მაგნეროტი 500მგ #50ტ

მაგნეროტი 500მგ #50ტ
მაგნეროტი
Magnerot
 
 
საერთაშორისო დასახელება - magnium orotat dihydrat

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები; ორგანიზმში მაგნიუმის შემავსებელი პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
500 მგ ტაბლეტი #20
500 მგ ტაბლეტი #50

1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური მოქმედი ნივთიერება: მაგნიუმის ოროტატის დიჰიდრატი 500 მგ (მაგნიუმი-32.8 მგ),
დამხმარე ნივთიერებები: აეროსილი, ნატრიუმის კარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, პოვიდონ K 30, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის ციკლომატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
აღწერა:
თეთრი ფერის ტაბლეტები, ცალ მხარეზე ნაზოლითა და ჭდით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მაგნიუმის პრეპარატი. მაგნიუმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს. აუცლიებელია მრავალი ენერგეტიკული პროცესისათვის, მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესებში. მაგნიუმი მონაწილეობს ნერვულ-კუნთოვანი აგზნებადობის პროცესებში, ნერვულ-კუნთოვანი გამტარობის დაქვეითებით. განსაკუთრებით საინტერესოა მაგნიუმი, როგორც ბუნებრივი კალციუმის ფიზიოლოგიური ანტაგონისტი. მაგნიუმი აკონტროლებს მიოკარდიუმის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას; მონაწილეობს მიოკარდიუმის კუმშვადობის ფუნქციაში. სტრესულ სიტუაციაში თავისუფალი იონიზირებული მაგნიუმი მოჭარბებული რაოდენობით გამოიყოფა, აქედან გამომდინარე მაგნიუმის დამატებითი რაოდენობა ხელს უწყობს სტრესისადმი რეზისტენტობის მომატებას.
მაგნეროტის შემადგენლობაში შედის ოროტის მჟავა, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების ზრდას, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. გარდა ამისა, ოროტის მჟავა აუცილებელია უჯრედის ატფ-ში მაგნიუმის ფიქსაციისათვის და მისი მოქმედების გამოვლენისათვის.

ჩვენებები
გამოიყენება კომპლექსური მკურნალობისას მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის ქრონიკული უკმარისობის, მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეული არითმიის, სპასტიური მდგომარეობის (მათ შორის ანგიოსპაზმის), ათეროსკლეროზის, დისლიპიდემიის პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესები და დოზები

ტაბლეტები მიიღება შიგნით, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთდ.
ინიშნება 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში; შემდეგ – 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ყოველდღიურად. კურსის ხანგრძლივობაა არა ნაკლებ 4-6 კვირა. განმეორებითი კურსის ჩატარება დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. კანჭის ტყუპი კუნთის კრუნჩხვების დროს რეკომენდებულია საღამოს 2-3 ტაბლეტი.

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის სისტემა: კუჭ-ნაწლავის აშლილობა და დიარეა (მაღალი დოზების მიღებისას), რაც ჩვეულებრივ გაივლის თავისით პრეპარატის დოზის შემცირებით; ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, შარდკენჭოვანი დაავადება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ასციტით მიმდინარე ღვიძლის ციროზი, 18 წლამდე ასაკი (არ არის დადგენილი ეფექტურობა და უსაფრთხოება).

ორსულობა და ლაქტაცია

შესაძლებელია პრეპარატის დანიშნულებისამებრ მიღება ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან ამ პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება მაგნიუმზე მოთხოვნილება. მაგნიუმის არაბალანსირებულმა შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მათ შორის ფეხმძიმობის შეწყვეტაც.

განსაკუთრებული მითითებები

მაგნეროტის მიღება დასაშვებია ხანგრძლივად. უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტი შესაძლოა გამოწვეული იყოს კუჭ-ნაწლავის სიტემის დაავადებებით; მაგნიუმის დაბალი შემცველობის საკვების მიღებით; ქრონიკული ალკოჰოლიზმით (თირკმლის სადინრებში მაგნიუმის რეზორბციის შემცირების და ორგანიზმიდან მაგნიუმის გამოყოფის გაძლიერების გამო); ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღებით (პერორული კონტრაცეპტივები, დიურეტიკები, მიორელაქსანტები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ინსულინი); მაგნიუმზე მომატებული მოთხოვნის მდგომარეობები (ჰიპოდინამია, სტრესი, ფეხმძიმობა).

ჭარბი დოზირება

შესაძლებელია აღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
მკურნალობა სიმპტომატურია.

შენახვის პირობები და ვადები

არა უმეტეს + 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ვიორვაგ ფარმა გმბხ და კო. კგ

გერმანია