნენტს: 5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს (2:1).
დამხმარე კომპონენტები: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, დიმეტიკონ 100, მაკროგოლ 400, რკინის ოქსიდი, ტიტანის ოქსიდი, მეთილჰოდროქსიპროპილცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კონკორი – ბეტა1 ადრენობლოკერების ჯგუფის პრეპარატია. თერაპიულ დოზებში არ გააჩნია საკუთარი სიმპათომიმეტური აქტივობა და კლინიკურად მნიშვნელოვანი მემბრანომასტაბილებელი თვისებები. მაქსიმალურ მოქმედებას აღწევს მიღებიდან 1­3 საათში და გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია. გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია). გულის ქრონიკული უკმარისობა.

მიღების წესები და დოზები

თუ არ არის სხვა მითითება, არტერიული ჰიპერტენზიით და გულის იშემიური დაავადებიან პაციენტებს ენიშნებათ კონკორი®-­ის (5 მგ ბისო­ პროლოლის ფუმარატი) გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. მკურნალობის დასაწყისში შეიძლება დაინიშნოს 1/2 ტაბლეტი (2.5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი). აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს 2 ტაბლეტი (10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატი) ერთხელ დღეში. დოზის შემდგომი გაზრდა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია გამართლებული. ნებისმიერ შემთხვევაში დოზის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება პულსისა და მკურნალობის წარმატების გათვალისწინებით.
მსუბუქი ან საშუალო ხარისხის ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევის მქონე პაციენტებისთვის გამოიყენება ჩვეული დოზა, ხოლო იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის გამოხატული დაქვეითება (კრეატინინის კლირენსი 20 მლ.წთ­ზე ნაკლები) და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მძიმე ფორმა, ბისოპროლოლის ფურამატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 10 მგ­ს. კონკორი® ენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ გამოხატული და მძიმე გულის ქრონიკული უკმარისობა დაქვეითებული სისტოლური ფუნქციით (ექოკარდიოგრაფიული მონაცემებით განდევნის ფრაქცია არა უმეტეს 35%-­სა), სტაბილიზაციის მდგომარეობაში (ბოლო 6 კვირის განმავლობაში დეკომპენსაციის გარეშე). კონკორის მიღებამდე ორი კვირით ადრე დანიშნული სხვა პრეპარატების შეცვლა არ არის რეკომენდებული. გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებს ენიშნებათ კონკორი კომბინაციაში აგფ ინჰიბიტორებთან (ან სხვა ვაზოდილატატორებთან, თუ ორგანიზმი ვერ იტანს აგფ ინჰიბიტორს), დიურეტიკებთან და, აუცილებლობის შემთხვევაში საგულე გლიკოზიდებთან.
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობისას რეკომენდებულია დოზირების შემდეგი რეჟიმი: პირველი კვირის განმავლობაში დღეში 1.25 მგ კონკორი ერთჯრადად. მეორე კვირის განმავლობაში 2.5 მგ დღეღამეში (5 მგ­ იანი ბისოპროლოლის ფურამატის 1/2 ტაბლეტი). მესამე კვირას დოზირება შეადგენს 3.75 მგ­ს დღე­ღამეში. მეოთხე კვირიდან შვიდი კვირის ჩათვლით – ბისოპროლოლის ფურამატის 5 მგ (5 მგ­იანი კონკორი®­ის 1 ტაბლეტი ან 10 მგ­იანი კონკორის 1/2 ტაბლეტი). შემდეგ ხდება დოზის გაზრდა 7.5 მგ­მდე (მერვე კვირიდან მეთორმეტე კვირამდე). მეთორმეტე კვირის შემდეგ ინიშნება მაქსიმალური დოზა – 10 მგ (შესაბამისად 5 მგ­-იანი კონკორი®­-ს 2 ტაბლეტი ან 10 მგ-­იანი კონკორის 1 ტაბლეტი). ექიმს შეუძლია დოზირების რეჟიმის კორეგირება ინდივიდუალური ამტანიანობის გათვალისწინებით. 1.25 მგ დოზით მკურნალობის დაწყების შემდეგ გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტი გამოკვლეულ უნდა იქნას 4 საათის განმავლობაში (არტერიული წნევა, გულის შეკუმშვათა სიხშირე, გამტარებლობის დარღვევა, გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესება).
გვერდითი მოვლენების წარმოქმნამ შესაძლოა ხელი შეუშალოს პაციენტებისათვის მაქსიმალურად რეკომენდებული დოზის დანიშვნას. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მიღწეული დოზის თანდათანობით დაკლება. მკურნალობა შეიძლება შეწყვეტილ იქნას აუცილებლობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ განახლდეს იგივე სქემით. დოზის მომატების პროცესში პრეპარატის გადაუტანლობის განვითარების ან გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში რეკომენდირებულია უპირველესად, კონკორის დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების მყისვე შეწყვეტა (გამოხატული ჰიპოტონიის, გულის უკმარისობის კლინიკის გაუარესების შემთხვევაში, რომელსაც თან ახლავს ფილტვების მწვავე შეშუპება, კარდიოგენული შოკი, ბრადიკარდიები ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადა).
მიღების წესი და ხანგრძლივობა
გარსიანი ტაბლეტი. მიღება ხდება დაუღეჭავად მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. კონკორი®­-ს მიღება რეკომენდებულია დილით უზმოზე ან საუზმის დროს. პრეპარატით მკურნალობისას საჭიროა ექიმის რეგულარული მეთვალ­ყურეობა. როგორც წესი, მკურნალობის კურსი ხანგრძლივია.არ შეიძლება ექიმის მითითების გარეშე კონკორი®­-ს დოზირების შეცვლა ან მკურნალობის შეწყვეტა. კონკორი®-­თ მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს დოზის თანდათანობით შემცირებით. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია კორონარული სისხლძარღვების დაავადებების, აგრეთვე გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში (ასეთ ავადმყოფებთან დოზის შემცირება ხდება 2­ჯერ კვირაში). ყველა შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.

