ლევოფლოქსაცინის გარსით დაფარული ტაბლეტები 500მგ
ფურცელი-ჩანართი
ფურცელი-ჩანართი: პაციენტისთვის განკუთვნილი ინფორმაცია
ლევნიბიოტი 250მგ გარსით დაფარული ტაბლეტები
ლევნიბიოტი 500მგ გარსით დაფარული ტაბლეტები
ლევოფლოქსაცინი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი.
- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
- პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. დაუშვებელია მისი გდაცემა სხვისთვის. შესაძლებელია მას ზიანი მიადგეს, მიუხედავა იმისა თუ მისი დაავადების ნიშნები თქვენსას ჰგავს.
- ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, ან თუ შეამჩნევთ ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარებას, რაც არ არის მითითებული ჩანართში. იხ. ნაწილი 4.
მოცემულ ფურცელ-ჩანართში:
- რა არის ლევნიბიოტი და რისთვის გამოიყენება ის
- რა უნდა იცოდეთ ვიდრე მიიღებდეთ ლევნიბიოტს
- ლევნიბიოტის გამოყენების წესი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- ლევნიბიოტის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რა არის ლევნიბიოტი და რისთვის გამოიყენება ის
პრეპარატის დასახელებაა ლევნიბიოტის ტაბლეტები. ლევნიბიოტის ტაბლეტები შეიცავს ლევოფლოქსაცინს. ის განეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფის პრეპარატებს. ლევოფლოქსაცინი არის ‘ქინოლონური’ ანტიბიოტიკი. იგი მოქმედებს ინფექციის გამომწვვევი ბაქტერიის განადგურებით.
ლევნიბიოტის ტაბლეტების გამოყენება ხდება შედმეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- სინუსები
- ფილტვები, სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემებით ან პნევმონიით
- საშარდე გზების, მათ შორის თირკმელების ან შარდის ბუშტის
- წინამდებარე ჯირკვლის ხანგრძლივი ინფექციის დროს
- კანის და კანქვეშა ქსოვილის, მათ შორის კუნთების. მას ზოგჯერ უწოდებენ რბილ ქსოვილებს.
ზოგიერთი განსაკუთრებული სიტუაციების დროს, ლევნიბიოტის ტაბლეტების გამოყენება შესაძლებელია ფილტვის დაავადების განვითარების ალბათობის შესამცირებლად, რომელსაც ეწოდება ჯილეხი ან დაავადების არსებობისას შეამციროს მისი გამწვავება.
- რა უნდა იცოდეთ ვიდრე მიიღებდეთ ლევნიბიოტს
არ მიიღოთ ლევნიბიოტი და აცნობეთ ექიმს:
- თუ ხართ ალერგიული ლევოფლოქსაცინის, რომელიმე ქინოლონური ანტიბიოტიკის მიმართ, როგორიცაა მოქსიფლოქსაცინი ან ოფლოქსაცინი ან პრეპრატის რომელიმე ნივთიერების მიმართ (იხ.ნაწილი 6).
- ალერგიული რეაქციების ნიშნების დროს, რომელიც მოიცავს: გამონაყარს, სუნთქვის და ყლაპვის პრობლემებს, სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპებას.
- თუ ოდესმე გქონიათ ეპილეფსია
- თუ ოდესმე გქონიათ მყესების პრობლემები, როგორიცაა ტენდინიტი, რომელიც დაკავშირებულია ქინოლონური ანტიბიოტიკების მიღებასთან. მყესის მეშვეობით კუნთი უკავშირდება ჩონჩხს.
