მედიფონი #30 საწუწნი ტაბ.

მედიფონი
(MEDIFON)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ადგილობრივი ანტისეპტიკური და ანალგეზიური საშუალება

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
თიროტრიცინი _ 1მგ;
ბენზოკაინი _ 2 მგ;
დეკვალინის ქლორიდი _ 0.20 მგ;
ვიტამინი C _ 50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:
მენთოლი, საქაროზა, საღეჭი კარაია, პოლივინილპიროლიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, საღებავი, ფორთოხლის ესენცია სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
თიროტრიცინისა და დეკვალინის ქლორიდის კომბინირებული მოქმედების წყალობით მედიფონს ახასიათებს ძლიერი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. ანტისეპტიკურ მოქმედებასთან ერთად მედიფონის საწუწნ ტაბლეტებს, ბენზოკაინის შემცველობის გამო, გააჩნიათ ლოკალური ხასიათის ანალგეზიური ეფექტი. ვიტამინი C ახდენს იმუნური სისტემის სტიმულაციას, ამცირებს გაცივების სიმპტომებს.

ჩვენებები:
- მწვავე და ქრონიკული ფარინგიტები;
- ტონზილიტი;
- გინგივიტი;
- პერიდონტული ინფექციები;
- სტომატიტი.

გამოყენების წესი და დოზირება:
ტაბლეტი უნდა გაიწუწნოს ნელა. 2 ტაბლეტი 2 საათში ერთხელ.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:
მედიფონის საწუწნი ტაბლეტები ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მედიფონის არგამოყენების მიზეზები არ არის გამოვლენილი.

გამოშვების ფორმა:
მედიფონი საწუწნი ტაბლეტები №30 ბლისტერ შეფუთვით.

მწარმოებელი:
LABORATORIO MEDINFAR – PRODUTOS FARMACEUTICOS, S.A.
Rua Manuel Riberio de Pavia, 1-1
Venda Nova – 2700 Amadora.