ლაქტო-G #10კაფს GMP

ლაქტო-G #10კაფს GMP
ლაქტო - G
(Lacto- G)


შემადგენლობა
პრეპარატის 1 გ (2 კაფსულა) შეიცავს 10X109 CFU/g ცოცხალ რძემჟავა ლიოფილიზირებულ ბაქტერიებს: Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium longum, Bifidobacterium bifidum, Bifidobacterium infantis და  ფრუქტოოლიგოსაქარიდებს.

მოქმედების მექანიზმი

პრეპარატის შემადგენელი რძემჟავა ბაქტერიები ხელს უწყობენ ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და აღდგენას. ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური მიკრობების გამრავლებისა და ცხოველქმედებისათვის; მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და ვიტამინების(B, K …) სინთეზში, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს; ცილების, ფოსფოლიპიდების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას.
ფრუქტოოლიგოსაქარიდები-ბუნებრივი პოლისაქარიდები წარმოადგენენ პრებიოტიკებს - ხელსაყრელ ნიადაგს ეუბიოტიკების-ნაწლავის ბაქტერიების გამრავლების, კოლონიზაციისა და ცხოველქმედებისათვის.
ფრუქტოოლიგოსაქარიდები არ იშლებიან საჭმლის მომნელებელი მჟავების ზემოქმედებით და უცვლელი სახით აღწევენ ნაწლავის ქვედა ნაწილამდე.

ჩვენება

_ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის _ დისბაქტერიოზის (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი)

პროფილაქტიკა და მკურნალობა.
_ დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში (მათ შორის ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს).
_ დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა;
_ კოლიტი, გასტროენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული)

უკუჩვენება

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

უსაფრთხოების ზომები

რეკომენდებული არ არის პრეპარატის ალკოჰოლთან ერთდროულად მიღება.
ლაქტო-G-ის სხვა პრეპარატებთან არასასურველი გავლენა არ არის აღწერილი.

დოზირება და მიღების წესი

2 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულის შიგთავსი გახსნილი მცირეოდენ წვენში ან დამტკბარ სითხეში, ჭამამდე.
2-12 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში მცირეოდენ სითხესთან ერთად ჭამამდე.
12 წლის ზემოთ და მოზრდილებში ინიშნება 2-3 კაფსულა უზმოზე ან ჭამამდე მცირეოდენ სითხესთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის გამომწვევ მიზეზებსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი კარგად გადაიტანება, რეკომენდებული დოზით პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

შეფუთვაში 10 კაფსულა.

დანიშნულება

ექიმის რეცეპტის გარეშე!

მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)