კორტომიცეტინის მალამო 15გ(ნიჟფ

კორტომიცეტინი



პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: კორტომიცეტინი
წამლის ფორმა: მალამო გარეგანი გამოყენებისათვის

შემცველობა
100 გ მალამო შეიცავს: ჰიდროკორტიზონის აცეტატი – 0.5გ, ლევომიცეტინი – 0.2გ, დამხმარე ნივთიერებები (ლანოლინი უწყლო, სამედიცინო ვაზელინი, ვაზელინის ზეთი, სორბიტანოლეატი, სტეარინის მჟავა, გასუფთავებული წყალი) – 100გ-მდე.

აღწერილობა
მალამო თეთრი ფერის მოყვითალო შეფერილობით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გლუკოკორტიკოსტეროიდი + ანტიბიოტიკი

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატია, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიმიკრობული მოქმედება.

გამოყენების ჩვენებები
კანის ანთებითი და ალერგიული დაავადებები (მ.შ. გართულებული მიკრობული ინფექციით, რომელიც მგრძნობიარეა ქლორამფენიკოლის მოქმედების მიმართ): მიკრობული ეგზემა, ატოპიური დერმატიტი (გავრცელებული ნეიროდერმიტი), ალერგიული დერმატიტი, ფსორიაზი, პიოდერმია.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. კანის ტუბერკულოზი, კანის სოკოვანი და ვირუსული დაავადებები, კანის საფარის მთლიანობის დარღვევა, ორსულობა.

გამოყენების წესი და დოზები
მალამო თხელ ფენად წაისმევა კანის დაზიანებულ მონაკვეთზე 2-3-ჯერ დღეში. დღე-ღამის დოზა (დაზიანებული ფართის მიხედვით) შეადგენს 2-30გ. ოკლუზიური სახვევის ქვეშ წაისმევა დღე-ღამეში ერთხელ დღე-ღამის დოზის შესაბამისი შემცირებით. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და თერაპიის ეფექტურობაზე, შეიძლება გაგრძელდეს 7-30 დღე, ხოლო საშუალოდ 7-10 დღე.

გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ქავილის, ჰიპერემიის წარმოქმნა პრეპარატის წასმის ადგილზე, კანის ანთებითი დაავადებები გამწვავება.

გამოშვების ფორმა
მალამო კორტომიცეტინი 15 გ ალუმინის ტუბებში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

შენახვის პირობები
სია ბ. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 20°C ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.

მწარმოებელი:
ღსს “ნიჟფარმი”
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი.
გსპ-459, სალგანსკაიას ქ., 7
ტელ.: (8312) 30-72-28
ფაქსი: (8312) 78-80-88