მელაზი 3მგ #30ტ

მელაზი 3მგ #30ტ


სავაჭრო სახელწოდება: მელაზი / Melaz
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): melatonin;
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგ: ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები → სხვადასხვა ქიმიური შენების ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები
მწარმოებელი ფირმა Nature’s Bounty
მწარმოებელი ქვეყანა აშშ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)


1 ტაბლეტის შემადგენლობა
მელატონინი 3 მგ.
კლინიკურ–­ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საძილე საშუალება,ადაპტოგენი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ციკლს. აჩქარებს ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძების სიხშირეს,გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას, ამცირებს სტრესულ რეაქციებს, ორგანიზმი ადვილად ეგუება საათობრივი ზონების სწრაფ ცვლილებებს.
ჩვენება
ძილის დარღვევა
მიღების წესი და დოზირება
1 ტაბლეტი დღეში ერთჯერ დაძინებამდე 30–­40 წუთით ადრე.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ორი თვე (შუალედში ერთკვირიანი შესვენება).
გაფრთხილება
მკურნალობის პერიოდში თავი აარიდეთ სატრანსპორტო საშუალების მართვას ან სამუშაოს, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას, სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას. პრეპარატის გამოყენებისას არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება. არ გამოიყენება ბავშვებში 18 წლამდე. პრეპარატის მიღებამდე
გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია, თუ ხართ ორსული, მეძუძური, ან იღებთ სხვა პრეპარატებს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის
მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ, თუ ლუქის მთლიანობა სახურავის ქვეშ დარღვეულია.