- თუ ხართ ბავშვი ან მოზარდი
- თუ ხართ ორსულად, აპირებთ დაორსულებას ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად
- თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში
არ მიიღოთ პრეპარატი რომელიმე მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცვტს, ვიდრე მიიღებდეთ ლევნიბიოტს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ლევნიბიოტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:
- ხართ >60 წლის
- იღებთ კორტიკოსტეროიდებს, ზოგჯერ უწოდებენ სტეროიდებს (იხ. სხვა პრეპარტები და ლევნიბიოტი)
- გქონიათ კრუჩხვები
- გქონიათ თავის ტვინის დაზიანება ინსულტის ან სხვა მიზეზის გამო
- გაქვთ თირკმელების პრობლემები
- გაქვთ „გლუკოზა - 6- ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი“. მიდრეკილი ხართ სისხლის სერიოზული პრობლემებისადმი პრეპარატის მიღებისას
- გქონიათ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები
- გქონიათ გულის პრობლემები: სიფრთხილი გამოჩენაა საჭირო მსგავსი პრეპარატის მიღებისას, თუ გაქვთ თანდაყოლილი ან მემკვიდრეობითი QT ინტერვალის გახანგრლძივება (შეინიშნება ეკგ-ზე), გაქვთ გულის ძალიან შენელებული რიტმი (ბრადიკარდია), სუსტი გული (გულის უკმარისობა), გულის შეტევის ისტორია (მიოკარდიუმის ინფარქტი), ხართ ქალი ან ხანდაზმული ან იღებთ ეკგ ცვლილებების გამომწვევ სხვა პრეპარატებს (იხ. „სხვა პრეპარატები და ლევნიბიოტი).
- ხართი დიაბეტით დაავადებული
- გქონიათ ღვიძლის პრობლემები
- გაქვთ მიასთენია
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა თქვენ გეხებათ თუ არა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ლევნიბიოტის მიღებამდე.
ბავშვები და მოზარდები
დაუშვებელია პრეპარტის მიღება ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
სხვა პრეპარატები და ლევნიბიოტი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო დროს მიგიღიათ ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები. ვინაიდან, ლევნიბიოტს შეუძლია იმოქმედეოს რომელიმე მათგანზე. ასევე ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია დაარღვიოს ლევნიბიოტის ეფექტურობა.
განსაკუთრებით კი თუ იღებთ შემდეგი სახის პრეპარტებს, ვინაიდან შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის გაზრდა მათი ლევნიბიოტთან მიღების შედეგად:
- კორტიკოსტეროიდები, ზოგჯერ უწოდებენ სტეროიდებს - ანთების საწინააღმდეგოდ. შესაძლებელია განვითარდეს მყესების ანთება და/ან გაწყვეტა.
- ვარფარინი - სისხლის გასათხიერებლად. შესაძლებელია სისხლდენის განვითარება. ექიმმა შესაძლებელია ჩაგიტაროთ სისხლის რეგულარული ანალიზები.
- თეოფილინი - სუნთქვის პრობლემებისთვის. ლევნიბიოტთან გამოყენებისას მოსალოდნელია კრუნჩხვების განვითარება.
- არასტეროიდული ანთების საწინაადეგო პრეპარატები (აასს) - ტკივილის და ანთების საწინააღმდეგოდ, როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი, ფენბუფენი, კეტოპროფენი და ინდომეტაცინი. ლევნიბიოტთან გამოყენებისას მოსალოდნელია კრუნჩხვების განვითარება.
- ციკლოსპორინი - ორგანოთა ტრანსპლანტაციისას. მოსალოდნელია ციკლოსპორინის გვერდითი მოვლენების განვითარება.
- გულის ცემაზე მოქმედი პრეპარატები. ეს მოიცავს გულის დარღვეული რითმის სამკურნალო პრეპარატებს (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დისოპირამიდი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი და ამიოდარონი), დეპრესიისთვის (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ამიტრიპტილინი და იმიპრამინი), ფსიქიური დარღვევებისთვის (ანტიფსიქოზურები), და ბაქტერიული ინფექციებისთვის („მაკროლიდური“ ანტიბიოტიკები, როგორიცაა ერითრომიცინი, აზითრომიცინი და კლარითრომიცინი)
- პრობენეციდი - პოდაგრას საწინააღმდეგოდ და ციმეტიდინი - წყლულების და გულძმარვის საწინააღდმეგოდ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ლევნიბიოტთან რომელიმე მოცემული პრეპარატის გამოყენებისას. თირკმელების პრობლემების შემთხვევაში შესაძლებელია ექიმმა დაგინიშოთ უფრო დაბალი დოზა.
