(Lamisil)
საერთაშორისო არატენტირებული დასახელება: ტერბინაფინი, TERBINAFINE
შემადგენლობა: 1 გ კრემი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება - ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები : ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, სორბინატის სტეარატი, ცეტილის პალმიტატი, სტერილის სპირტი, ცეტილის სპირტი, პოლისორბატ 60, იზოპროპილის მირისტატი, დისტილირებული წყალი.
აღწერილობა:
თეთრი ერთგვარი კრემი სუსტი, დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
ათქ კოდი – D01AE15შ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ადგილობრივი მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატია. გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის ფართო სპექტრი. მცირე კონცენტრაციებში ტერბინაფინი ავლენს ფუნგიციდურ მოქმედებას დერმატოფიტებთან მიმართებაში (Trychophyton rubrum, T.mentagrophytes, T.verrucosum), ობის (ძირითადად C.albicans) და გარკვეულ დიმორფული სოკოებზე (Pityrosporum orbiculare). საფუარის სოკოების მიმართ აქტივობა მათი სახეობიდან გამომდინარე, შეიძლება როგორც ფუნგიციდური ისე ფუნგისტატიკური.
ტერბინაფინი სპეციფიური გზით ახდენს სოკოში მიმდინარე სტეროლების სინთეზის დათრგუნვას ადრეულ სტადიაზე. ეს იწვევს ესტროლის დეფიციტს და სკვალენის უჯრედშიდა დაგროვებას, რაც განაპირობებს სოკოს უჯრედის დაღუპვას. ტერბინაფინის მოქმედება ხორციელდება სოკოს უჯრედის მემბრანაზე განლაგებული ფერმენტ სკვალენეპოქსიდაზას ინჰიბირებით.
ტერბინაფინი გავლენას არ ახდენს ციტოქრომის P450 სისტემაზე, შესაბამისად არც სხვა ჰორმონების და სამკურნალო სასუალებების მეტაბოლიზმზე.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას აბსორბცია 5%-ზე ნაკლებია, ავლენს უმნიშვნელო სისტემურ ეფექტს.
მიღების ჩვენება
კანის სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა, მათ შორის ტერფის სოკოს მიერ გამოწვეული მიკოზები (ტერფის «სოკო»), გარქოვანება, ნახეთქები, ქავილი, კანის აქერცვლა, შორისის დერმატოფიტიებით Trichophyton rubrum (მათ შორის T. mentagrophytes, T. verrucosum, T. violaceum)), Microsporum canis da Epidermophyton floccosum) გამოწვეული ეპიდერმოფიტიები (tinea cruris).
საფუარი სოკოებით გამოწვეული კანის ინფექციები. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც გამოწვეულია Candida-ს გვარით (მაგალითად, Candida albicans), კერძოდ გამოყელვა.
ფერადი ლიქენი (Pityriasis versicolor), რომელიც გამოწვეულია Pityrosporum orbiculare–ს მიერ (ასევე ცნობილია Malassezia furfur დასახელებით).
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ტერბინაფინზე ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე აქტიურ ინგრედიენტზე.
სიფრთხილის ზომები
ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა, ძვლის ტვინში სისხლწარმოქმნის პროცესის დათრგუნვა, სიმსივნეები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, კიდურების სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებები, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე (არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო).
ორსულობა და ლაქტაცია.
ექსპერიმენტულ კვლევებში ტერბინაფინის ტერატოგენული ეფექტები არ გამოვლენილა. არის. დღევანდელ დღეს ტერბინაფინის გამოყენებისთან დაკავშირებული განვითარების რაიმე მანკების არსებობის შესახებ ცნობები არ მოიყოვება. მიუხედავად ამისა, ტერბინაფინის ორსულობის დროს გამოყენების გამოცდილების არასაკმარისობის გამო, პრეპარატის ხმარება ხდება მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით.
ტერბინაფინი გამოიყოფა ლაქტატში, მაგრამ კრემის გამოყენებისას აქტიური ნივთიერეებების შეწოვა იმდენად მცირეა, რომ ახალსობილზე მისი არასასურველი ზემოქმედება ნაკლებსავარაუდოა.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
გარეგანი გამოყენებისათვის.