გვერდითი მოვლენები

­- ნერვული სისტემა: განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დაწყებისას შესაძლოა განვითარდეს ცნს-­ის ფუნქციური დარღვევები: მაგალითად, დაღლილობა, თავბრუსხვევის შეგრძნება, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, სიზმრების აქტივაცია, აგრეთვე ფსიქიური დარღვევები (დეპრესია, იშვიათად ჰალუცინაციები). ამ მოვლენებს ჩვეულად მსუბუქი ხასიათი გააჩნიათ და, როგორც წესი, ისინი ქრებიან მკურნალობის დაწყებიდან 1­2 კვირის შემდეგ.
­- მხედველობის ორგანოები: იშვიათად აღინიშნება: მხედველობის დარღვევა, ცრემლწარმოქმნის შემცირება(გასათვალისწინებელია იმ პირთათვის, ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს), კონიუქტივის ანთება.
­- გულსისხლძარღვთა სისტემა და სისხლის მიმოქცევა: კერძო შემთხვევებში აღინიშნება ორთოსტატული ჰიპოტონია, ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, გულის უკმარისობა, პერიფერიული შეშუპეპა, პარესთეზიები. რეინოს სინდრომითა და ხანგამოშვებითი კოჭლობით დაავადებულ პაციენტებში აღწერილია დაავადების გაძლიერების ერთეული შემთხვევები თერაპიის საწყის ეტაპზე.
-­ სასუნთქი სისტემა: ავადმყოფებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ბრონქოსპაზმებისკენ, მაგალითად ასთმოიდული ბრონქიტი, იშვიათად აღინიშნება ქოშინი.
­- საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება ფაღარათი (დიარეა), ყაბზობა, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მუცლის არეში.
­- საყრდენ­მამოძრავებელი სისტემა: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები, სახსრების ტკივილი (ართროპათია) ერთი ან რამდენიმე სახსრის დაზიანებით (მონო­ ან პოლიართრიტი).
­- დერმატოლოგიური რეაქციები: მაგალითად, ხანდახან: ქავილი; იშვიათად: კანის შეწითლება, ოფლიანობა, გამონაყარი.
-­ შარდსასქესო სისტემა: იშვიათად პოტენციის დარღვევა. ლაბორატორიული მაჩვენებლები: სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება (ასატ,ალატ). თანმხლები (მათ შორის ლატენტური) შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლოა განვითარდეს გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, აღინიშნოს ჰიპოგლიკემიის შენიღბული ნიშნები (მაგალითად, გახშირებული პულსი). ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა ტრიგლი­ცერიდების მომატება.