დაუშვებელია ლევნიბიოტის ტაბლეტების მიღება შემდეგ პრეპარატებთან ერთად. ვინაიდან, შესაძლებელია იმოქმედოს ლევნიბიოტის ეფექტურობაზე.
- რკინის პრეპარატები (ანემიისთვის), თუთიის დანამატები, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები (მჟავიანობის ან გულძმარვისთვის), დიდანოზინი ან სუკრალფატი (კუჭის წყლულისთვის). იხ ნაწილი 3 „თუ უკვე იღებთ რკინის ტაბლეტებს თუთის დანამატებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს“ .
შარდში ოპიატების განსაზღვრის ტესტი
შარდში ოპიატების განსაზღვრის ტესტირებისას ლევნიბიტოის მიღებისას, შესაძლებელია „ცრუ დადებითი„ შედეგის მიღება ისეთ ძლიერ ტკივილგამაყუჩბლებზე, რომელთც ეწოდებათ ოპიატები. თუ ექიმმა დაგინიშნათ შარდის ანალიზის ჩატარება, აცნობეთ მას რომ იღებთ ლევნიბიოტს.
ტუბერკულოზის ტესტი
პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგი ტუბერკულოზზე ანალიზის ჩატარებისას .
ორსულობა და ლაქტაცია
დაუშვებელია პრეპარატის მიღება თუ:
- ხართ ორსულად, აპირებთ დაორსულებას ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად
- ხართ ლაქტაციის პერიოდში ან აპირებთ ლაქტაციას.
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ან თუ ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ვიდრე მიიღებდეთ პრეპარატს.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
მოცემული პრეპარატის მიღების შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს გვერდითი მოვლენები, მათ შორის თავბრუსხვევა, ძილიანობა, ვერტიგო ან მხედველობის დარღვევა. ზოგიერთმა მოცემულმა გვერდითმა მოვლენამ შესაძლოა იმოქმედოს თქვენს კონცენტრაციასა და რეაქციის სისწრაფეზე. მსგავსის შემთხვევაში, არ მართოთ ავტომობილი და სხვა მექანიზმები, რაც საჭიროებენ ყურადღების მაღალ დონეს.
პრეპარატი შეიცავს სანსეტ ყვითელს FCF
მას შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
- ლევნიბიოტის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ექიმის დანიშნულების მხიედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატის მიღება
- მიიღება პერორალურად
- მიიღება მთლიანად, წყლის მიყოლებით
- პრეპარატის მიღება შესაძლებელია ჭამის დროს ან კვების შუალედებში.
- ტაბლეტების გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.
დაიცავით კანი მზის სხივებისგან
პრეპარტის მიღბისას და მისი მიღებიდან 2 დღის განმავლობაში მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. ვინაიდან, კანი შესაძლებელია გახდეს მგრძნობიარე მზის მიმართ და მიიღოთ დამწვრობა ან დაწყლულება, თუ არ მიმართავთ შემდეგი სახის სიფრთხილის ზომებს:
- გამოიყენეთ მაღალფაქტორიანი მზის დამცავი კრემი
- ყოველთვის გეხუროთ ქუდი და ტანსაცმელი, რომელიც დაგიფარავთ მკლავებს და ფეხებს.
- არ მიიღოთ მზის აბაზანები
თუ უკვე იღებთ რკინის ტაბლეტებს, თუთიის შემცვლელებს, ანტაციდებს, დიდანოზინს ან სუკრალფატს
- დაუშვებელია მოცემული პრეპარატების მიღება ლევნიბიოტთან ერთად. მოცემული პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს ლევნიბიოტის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
დოზირება
- ექიმი განსაზღვრავს ლევნიბიოტის ტაბლეტების დოზებს
- დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე და მის მდებარეობაზე.
- მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სერიოზულობაზე.
