კრამელი – სასარგებლო და გემრიელი დაცვა
ვიტამინები ყველა ასაკში საჭიროა, მაგრამ არსებობს მდგომარეობები, როდესაც მათი მიღება უბრალოდ აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.
კალციუმი უმნიშვნელოვანესია ბავშვის ნორმალური ზრდა – განვითარებისთვის და მისი ძვლების სიმტკიცისთვის. კალციუმი საკვებიდან ძალიან რთულად შეიწოვება. საკვებთან ერთად ჩვენ ვიღებთ კალციუმის მხოლოდ 20-30%, მისი დიდი ნაწილი კი არ შეიწოვება ნაწლავებიდან. ამიტომ მიუხედავად კალციუმით მდიდარი რაციონისა, შეუძლებელია მასზე ორგანიზმის მოთხოვნილების სრულად დაკმაყოფილება. ამისთვის საჭიროა კალციუმის დამატებით მიწოდება და ერთდროულად D3 ვიტამინის მიღება. ვიტამინი D3 უზრუნველყოფს ნაწლავებიდან კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმის შეთვისებას. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია კალციუმის და D3 ვიტამინის ერთდროული მიღება. D3 ვიტამინი აქტიურად მონაწილეობს იმუნური სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებაშიც.
კრამელი კალციუმი + D3 #30 საღეჭი კანფეტი
1 საღეჭი კანფეტის შემადგენლობა: კალციუმი – 300 მგ. ვიტამინი D3 – 200 სე.
კრამელი კალციუმი + D3 :
- განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიური ზრდის პერიოდში;
- უზრუნველყოფს ძვლების სიმყარეს;
- ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ნორმალურ ზრდა-განვითარებას;
- ინიშნება ბავშვებში 3 წლის ასაკიდან.
გემრიელი და სასარგებლო კრამელი – თქვენი ოჯახის ჯანმრთელობის საიმედო მცველია!
კრამელი იწარმოება ევროკავშირის ქვეყანაში – ხორვატიაში და მისი ხარისხი სრულიად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.