უკუჩვენება

არ არის რეკომენდებული კონკორი®­ს გამოყენება კარდიოგენური შოკის, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის, სინუსური კვანძის სისუსტის, გამოხატული სინოატრიალური ბლოკადის, ბრადიკარდიის (გულის შეკუმშვათა სიხშირე 50­ზე ნაკლები), გამოხატული ჰიპოტენზიის (სისტოლური წნევა 90 მმ ვ.წყ.ს­ზე ნაკლები), ბრონქოსპაზმებისადმი მიდ­რეკილების (ბრონქული ასთმა, სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაა­ ვადებები), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მოშლის გვიანი სტადიების, მაო ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღების (გამონაკლისი მაო­-B) დროს. ფსორიაზის არსებობისას პაციენტის ან მისი ნათესავების ანამნეზში ბეტა­ ბლოკერების (მაგალითად, კონკორის) დანიშვნა უნდა ხდებოდეს მოსალოდნელი რისკისა და სარგებელის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ.
კონკორი®­-ს დანიშვნა იმ ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ფეოქრომოციტომა, დასაშვებია მხოლოდ ალფა­რეცეპტორების ბლოკერების მიღების შემდეგ.
გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში კონკორის გა­ მოყენება არ არის რეკომენდებული გულის უკმარისობის კლინიკის გამწვავების ან დეკომპენსაციის ეპიზოდების დროს, როდესაც საჭიროა ინოტროპული პრეპარატების ინტრავენული შეყვანა. გარდა ამისა, კონკორის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთათვის ბრადიკარდიის დროს, თუ პულსი წუთში 60 დარტყმაზე ნაკლებია და ჰიპოტენზიის დროს, თუ სისტოლური არტერიული წნევა ვერცხლისწყლის სვეტის 100 მმ­-ზე დაბალია.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის რეკომენდებული კონკორი®­-ს მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე არ შეიძლება პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისათვის, ვინაიდან არ არსებობს სარწმუნო კვლევები და გამოცდილება.
თუ განსაკუთრებულ შემთხვევაში კონკორი® გამოიყენება ორსულობის დროს, მისი მიღება უნდა შეწყდეს მშობიარობის სავარაუდო ვადამდე 72 საათით ადრე, რადგანაც შესაძლოა საქმე გვქონდეს ახალშობილის პულსის შენელებასთან, სისხლის წნევის დაწევასთან, სისხლში შაქრის დონის შემცირებასა და სუნთქვის დათრგუნვასთან. თუ პრეპარატის მიღების შეწყვეტა შეუძლებელია, მაშინ ახალშობილი მშობიარობის შემდეგ უნდა იმყოფებოდეს განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები მოსალოდნელია პირველი 3 დღე­ღამის განმავლობაში.

