საუკეთესო არჩევანი თქვენი გულის გამართული მუშაობისთვის!
კარდიოფობია–გულისნევროზი არის ამ ორგანოს ფუნქციის მოშლა, რომელსაც თან ახლავს პანიკური შიში, ისტერიული მდგომარეობა. მისი მიზეზი ხშირად მომდინარეობს ნერვული სისტემიდან, კერძოდ, როცა ირღვევა წონასწორობა ჰიპოთალამუსსა და ტვინის ქერქოვან უბნებს შორის. მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ნერვული აშლილობა.
კარდიოფობია ხშირია ახალგაზრდა ასაკში და განსაკუთრებით, მამაკაცებში. მისი სიმპტომებია: თავბრუსხვევა, გულისრევა, ტაქიარითმია, ჰიპერტენზია, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, კანკალი, სუნთქვის უკმარისობა, ოფლიანობა, გულის გაჩერების და სიკვდილის შიში, ძილის დარღვევა, პოტენციის დაქვეითება, მომატებულია მგრძნობელობა ხმაურის, სინათლის და ტემპერატურის მიმართ.
თანამედროვე მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ სხვადასხვა დაავადებათა ეფექტური მკურნალობისათვის აუცილებელია ადამიანის ბიოენერგეტიკაზე დადებითი ზემოქმედება. ამ მიზნით ევროპელი ექიმების 60% უპირატესობას ანიჭებს მცენარეულ ექსტრაქტებს, რომელთაც გააჩნიათ ჯანსაღი ბიოენერგეტიკული პოტენციალი და აღადგენენ დაზიანებული უჯრედის ბიოენერგეტიკას.
მცენარეული პრეპარატების უპირატესობას წარმოადგენს შემადგენლობაში რამდენიმე აქტიური ნივთიერების არსებობა და მათი სინერგიული და მრავალმხრივი მოქმედება. ისინი მოქმედებენ როგორც დაავადების ძირეულ მიზეზებზე, ასევე, ზოგადად მეტაბოლიზმსა და იმუნიტეტზე, სხვა თანმხლებ პათოლოგიურ პროცესებზე.
მცენარეული პრეპარატებით მიღებული ეფექტი ღრმა და ხანგრძლივია, მოქმედება გრძელდება მიღების შეწყვეტის შემდგომაც. პრეპარატების უსაფრთხოება და ეფექტურობა დამტკიცებულია დროით.
თანამედროვე მედიცინა მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს იყენებს როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე კომპლექსურად, სინთეზური გზით მიღებულ ქიმიურ პრეპარატებთან ერთად.
ბოლო წლებში ევროპულ ქვეყნებში 40%-ით გაიზარდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში მცენარეული წარმოშობის პრეპარატების გამოყენება.
კომპანია SILVANOLS სწორედ ასეთი მცენარეული საშუალებების ერთ–ერთი მსხვილი მწარმოებელია. კომპანია დაარსდა 1994წ., ლატვიაში. ფლობს საერთაშორისო სერთიფიკატებს. კომპანია აწარმოებს 70 მდე პროდუქტს, რომლებიც იყიდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
სწორედ „სილვანოლსის“ მიერ იწარმოება მცენარეული ექსტრაქტებისა და B- ჯგუფის ვიტამინების ნაკრები – კორვანტი. საკვები დანამატია.
- კორვანტი - მშვიდი გული, ძლიერი ნერვები!
გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა და სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის გასაუმჯობესებლად.
საუკეთესო შემადგენლობაა დიაბეტით დაავადებულთათვის.
შემადგენლობა: კუნელის ფოთლებისა და ყვავილების მშრალი ექსტრაქტი, შავბალახას მშრალი ექსტრაქტი, ჭინჭრის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი, ვიტამინი B1, ვიტამინი B2, ვიტამინი B6, ვიტამინი B12.
- კუნელის ფოთლებისა და ყვავილების მშრალი ექსტრაქტი - 9 მგ. კუნელი გულ-სიხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული ყველაზე გავრცელებული მცენარეა, რომელსაც ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები იყენებდნენ. არსებობს ცნობები, რომ კუნელის ფესვებს მედეაც იყენებდა თავის უნიკალურ რეცეპტებში. კუნელის მრავალი სახეობიდან სამკურნალოდ ორი - ეკლიანი ანუ ჩვეულებრივი და წითელი კუნელი გამოიყენება. კუნელი შეიცავს ეთერზეთებს, აცეტილქოლინს, ფლავონოიდებს, ოლეინის, ასკორბინის და სხვა ორგანულ მჟავებს, ფრუქტოზას, მღებავ და მთრიმლავ ნივთიერებებს. წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს. ასტიმულირებს გულის მოქმედებას, აფართოებს სისხლძარღვებს, ამაგრებს კაპილარების კედელს, აქვეითებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, მიოკარდიუმის სისხლმომარაგებას, ზრდის გულის მუშაობის უნარს, ამცირებს ქოშინსა და დაღლილობას, ხსნის დაძაბულობასა და მოჭერითი ხასიათის ტკივილს გულის არეში. აუმჯობესებს ძილს და ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, თავიდან გვაცილებს ტაქიკარდიას და არითმიას. შესაბამისად გამოიყენება სტრესული სიტუაციებისა და ნევროზული მდგომარეობების დროს.
