მაგნე B6 ლაიფი#30კაფს

მაგნე B6 ლაიფი#30კაფს

მაგნე B6 - ლაიფი კაფს. N30

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:   N30 კაფსულა
მაგნიუმის ლაქტატის დიჰიდრატი........................... 470 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ვიტ.B6 .................................................. 5 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც იმყოფება ორგანიზმის ყველა ქსოვილებში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.
მაგნიუმი მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს თამაშობს კუნთებში იონური ბალანსის შესანარჩუნებლად.
პირიდოქსინი (ვიტამინი B6) მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესებში, მათ შორის ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულაციაში. იგი აძლიერებს მაგნიუმის შეწოვის პროცესს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ამავე დროს მის შეღწევას უჯრედებში. 
მაგნიუმის შემცველობა შრატში:
- 12-დან 17 მგ/ლ-მდე (0.5-0.7 მმოლ/ლ) მაგნიუმის ზომიერი უკმარისობის ნათელი მაგალითია.
- 12 მგ/ლ-ზე ქვემოთ (0.5 მმოლ/ლ) მეტყველებს მაგნიუმის მძიმე დეფიციტზე.

ფარმაკოკინეტიკა
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ შეიწოვება პერორალურად მიღებული მაგნე B6-ლაიფის არაუმეტეს 50%. მაგნიუმის დანარჩენი 99% ორგანიზმში იმყოფება უჯრედების შიგნით.
უჯრედშიდა მაგნიუმის დაახლოებით 2/3 ნაწილდება ძვლის ქსოვილში, ხოლო დანარჩენი იმყოფება გლუვ და განივზოლიან კუნთოვან ქსოვილებში.
მიღებული მაგნიუმის არანაკლებ 1/3 ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად.

ჩვენებები

  • ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული დარღვევების პროფილაქტიკა, როგორიცაა:
  • ძილის დარღვევა;
  • მომატებული ნერვული აგზნებადობა;
  • გაფანტული სკლეროზი
  • სმენის დაქვეიტების პრევენცია
  • ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა;
  • კუნთების ტკივილი და სპაზმი;
  • ასთენია.
  • შაქრიანი დიაბეტი.
  • ფეხების დაბუჟება ორსულობის დროს
  • თირკმელ-კენჭოვანი დაავადებები
  • შაკიკი
  • სუსტი ძვლები (ოსტეოპოროზი)
  • შარდ სასქესო დაავადებები
  • მოუსვენარი ფეხი სინდრომი
  • თივის ცხელება (სარეველა მცენარეებით გამოწვეული ალერგიული რეაქცია)

დოზირების რეჟიმი
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ჭამის დროს.

მაქსიმალური დღიური რაოდენობა არაუმეტეს 6-8 კაფსულისა,

მაგნე B6 ლაიფის  მიღების დოზა და ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი. შესაძლებელია ალერგიული 
რეაქციები პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები
პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
თირკმელების მკვეთრად გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ ნაკლები), ფენილკეტონურია.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულებში პრეპარატის გამოყენება არ ხასიათდება ფეტოტოქსიკური მოქმედებით, ან განვითარების დეფექტების წარმოქმნით, თუმცა მისი გამოყენება ამ დროს  შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. 
მაგნიუმი გადადის დედის რძეში ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
საფაღარათო საშუალებების, ალკოჰოლის ხანგრძლივად გამოყენების, დაძაბული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს იზრდება მაგნიუმის მიმართ მოთხოვნილება, რასაც შესაძლებელია ორგანიზმში მოჰყვეს მაგნიუმის დეფიციტი. 
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ თირკმელების ფუნქციის ზომიერი უკმარისობის დროს, რადგან არსებობს ჰიპერმაგნიემიის განვითარების რისკი.
კალციუმის თანდართული დეფიციტის შემთხვევაში, საჭიროა მაგნიუმის დეფიციტის აღმოფხვრა კალციუმის პრეპარატების დამატებით მიღებამდე.
პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას სატანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე იმ პირებში, რომელთა მუშაობაც მოითხოვს ყურადღების  მაქსიმალურ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება
თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს მაგნიუმის გადაჭარბებული მიღება ჩვეულებრივ არ იწვევს ტოქსიკურ რეაქციებს, ხოლო თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში ვითარდება მაგნიუმით მოწამვლა. ტოქსიკური ეფექტები ძირითადად დამოკიდებულია შრატში მაგნიუმის შემცველობაზე.
სიმპტომები: არტერიული წნევის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დეპრესია, რეფლექსების შენელება, ცვლილებები ელექტროკარდიოგრაფიული სურათის მხრივ, სუნთქვის დათრგუნვა, კომა, გულის გაჩერება და სუნთქვის დამბლა, ანურიული სინდრომი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მაგნე B6-ლაიფის კომბინაცია ფოსფატების შემცველ პრეპარატებთან, ან კალციუმის მარილებთან, მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ მაგნიუმის შეწოვის პროცესს. 
მაგნიუმი ამცირებს რკინის შეწოვის პროცესს.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისობის ვადა:  3 წელი.

მწარმოებელი: Life On Healthcare Ltd. - დიდი ბრიტანეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შ.პ.ს ვიტ ჯორჯია ფარმი