- თუ გრძნობთ, რომ პრეპარატი ძლიან სუსტად ან ძალიან ძლიერად მოქმედებს თქვენზე, დაუშვებელია მისი შეცვლა, და უნდა მიმართოთ ექიმს.
მოზრდილები და ხანდაზმულები
სინუსების ინფექციები
- 250 მგ ლევნიბიოტის 2 ტაბლეტი, დღეში ერთხელ
- ან ერთი ტაბლეტი 500მგ ლევნიბიოტის დღეში ერთხელ
ფილტვის ინფექცია სუნთქვის ხანგრძლივი პრობლემების მქონე პირებში
- ლევნივბოტის 250მგ 2 ტაბლეტი დღეში ერთხელ
- ან ლევნიბიოტის 500მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ
პნევმონია
- ლევნიბიოტის 250მგ 2 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორჯერ
- ან, ლევნიბიოტის 500მგ ერთი ტაბლეტი დღში ერთხელ ან ორჯერ.
საშარდე გზების ინფექციები მათ შორის თირკმელების ან შარდის ბუშტის
- ლევნიბიოტის 250მგ ერთი ან ორი ტაბლეტი დღეში
- ან ლევნიბიოტის 500მგ ½ ტაბლეტი დღეში
წინამდებარე ჯირკვლის ინფექცია
- ლევნიბიოტის 250მგ 2 ტაბლეტი დღეში ერთხელ
- ლევნიბიოტის 500მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.
კანის და კანქვეშა ინფექციები, მათ შორის კუნთების
- ლევნიბიოტის 250მგ 2 ტაბლეტი ერთხელ ან ორჯერ დღეში
- ან, ლევნიბიოტის 500მგ 1 ტაბლეტი დღში ერთხელ ან ორჯერ
მოზრდილები და ხანდაზმულები თირკმლის პრობლემებით
შესაძლებელია ექიმმა დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში
თუ მიიღეთ ლევნიბიოტის საჭიროზე მაღალი დოზა
თუ შემთხვევით მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა, აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ ჰოსპიტალს, თან იქონიეთ პრეპარატის კოლოფი, ვინაიდან ექიმმა უნდა იცოდეს რა გაქვთ მიღებული. შესაძლებელია შემდეგი ეფექტების განვითარება: კონვულსიური კრუნჩხვები, დაბნეულობა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაქვეითება, კანკალი და გულის პრობლემები - გულის ცემის დარღვევა და შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა) ან კუჭის წვა.
თუ დაგავიწყდებათ ლევნიბიოტის მიღება
თუ დაგავიწყდებათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი მაშინვე, როოგრც კი გაგახსენდებათ თუ უკვე არ არის მომდევნო დოზის მიღბის დრო. დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
თუ შეწყვეტთ ლევნიბიოტის მიღებას
არ შეწყვიტოთ ლევნიბიოტის მიღება თუ უკვე უკეთ იგრძნობთ თავს. აუცილებლად უნდა დაასრულოთ კურსი. თუ შეწყვეტთ ტაბლეტების მღებას ძალიან ადრე, ინფექცია შესაძლებელია კვლავ განვითარდეს და გაუარესდეს თქვენი მდგომარეობა ან შესაძლებელია ბაქტერია გახდეს რეზისტენტული პრეპარატის მიმართ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში პრეპარატთანდ აკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მოცემულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. მოცემული ეფექტები, როგორც წესი მსუბუქი ან ზომიერი სიმწვავისაა და მოკლე ხანში ქრება.
შეწყვიტეთ ლვენიბიოტის მიღება და მიმართეთ ექიმს ან ჰოსპიტალს დაუყოვნებლივ, თუ შეამჩნევთ შემდეგი სახის გვერდითი მოვლენების განვითარებას:
იშვიათი (შესაძლებელია განვითარდეს 1000-დან 1 -ში)
- სისხლიანი დიარეა კუჭის შესაძლო სპაზმებით და მაღალი ტემპერატურით. შესაძლებელია იყოს ნაწლავის მწვავე პრობლემის ნიშნები.