- შავბალახას მშრალი ექსტრაქტი - 9 მგ. აძლიერებს გულის კუნთს, აწესრიგებს გულის რითმს, აქვეითებს არტერიულ წნევას, გააჩნია დამამშვიდებელი და ანტიდეპრესიული, კრუნჩხვის საწინააღმდეგო თვისებები. გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის დასამშვიდებლად სტრესული სიტუაციებისას, არტერიული წნევის ნორმალიზების მიზნით, ტაქიკარდიის დროს, აწესრიგებს ძილს. აქვს 4–ჯერ უფრო ძლიერი დამამშვიდებელი მოქმედება, ვიდრე კატაბალახას.
- ჭინჭრის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი – 53 მგ. ჭინჭარს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აჩერებს სისხლდენას. აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, არეგულისრებს შაქრის დონეს სისხლში. ასტიმულირებს ერითროციტების სინთეზს. აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ფუნქციონირებას. აქვს შარდმდენი და ჰიპოტენზიური ეფექტი. აძლიერებს ორგანიზმს და აქვს ზოგადმატონიზებელი მოქმედება, ჭინჭარი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინასა და კალციუმს.
გამოიყენება: ანემიის, ათეროსკლეროზის, რევმატიზმის, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
- ვიტამინი B1 (თიამინი) - 0.6 მგ. მნიშვნელოვანია ნახშირწყლების სწორი მეტაბოლიზმისათვის. დადებითად მოქმედებს თავის ტვინსა და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს გულის კუმშვადობას. ავიტამინოზი იწვევს დაავადებას - ბერიბერი. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: დაღლილობა, აპათია, გაღიზიანებადობა, დეპრესია, ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ანორექსია, გულისრევა, მუცლის ტკივილი (ადრეული სიმპტომები), პერიფერიული ნეიროპათია (მგრძნობელობის, რეფლექსების, მოძრაობის დარღვევა), კორსაკოვის სინდრომი (მეხსიერების დაქვეითება, დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა).
- ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 0.8 მგ. მონაწილეობს ნახშირწყლოვან და ცილოვან ცვლაში, ასტიმულირებს რკინის ტრანსპორტირებას და მეტაბოლიზმს ორგანიზმში, აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური მოქმედებისა და კანის სიჯანსაღისათვის, დადებითად მოქმედებს სტრესის დროს, ხელს უწყობს ანტისხეულების გამომუშავებას, ერითროციტების სინთეზს. მნიშვნელოვანი როლი აქვს მხედველობითი ფუნქციების, კანის სიჯანსაღის მდგომარეობისა და ჰემოგლობინის სინთეზის უზრუნველყოფაში. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება კანისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (ნახეთქები კანზე, ანგულარული სტომატიტი, გლოსიტი, ენის დვრილების ატროფია), თვალის დაზიანება (მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, წვის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივიტი, ცრემლდენა), სებორეული ეგზემა, ჩამორჩენა ზრდაში, ანემია, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია, ნევროლოგიური დარღვევები.
- ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) - 0.6 მგ. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ჰემოგლობინის სინთეზში, ერითროციტების რეგენერაციაში, ანტისხეულების წარმოქმნაში, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, წყლის ბალანსს ორგანიზმში. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: კრუნჩხვები, მოუსვენრობა, დეპრესია, პერიფერიული ნევრიტი, ტერფების წვა, დერმატიტი (აქერცვლა ცხვირ-ტუჩისა და შუბლის ნაოჭის არეში), მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, უჯრედული ანემია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ვიტამინის მიღება დიაბედით დაავადებულთათვის. ის უზრუნველყოფს გლუკოზის სტაბილურ დონეს სისხლში და ასტაბილურებს ნერვულ სისტემას.
- ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) - 0.5 მკგ. მონაწილეობას ღებულობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში, ამინომჟავებისა და ნუკლეინის მჟავების სინთეზში, ასტიმულირებს ღვიძლისა და ნერვული სისტემის მოქმედებას. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: მეგალობლასტური ჰიპოქრომული ანემია, ალოპეცია, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (გლოსიტი, გინგივიტი). აღნიშნული ვიტამინი დიდი რაოდენობით შედის ხორცპროდუქტებში და ამიტომ ვეგეტარიანელებსა და პირებს, რომელთაც ხშირად უწევთ ხორცის ამოღება მენიუდან აქვთ დიდი რისკი, რათა განუვითარდეთ სხვადასხვა ტიპის ანემია.
კორვანტი:
- ზრდის გულის მუშაობის უნარს;
- აუმჯობესებს მიოკარდიუმის სისხლმომარაგებას;
- გამოიყენება სტრესული სიტუაციებისა და ნევროზული მდგომარეობების დროს;
- უზრუნველყოფს ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას;
- ხელს უწყობს კანის სიჯანსაღის შენარჩუნებას.
მიღების წესი და დოზირება: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულებისამებრ. შესაძლებელია დაინიშნოს 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში. რეკომენდირებული დღიური დოზაა 2 კაფსულა.
უკუჩვენება: არ მიიღება რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის არსებობისას. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან.
განსაკუთრებული მითითება: არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალფეროვანი, ბალანსირებული კვების შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (15-25 0C), სინათლისაგან დაცულ ადგილას, მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში.
შეფუთვა: 30 კაფსულა ფლაკონში.
მწარმოებელი: შპს “სილვანოლსი”. ლატვია
დისტრიბუტორი: შპს “ავერსი-ფარმა”, აღმაშენებლის 148/2