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:
­- შაქრიანი დიაბეტით დაავადებულების მკურნალობისას, რომელთა სისხლშიც შაქრის დონე მნიშვნელოვნად მერყეობს. რადგანაც შეიძლება შეინიღბოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები.
- მკაცრი დიეტის დაცვისას.
- მეტაბოლური აციდოზით დაავადებულთა მკურნალობისას.
- ანამნეზში მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის მქონე ავადმყოფთა მკურნალობისას.
- მადესენსიბილებელი თერაპიის ჩატარებისას.
- I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადისას.
- ვაზოსპასტიური სტენოკარდიის დროს (პრინცმეტალის სტენოკარ­დია).
ცალკეულ შემთხვევაში ბეტა­ადრენობლოკერებმა (მაგალითად, კონკორ®­მა) შესაძლოა გამოიწვიონ ფსორიაზი, გააუარესონ ამ დაავადების სიმპტომები ან მოგვცენ ფსორიაზის მაგვარი გამონაყარი კანზე.იმპაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ბეტა­რეცეპტორების ბლოკერებს, ანაფილაქსიური რეაქციის სიჭარბისა და შესუსტებული ადრენერგული უკურეგულაციის შედეგად შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების გაცილებით მძიმე ფორმები.
ბეტა­რეცეპტორების ბლოკერების მიღებისას ერთეულ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს: თმისცვენა, სმენის დარღვევა ან ყურებში ხმაური, სხეულის მასის მომატება, გუნება­განწყობის შეცვლა, მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ალერგიული რინიტი. მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგო მკურნალობა ამ მედიკამენტით მოითხოვს ექიმის რეგულარულ კონტროლს. ინდივიდუალური ხასიათის სხვადასხვა რეაქციის შედეგად შეიძლება დაქვეითდეს მანქანის ან მექანიზმების აქტიური მართვის უნარი. ეს ძირითადად ეხება მკურნალობის საწყის ეტაპსა და პრეპარატის შეცვლის პერიოდს, ასევე პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კონკორი®­-ის სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად ერთდროული დანიშვნისას შეიძლება ამ უკანასკნელთა ეფექტი გაძლიერდეს. რეზერპინით, ალფა­მეთილდოფათი, კლონიდინით, სათითურას პრეპარატებით ან გუანფაცინით ერთდოული მკურნალობისას შესაძლოა გაცილებით მკვეთრად დაქვეითდეს გულისცემის სიხშირე. გარდა ამისა, კლონიდინმა, სათითურას პრეპარატებმა და გუანფაცინმა შეიძლება გამოიწვიონ მიოკარდში აგზნების გატარების შეფერხება. კონკორ®-­თან ერთად სიმპტომურად მოქმედი სუბსტანციების (მაგალითად, ხველების საწინააღმდეგო საშუალებების, ცხვირისა და თვალის წვეთების) მიღებისას კონკორი®­ს ეფექტურობა ქვეითდება.
ნიფედიპინის ან დიჰიდროპირიდინის ტიპის სხვა კალციუმის ანტა­გონისტების ერთდროული მიღებისას შესაძლოა გაძლიერდეს კონკო­რი®­-ს ჰიპოტენზიური მოქმედება. ვერაპამილის ან დილთიაზემის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტებთან ან სხვა ანტიარითმიულ პრეპარატებთან ერთდროული დანიშვნისას ჰიპოტონიის, ბრადიკარდიის და გულის რითმის სხვა დარღვევების გამო ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ამიტომ კონკორი®­თ მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეწყდეს კალციუმის ანტაგონისტებისა და სხვა ანტიარითმიული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა.
კლონიდინით ერთდროული მკურნალობის შემთხვევაში წამლის მოხსნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე დღით ადრე დამთავრებულია კონკორის მიღება. ერგოტამინის წარმოებულებისა და კონკორი®­ს ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს პერიფერიული სისხლისმიმოქცევის დარღვევა. კონკორი®-­სა და რიმფაპიცინის ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა უმნიშვნელოდ შეამციროს ბისოპროლოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდი. დოზის გაზრდა ჩვეულებრივ საჭირო არ ხდება.
ბეტა­ბლოკერებმა შეიძლება გააძლიერონ ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედება, აგრეთვე შეამცირონ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, ამიტომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები საჭიროებენ სისხლში შაქრის დონის მუდმივ კონტროლს.
ნარკოზის დროს უარესდება გულის ფუნქციური მდგომარეობა, ამიტომ ზოგადი ნარკოზის მიცემამდე ექიმი ანესთეზიოლოგი უნდა იქნას ინფორმირებული პაციენტის კონკორი®­თ მკურნალობის შესახებ.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 5 წელი. შენახვის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე. არ შეიძლება პრე­პარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
მარკ KGaA ნიკომედისთვის, გერმანია

გერმანია