კრეონი 25000
(KREON)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: შემოგარსული კაფსულები, შეფუთვაში 20 ც. 1 კაფსულაში პანკრეატინი 300 მგ (ლიპაზა 25000სე, ამილაზა 18000სე, პროტეაზა 1000სე).
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფერმენტული პრეპარატი, საჭმლის მონელების პროცესის გამაუმჯობესებელი.
ჩვენება: - საჭმლისმომნელებელი ფერმენტების ჩანაცვლებითი თერაპიისათვის კუჭქვეშა ჯირკვლის ეკზოკრინული ფუნქციის დარღვევის დროს: ქრონიკული პანკრეატიტი ან მუკოვისციდოზი, რომელსაც თან ახლავს მეტეორიზმი და უდემკო-ხელდის სინდრომი, აგრეთვე კუჭისა და წვრილი ნაწლავის რეზექციის, ნაწლავებში საჭმლის დაჩქარებული გავლის (ნევროზი, კუჭნაწლავის ინფექციები), “ღვიძლი-ნაღვლის ბუშტი” სისტემის დარღვევის (დისკინეზია), დისპეფსიის, ძნელად ასათვისებელი მცენარეული, ცხიმიანი ან უჩვეულო საკვების მიღებისას: - მეტეორიზმი; სადიაგნოსტიკო გამოკვლევების (რენტგენოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა) წინ პაციენტის მომზადების მიზნით.
ფარმაკოლოგიური თვისება: პანკრეატინი წარმოადგენს ფხვნილს, რომელიც მიიღება ძუძუმწოვარი ცხოველების, მეტწილად ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან. იგი პანკრეასის ფერმენტების - ლიპაზას, ალფაამილაზას, ტრიფსინისა და ქიმოტრიფსინის გარდა შეიცავს სხვა ნივთიერებებსაც, რომლებსაც არ ახასიათებთ ფერმენტული აქტივობა. პრეპარატის ეფექტურობა დამოკიდებულია მასში შემავალი ფერმენტების აქტივობაზე (განსაკუთრებით ლიპაზის) და გალენურ ფორმაზე (ტრიფსინის შემცველობა). რაც შეეხება ამილაზურ აქტივობას, იგი მხოლოდ მუკოვისციდოზის მკურნალობისას არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევაშიც კი პოლისაქარიდების დაშლის პროცესი დარღვევის გარეშე მიმდინარეობს. პანკრეასის ლიპაზა უწყობს ხელს ტრიგლიცერიდის მოლეკულისაგან ცხიმოვანი მჟავების გამონთავისუფლებას. ამ პროცეს-ში წარმოქმნილი თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები და 2-მონოგლიცერიდები ნაღვლის მჟავების მეშვეობით, წვრილ ნაწლავში, განსაკუთრებით მის ზედა ნაწილში, სწრაფად შეიწოვება. ცხოველური წარმოშობის ლიპაზა, ადამიანის პანკრეასის ლიპაზას მსგავსად, არ არის მდგრადი მჟავე გარემოში, რის გამოც მისი მაჩვენებლის 4-ზე ქვევით შემცირებისას ადგილი აქვს ლიპოლიზური აქტივობის შეუქცევად ინაქტივაციას. ტრიფსინოგენიდან ტრიფსინის წარმოქმნა ხორციელდება აუტოკატალიზის, ან წვრილი ნაწლავის ენტეროკინაზას მეშვეობით. ტრიფსინი თავის მხრივ განაპირობებს სხვა პროტეოლიზური ფერმენტების გააქტიურებას, ენდოპეპტიდაზას მეშვეობით შლის ლიზინისა და არგინინის მონაწილეობით განპირობებულ პეპტიურ კავშირებს და ამ გზით სხვა ფერმენტებთან ერთად ხელს უწყობს ცილების დაშლას ამინომჟავებამდე და წვრილ პეპტიდებამდე. თანამედროვე კვლევის თანახმად ტრიფსინი, უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეციის ინჰიბირებას. სწორედ ამ ეფექტით აიხსნება ზოგიერთი კვლევის მიხედვით აღწერილი პანკრეასის პრეპარატების ტკიკილგამაყუჩებელი ეფექტი. ენდოამილაზა, ალფა - ამილაზას სახით, იწვევს გლუკოზის შემცველი პოლისაქარიდების სწრაფ მონელებას, რის გამოც კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორული ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითების დროსაც კი საკმაოდ აქტიურია. აბის გარსი კუჭის წვენის მიმართ მდგრადია, რაც იცავს ფერმენტებს მარილმჟავას ზემოქმედებისაგან. აბის გარსის გალღობა და ფერმენტების გამონთავისუფლება ხორციელდება წვრილი ნაწლავის სუსტ ტუტე არეში. პანკრეატინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ არ შეიწოვება, ამიტომ მისი ფარმაკოკინეტიკური ბიოშეღწევადობის მონაცემები აღწერილი არ არის. პანკრეატინის ეფექტურობა ფერმენტების მოცულობით და გალენური ფორმებიდან მათი განთავისუფლების სიჩქარით განისასზღვრება.
დოზირება და მიღების წესი: მიზანშეწონილია დოზის ინდივიდუალური დადგენა. საშუალო დოზა: 1-2 აბი ჭამის წინ. აბები არ იღეჭება. საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიყოლება. საკვების ხასიათისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით დასაშვებია უფრო მაღალი დოზები. დოზის მომატება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს დაავადების სიმპტომების ნიველირების მიხედვით. სადღეღამისო დოზის გადაჭარბება ლიპაზას 15 000-20 000 მ.ე/კგ-ზე მეტად რეკომენდებული არ არის. ბავშვებში პრეპარატის დოზის დადგენა ხდება ექიმის მიერ. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და იგი განისაზღვრება ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად აღინიშნება დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები, მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. მუკოვისციდოზის დროს, ერთეულ შემთხვევებში პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას აღწერილია ნაწლავების გაუვალობა სტრიქტურების (ილეოცეკალურ მიდამოში და ასწვრივ კოლინჯში) წარმოშობის გამო. უკუჩვენებები მწვავე პანკრეატიტი, ან ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება დაავადების აქტიურ ფაზაში.
ორსულობა და ლაქტაცია: ინიშნება მაშინ, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო მოქმედების პოტენციურ რისკს
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: არ არის ცნობილი.
შენახვის პირობები და ვადა: ინახება არაუმეტეს 20ºC ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა 2 წელი.
მწარმოებელი: SOLVAY PHARMA, გერმანია.