მოზრდილები და ბავშვები 12 წლიდან:
კრემის დადებამდე საჭიროა დაზიანებული უბნების გასუფთავება და გამშრალება. გამოიყენება დღეში ერთხელ ან ორჯერ თხელ ფენის სახით დაზიანებულ კანზე და მიმდებარე უბნებზე. მსუბუქი სეზელვით. გამოყელვის თანხლებით მიმდინრე ინფექციებისას, (სარძევე ჯირკვლების ქვეშ, თითებს შორის, დუნდულებს შორის, საზარდულის მიდამოში), კრემის დადების ადგილები შეიძლება დაიფაროს მარლით, განსაკუთრებით ღამით. გავრცელებული სოკოვანი ინფექციების დროს საჭიროა 30გ-იანი ტუბის კრემის გამოყენება.
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა:
სხეულის, წვივების დერმატომიკოზი: 1 კვირა, დღეში 1-ჯერ
ტერფის დერმატომიკოზები: 1 კვირა, დღეში 1-ჯერ ტერფის სოკოს მიერ გამოწვეული გარქოვანება, ნახეთქები, ქავილი, აქერცვლა – 2 კვირა დღეში 1-2-ჯერ.
კანის კანდიდოზი: 2 კვირა, დღეში 1-2-ჯერ.
ფერადი ლიქენი: 2 კვირა, დღეში 1-2-ჯერ.
კლინიკური ნიშნების გამოხატულობის შემცირება შეინიშნება მკურნალობის პირველ დღეებში. არარეგულარული მკურნალობის ან მისი ნაადრევი შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის განახლების რისკი. იმ შემთხვევაში, თუ 1-2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ ადგილი არა აქვს გაუმჯობესების ნიშნებს, საჭიროა დიაგნოზის ვერიფიკაცია.
ხანდაზმულებისათვის დოზირების რეჟიმი არ იცვლება
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში. ამ პრეპარატის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.
უკუჩვენებები
მაღალი მგრძნობელობა ტერბინაფინის ან კრემის შემცველობაში შემავალი ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები ლამიზილის კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. გასაფრთხილებელია თვალებში მოხვედრა.
იგი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ცნობილია, რომ ტერბინაფინი გადადის დედის რძეში; მაგრამ ძუძუთი მკვებავი დედის მიერ ლამიზილის კრემის გამოყენებისას ახალშობილზე რაიმე უარყოფითი გავლენა ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან კრემის სისტემური შეწოვა კანიდან ძალზედ მცირეა.
გვერდითი ეფექტები
პრეპარატის დადების ადგილზე შესაძლოა გამოვლინდეს სიწითლე, ქავილის ან წვის შეგრძნება. ალერგიული რეაქციები.
ჭარბი დოზირება
ლამიზილის კრემის ჭარბი დოზის შესახებ ცნობები არ არსებობს. მაგრამ თუ კი შემთხვევით ლამიზილის კრემი შინაგანად იქნა მიღებული, მოსალოდნელია ისეთივე გვერდითი მოვლენების განვითარება, როგორც ლამიზილის ტაბლეტების ჭარბი დოზის მიღებისას (თავის ტკივილი, გულისრევა, ტკივილები ეპიგასტრიუმში, თავბრუსხვევა).
მკურნალობა: აქტივირებული ნახშირი, აუცილებლობის შემთხვევაში – სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპია.
ურთიერთქმედება
ლამიზილის კრემის რაიმე სახის ურთიერთქმედება სხვა წამლებთან ცნობილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
კლინიკური ნიშნების გამოხატულების შემცირება შეინიშნება მკურნალობის პირველ დღეებში. არარეგულარული მკურნალობის ან მისი ნაადრევი შეწყვეტის შემთხვევაში არსებობს ინფექციის რეციდივის რისკი.
ლამიზილის კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. არ არის სასურველი მისი მოხვედრა თვალებში, ვინაიდან ამან შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს. პრეპარატის შემთხვევით თვალებში მოხვედრისას საჭიროა გამდინარე წყლით ჩამობანა, ხოლო სერიოზული გაღიზიანების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ალერგიული რეაქციების განვითარებისას აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.
გამოშვების ფორმა
15 გ. ან 30 გ ალუმინის ტუბი, ალუმინის დამცავი მემბრანით, პოლიპროპილენის თავსახურით, რომელსაც აქვს მემბრანის საპერფორაციო გამონაზარდი. ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
რიუ დე ლეტრაზი, ს/ყ 269, 1260 ნიონი, შვეიცარია