- მყესების და იოგების ტკივილი და ანთება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაზიანება. ყველაზე ხშირად ზიანდება აქილევსის მყესი.
- კონვულსიები
ძალიან იშვიათი (შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან 1-ში)
- წვა, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება. შესაძლებელია იყოს ნეიროპათიის ნიშნები.
უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების მიხედვით)
- კანის მწვავე გამონაყარი, რაც შესაძლოა მოიცავდეს კანის დაწყლულებას და აქერცვლას ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირის და გენიტალიების გარშემო
- მადის დაკარგვა, კანის და თვალების გაყვითლება, მუქი ფერის შარდი, ან რბილი მუცელი. ეს შესაძლოა იყოს ღვიძლის პრობლემები და მოიცავდეს ფატალურ უკმარისობას.
თუ ლევნობიოტის მიღებისას თქვენი მხედველობა გაუარესდება ან თუ აგეღნიშნებათ სხვა სახის პრობლემები თვალთან დაკავშირებით, მიმართეთ თვალის სპეციალისტს დაუყოვნებლივ.
აცნობეთ ექიმს, თუ შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები იქნება სერიოზული და გაგრძელდება რამოდენიმე დღეზე მეტ ხანს:
ხშირი (შესაძლებელია განვითარდეს 10-დან 1-ში)
- ძილის პრობლემები
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
- სუსტად ყოფნა (გულისრევა, ღებინება) და დიარეა
- ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის სისხლში მომატება
არახშირი (შესაძლებელია განვითარდეს 100-დან 1-ში)
- სხვა ბაქტერიების ან სოკოს გამრავლება, კანდიდას ინფექციის განვითარება რისი მკურნალობაც შესაძლებელია გახდეს საჭირო
- სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება, რაც შესაძლოა მიუთითებდეს ლეიკოპენიაზე ან ეოზინოფილიაზე.
- შფოთვა, დაბნეულობა, ნერვიულობა, ძილიანობა, კანკალი , ვერტიგო
- დისპნოე
- გემოს შეგრძნების ცვლილება, მადის დაკარგვა, კუჭის პრობლემები ან მოუნელებლობა (დისპეფსია), კუჭის მიდამოს ტკივილი, შებერილობა ან ყაბზობა
- ქავილი და კანზე გამონაყარი, ძლიერი ქავილი ან თივის ცხელება (ჭინჭრის ციება), ძლიერი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)
- სახსრების ტკივილი ან კუნთების ტკივილი
- სისხლის ანალიზებმა შესაძლოა გამოვლინონ უჩვეულო შედეგები ღვიძლის გამო (მომატებული ბილირუბინი) ან თირკმელების გამო (კრეატინინის მომატება) .
- ზოგადი სისუსტე
იშვიათი (შესაძლებელია განვითარდეს 1000-დან 1-ში)
- სისხჩაქაცევები და სისხლდენა სისხლში თრომბოციტების შემცირების გამო (თრომბოციტოპენია)
- სისხლში თეთრი უჯრედების სიმცირე (ნეიტროპენია)
- იმუნიტეტის გაღიზიანებული პასუხი (ჰიპერმგრძნობელობა)
- სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). ეს მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
- ჰალუცინაციები, პარანოია, აზრების და ფიქრების ცვლილება (ფსიქოზური რეაქციები) სუიციდური ფიქრების ან მოქმედების რისკით
- დეპრესია, მენტალური პრობლემები, მოუსვენრობა (აგიტაცია), უჩვეულო სიზმრები ან ღამის კოშმარები
- ხელებსა და ტერფებში ჩხველტის შეგრძნება (პარესთეზია)
- სმენის პრობლემები (ტინიტუსი) ან მხედველობის (მხედველობის ბუნდოვანება)
- გულის უჩვეულოდ აჩქარებული ცემა (ტაქიკარდია) ან სისხლის დაბალი წნევა (ჰიპოტენზია)
- კუნთების სისუსტე. ეს მნიშვნელოვანია მიასთენიის დროს (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება).
