მელატონინი ლაროფარმი / Melatonin Laropharm
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Laropharm Pharmaceutical Industry
- მწარმოებელი ქვეყანა: რუმინეთი
- გამოშვების ფორმა: 3 მგ კაფსულა№30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს 3 მგ მელატონინს - აქტიური ნივთიერება.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონიჰიდრატი, ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
- წარმოადგენს ეპიფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონის ანალოგს.
- პრეპარატი არის საძილე საშუალება ადაპტოგენური მოქმედებით, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, ამცირებს ჩაძინების დროს
- აწესრიგებს ორგანიზმის ბიორითმს: დროის სარტყელის ცვლილების აღქმას. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება
ჩვენება:
მელატონინი ლაროფარმი მიიღება პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის შემდეგ შემთხვევებში:
- უძილობა, ძილის რითმის დარღვევა
- ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა
- საათობრივი სარტყელის ცვლილებისას განვითარებული დისკომფორტი
- ცვლებში მომუშავე პირებში ძილის დარღვევა
მიღების წესი და დოზირება:
მელატონინი ლაროფარმი მიიღება მოზრდილებში
პროფილაქტიკისთვის: 1/3 – 1/2 ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე
სამკურნალოდ: 1-2 ტაბლეტი დაძინებმდე 30-40 წუთით ადრე
ეფექტი მიიღწევა მგზავრობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მიღება გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი
ჩივილები: თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის მხრივ დისკომფორტი.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპრატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ორსულობა, ლაქტაცია, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.
ორსულობია და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:
მელატონინით მკურნალობის პერიოდში პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ასპირინთან (აცეტილსალიცილის მჟავა), ბეტა-ბლოკატორებთან პრეპარატის ერთდროულმა მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმში მელატონინის დონის შემცირება.
სედატიურ ანტიდეპრესანტებთან, ტრანკვილიზატორებთან და სხვა დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ადგილი ქონდეს სასურველი ეფექტის დაქვეითებას.
ჭარბი დოზირება:
არ არის დაფიქსირებული.
სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები:
პირებმა, რომელთაც აქვთ დეპრესია, ეპილეფსია, ლეიკემია, ჰორმონული დარღვევები და აუტოიმუნური პათოლოგიები, მელატონინის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
ქალებმა უნდა შეწყვიტონ მელატონინის მიღება ორსულობის დაგეგმვამდე 1-2 თვით ადრე.
შენახვის პირობები:
გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +25⁰C- მდე ტემპერატურის პირობებში.
ვარგისანობის ვადა:
3 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.
გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ.