მაკროპენი 400მგ
Macropen
საერთაშორისო (არაპატენტირებული) დასახელება
მიდეკამიცინი, მიოკამიცინი
მედიკამენტის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები, პერორალურად მისაღები სუსპენზიის დასამზადებელი გრანულები
შემადგენლობა
ერთი შემოგარსული ტაბელტი შეიცავს 400 მგ მიდეკამიცინს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალიუმის პოლაკრილინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, მეტაკრილის მჟავის სოპოლიმერი, ტიტანდიოქსიდი.
პერარალურად მისაღები სუსპენზიის 5 მლ (1 საზომი კოვზი) შეიცავს 175 მგ მიოკამიცინს (მიდეკამიცინის აცეტატს).
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის საქარიდი, მანიტოლი, დისპერდიული ყვითელი საღებანი E 110, ლომონის მჟავა, ჰიპრომელოზა, ფოსფატის დინატრიუმი (გაუწყლოებული), ბანანის სურნელი, სილიკონი.
აღწერილობა
ტაბლეტები: მრგვალი, თეთრი გარსით დაფარული, ოდნავ ორმხრივამობურცული ტაბლეტები, ნაზოლით ერთ მხარეს და დამრეცი კიდეებით.
პერორალურად მისაღები სუსპენზიის დასამზადებელი გრანულები: ნარინჯისფერი წვრილი გრანულები ბანანის მსუბუქი სუნით, ტკბილი გემოთი.
დამზადებულ სუსპენზიას აქვს ნარინჯისფერი ფერი და ბანანის სუნი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბიოტიკი, მაკროლიდი. კოდი ATX (JO1FAO3)
ფარმაკოლოგიური მოქმედება
მაკროპენი - მაკროლიდური ანტიბიოტიკია, რომელიც ახდენს ბაქტერიული უჯრედების ცილების სინთეზის ინჰიბირებას, მცირე დოზებით აქვს ბაქტერიოსტატიკური მოქმედება, დიდი დოზებით – ბაქტერიციდული. შექცევადად მოქმედებს ბაქტერიების რიბოსომული მემბრანის 50S-სთან. იგი ეფექტურია უჯრედშიდა მიკროორგანიზმების მიმართ: Mycoplasma spp., Chlamydia spp., Legionella spp., Ureaplasma urealyticum; გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ:Streptococcus spp; Staphilococcus spp; Corynebacterium diphteriae, Listeria mooncytogenes, Erysipelothrix, Clostridium spp; და ზოგიერთ გრამუარყოფით ბაქტერიის მიმართ: Neisseria spp; Moraxella catarrhalis, Bordetella pertussis,Helicobacter spp, Campilobacter spp; Bacteroides spp. პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად და საკმაოდ კარგად ადსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მიდეკამიცინის და მიოკამიცინის მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში შეადგენს 0,5-2,5 მგ/ლ და 1,31-3,3 მგ/ლ შესაბამისად და პეროპალური მიღების შემდეგ მიიღწევა 1-2 საათში.
მიდეკამიცინის და მიოკამიცინის (მიდეკამიცინის აცეტატის) მაღალი კონცენტრაცია იქმნება შინაგან ორგანოებში (განსაკუთრებით ფილტვის, ყბაყურა და ყბისქვეშა ჯირკვლების ქსოვილში) და კანში. მაქსიმალური კონცენტრაცია რჩება 6 სთ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათი. პრეპარატი მეტაბოლიზირდება ღვიძლში და ქმნის ორ აქტიურ მეტაბოლიტს, რომელთაც აქვს ანტიმიკრობული მოქმედება. გამოიყოფა ნაღვლით მცირე რაოდენობით (დაახ. 5%) და შარდით.
ჩვენებები
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლების მიზეზია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიები: სასუნთქი სისტემის, შარ-სასქესო სისტემის ინფექციები გამოწვეული მიკოპლაზმებით, ლეგიონელებით, ქლამიდიებით და Ureaplasma urealyticum; სასუნთქი სისტემის, კანის და კანქვეშა ქსოვილის ინფექციები გამოწვეული პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით; პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში; Campilobacter-ის მიერ გამოწვეული ენტერიტების სამკურნალოდ. დიფეტრიის და ყივანახველას სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.
უკუჩვენებები
მიდეკამიცინის/მიოკამიცინის და პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა; თირკმლის მძიმე უკმარისობა.
სიფრთხილით ინიშნება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
მიღების წესი და დოზები
მაკროპენი მიიღება ჭამის წინ.
მოზრდილები და 30 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები: 400 მგ-იანი ერთი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა მოზრდილებისთვის შეადგენს 1600 მგ-ს.
30 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები: დღიური დოზა შეადგენს 20-40 მგ/კგ სხეულის წონა, გაყოფილი სამ მიღებაზე ან 50 მგ/კგ სხეული წონაზე ორ მიღებაზე გაყოფილი, მძიმე ინფექციების დროს 50 მგ/კგ სხეულის წონაზე სამ მიღებაზე.
ბავშვებში დანიშნულების სქემა (დღიური დოზა 50 მგ/კგ სხეულის წონაზე):
ბავშვები | სუსპენზია 175 მგ/5მლ |
30 კგ-მდე (∼10 წელი) | 2X22,5 მლ(787,5 მგ) |
20 კგ-მდე (∼6 წელი) | 2X15 მლ(525 მგ) |
15 კგ-მდე (∼4 წელი) | 2X10 მლ(350 მგ) |
10 კგ-მდე (∼1-2 წელი) | 2X7,5 მლ(262,5 მგ) |
5 კგ-მდე (∼2 თვე) | 2X3,75 მლ(131,5 მგ) |
მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 7-დან 14 დღემდე. ქლამიდიური ინფექციების მკურნალობა გრძელდება 14 დღე.
სუსპენზიის მომზადება:
ბოთლის შიგთავსს ემატება 100 მლ გაწმენდილი (ადუღებული ან დისტილირებული წყალი) და კარგად შეინჯრევა.
მაცივარში შენახვის პირობებში სუსუპენზია ვარგისიანია 14 დღე. მოხმარების წინ საჭიროა მზა სუსპენზიის შენჯღრევა.
გვერდითი ეფექტები:
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაქვეითება, სტამატიტი, გულისრევა, ღებინება და დიარეა. იშვიათად: სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმში, სისუსტე. იშვიათად შეიმჩნევა მძიმე და ხანგრძლივი დიარეა, რაც სავარაუდოდ მიუთითებს ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარებაზე. შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ეოზინოფილია, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტოვობის მატება და სიყვითლე. თუ პაციენტმა შეამჩნია ან ეჭვი აქვს გვერდითი ეფექტის განვითარებაზე, მან უნდა შეატყობინოს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზირება
მაკროპენით გამოწვეული სერიოზული ინტოქსიკაციის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ჭარბი დოზის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს გულისრევა და ღებინება. ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ერგოალკალოიდების ან კარბამაზეპინის და მაკროპენის ერთდროულად მიღება ამცირებს მათ მეტაბოლიზმს ღვიძლიში და იზრდება მათი კონცენრაცია შრატში. ამიტომ ამ მედიკემანტების ერთდროული მიღება არ არის რეკომენდირებული.
ციკლოსპორინთან და ვარფარინთან ერთად მისი მიღება ამცირებს მათ გამოყოფის დროს.
განსაკუთრებული მითითებები
ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია ღვიძლის ფერმენტების აქტივობის კონტროლი, განსაკუთრებით ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
ისევე როგორც ყველა დანარჩები ანტიმიკრობული პრეპარატის მიღებისას ხანგრძლივი თერაპია შეიძლება თანდართული იყოს მდგრადი ბაქტერიების ზრდით. ხანგრძლივი დიარეა შეიძლება მიუთითებდეს ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარებაზე.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისას ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის პოტენციური სარგებელი აჭარბობს ნაყოფის რისკს.
ლაქტაციის დროს მაკროპენით მკურნალობის პერიოდში ბავშვის კვება წყდება, ვინაიდან მედიკამნტი გადადის ლაქტატში.
გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე
ფსიქოფიზიოლოგიურ რეაქციაზე მაკროპენის გავლენა დადასტურებული არ არის.
გამოშვების ფორმა
400 მგ-იანი 16 შემოგარსული ტაბლეტი (ბლისტერზე 8 ტაბლეტი), 2 ბლისტერი მუყაოს ყუთში.
115 მლ-იან ფლაკონებში 175მგ/5მლ პერორალურად მისაღები ´სუსპენზიის დასამზადებელი გრანულები. 1 ფლაკონი საზომი კოვზით, მუყაოს ყუთში.
შენახვის პირობები
ტაბლეტები ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერეტურაზე.
პერორალურად მისაღები ´სუსპენზიის დასამზადებელი გრანულები ინახება არაუმეტეს 250C ტემპერეტურაზე. მაცივარში შენახვის პირობებში მზა სუსპენზია ვარგისიანია 14 დღე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მოშორებულ ადგილას.
შენახვის ვადა
3 წელი
არ გამოიყენება შეკვრაზე აღნიშნული თარიღის გასვლის შემდეგ.
გაცემის ფორმა
რეცეპტით.
მწარმებელი
კრკა, ნოვო მესტო, სლოვენია MEIJI SEIKA, ტოკოი, იაპონიის მიერ მოწოდებული აქტიური სუბსტანციიდან.