- თირკმელების პრობლემები ან ხანდახან თირკმლის უკმარისობა ინტერსტიციული ნეფრიტის გამო.
- ცხელება
უცნობია (შეუძლებელია შეფასება არსებული მონაცემების გამო)
- სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია): კანი ფრმკრთალდება ან მოყვითლო ფერს იღებს სისხლის წითელი უჯრედების შემცირების გამო; სისხლის ყველა ტიპის უჯრედების რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია)
- ცხელება, ყელის ტკვილი და ზოგადად შეუძლოდ ყოფნა. რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს სისხლის თეთრი უჯრედების შემცირებით (აგრანულოციტოზი).
- სისხლის მიმოქცევის დაკარგვა (ანაფილაქტიკური შოკის მსგავსი)
- სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია ან სისხლში შაქრის დონის შემცირება, რაც იწვევს კომას (ჰიპოგლიკემიური კომა). ამის გათვალიწინება საჭიროა დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
- ყნოსვის ან გემოს შეგრძნების ცვლილება (პაროსმია, ანოსმია, აგეუზია)
- მოძრაობის და სიარულის პრობლემები (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული დარღვევები)
- ცნობიერების დროებითი დაკარგვა (სინკოპე)
- მხედველობის დროებითი დაკარგვა
- სმენის დაკარგვა ან დარღვევა
- გულის უჩვეულოდ სწრაფი რითმი, სიცოცხლისთვის საშიში გულის არარეგულარული რითმი, მათ შორის გულის შეტევა, გულის რითმის დარღვევა (ეწოდება QT ინტერვალის გახანგრძლივება, შეინიშნება ეკგ-ზე)
- სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი (ბრონქოსპაზმი)
- ფილტვის ალერგიული რეაქციები
- პანკრეატიტი
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
- კანის მომატებული მგრძნობელობა მზის და ულტრაიისფერი სხივების მიმართ (ფოტომგრძნობელობა)
- სისხლძარღვებოის ანთება (ვასკულიტი)
- პირის ღრუს ქსოვილების ანთება (სტომატიტი)
- კუნთების გაწყვეტა და კუნთების დაზიანება (რაბდომიოლიზი)
- სახსრების სიწითლე და შეშუპება (ართრიტი)
- ტკივილი, მათ შორის ზურგის, გულმკერდის და კიდურების
- პორფირიის შეტევები პორფირიის მქონე პირებში (ძალიან იშვიათი მეტაბოლუტი დაავადება)
- თავის ტკივილი მხედველობის ბუნდოვანებით ან მის გარეშე (ბენინგის თავის ქალის ჰიპერტენზია)
- ლევნიბიოტის შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატების გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგება. მსგავსი ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ლევნიბიოტი
- აქტიური ნივთიერებაა ლევოფლოქსაცინი. თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 250მგ ან 500მგ ლევოფლოქსაცინს ლევოფლოქსაცინის ნახევარჰიდრატის სახით.
- დამხმარე ნივთიერებებია მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კროსპოვიდონი (A ტიპის) და მაგნიუმის სტეარატი ტაბლეტის ბირთვში და ჰიპრომელოზა, ინდიგოკარმინი (E132), სანსეტ ყვითელი FCF (E110), მაკროგოლი 4000, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის წითელი ოქსიდი (E172) და რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) (მხოლოდ 500მგ) გარსში.
ლევნიბიოტის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
250მგ გარსით დაფარული ვარდისფერი, ოვალური ფორმის ტაბლეტები გამყოფი ხაზით და ზომებით 13.7მმx 6.7 მმ და სისქით 3.8მმ. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.
500მგ გარსით დაფარული ნარინჯისფერი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები გამყოფი ხაზით და ზომებით 19.3 მმx 7.8მმ და სისქით 5.0მმ. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ დოზებად.
250მგ და 500მგ გარსით დაფარული ტაბლეტები მოცემულია 1, 5, 7, 10 და 14 ტაბლეტიანი ბლისტერით მოთავსებული ყუთში.
შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში.