შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს:
გამა-ამინოერბოს მჟავა .................... 250 მგ.
გლიცინი ...................................................... 100 მგ.
გინკო ბილობა .......................................... 40 მგ.
ინოზიტოლი ................................................ 40 მგ.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) ............... 5 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები: გამა-ამინოერბოს მჟავა (გაემ) მიეკუთვნება ცენტრალური ნერვული სისტემის მთავარ შემაკავებელ ნეირომედიატორს. ის მონაწილეობს ნეირომედიატორულ და მეტაბოლურ პროცესებში. აუმჯობესებს თავის ტვინში მიმდინარე ნერვული პროცესების დინამიკას, ზრდის აზროვნების პროდუქტიულობას, აუმჯობესებს მეხსიერებას. აქვს ზომიერი ფსიქომასტიმულირებელი, ანტიჰიპოქსიური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო თვისებები. გლიცინი ამინომჟავაა, რომელიც მიეკუთვნება შემაკავებელი ტიპის ნეირომედიატორებს. გლიცინი ამცირებს ფსიქოემოციურ დაძაბულობას, გაღიზიანებადობას, ზრდის გონებრივ შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს ძილს. გლიცინს აქვს ზომიერად გამოხატული კრუნჩხვის საწინააღმდეგო თვისებები. გინკო ბილობა მცენარეული წარმოშობის ნივთიერებაა. იგი ხელს უშლის უჯრედის მემბრანის ლიპიდების ზეჟანგურ დაჟანგვას და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას. ინოზიტოლი, ანუ ვიტამინი B8 ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას. ასტიმულირებს ცილების სინთეზს, ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას. ვიტამინი B6, ანუ პირიდოქსინი მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, აუმჯობესებს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: მემოსტაბილი®
ააქტიურებს თავის ტვინში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს. აუმჯობესებს გლუკოზის უტილიზაციას, ზრდის ქსოვილების სუნთქვით აქტიურობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. აუმჯობესებს მეხსიერებას, აზროვნებას, აქვს მსუბუქი ფსიქომასტიმულირებელი თვისებები. მემოსტაბილი® აუმჯობესებს ფიზიკურ განვითარებას, ანორმალიზებს ზრდის ჰორმონებს, ასტიმულირებს კუნთოვანი ქსოვილის განვითარებას. მემოსტაბილს® აქვს დამამშვიდებელი თვისებები. აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს შფოთვას და შიშს, ხსნის დაძაბულობას.
ჩვენებები:
- ბავშვის გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა და ფსიქიური აქტივობის დაქვეითება;
- ქალა-ტვინის ტრავმისა და სამშობიარო ტრავმის შემდგომი პერიოდი;
- ბავშვთა ცერებრული დამბლა; - მეხსიერების დაქვეითება, დემენცია;
- თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
- თავის ტვინში სისხლისმიმოქცევის დარღვევის შემდგომი პერიოდი;
- თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა (ყურადღების დაქვეითება, მეხსიერების დაქვეითება, მეტყველების გაძნელება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი);
- ალკოჰოლური ენცეფალოპათია; ალკოჰოლური პოლინეიროპათია;
- სტრესი, შფოთვა, უძილობა
დოზირება და მიღების წესი:
ბავშვებში 3-დან 12 წლამდე: 1 კაფსულა 1–ჯერ დღეში; 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში: 1 კაფსულა 2–ჯერ დღეში; მიიღება კვებებს შორის შუალედში. ძილის დარღვევის შემთხვევაში რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის მიღება საღამოს, დაძინებამდე 2 საათით ადრე.
უკუჩვენება: *ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; *ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; *არ ინიშნება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში; *არაა რეკომენდებული ვარფარინთან და ანტიდეპრესანტებთან კომბინაცია;
შენახვის წესი: პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა: კაფსულები №60
მწარმოებელი: Honor Ilac Sanayi Ticaret Ltd.Şti. Ankara/Turkiye
საკვები დანამატი.
გაიცემა რეცეპტის გარეშე.