მილდრონატი 250მგ #60კაფს

მილდრონატი 250მგ #60კაფს
მილდრონატი
Милдронат
250 მგ კაფსულები
Meldonium


პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: მილდრონატი®

პრეპარატის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მელდონიუმი

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 250 მგ ან 500 მგ მელდონიუმს.
დამხმარე ნივთიერებები: მშრალი კარტოფილის სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, კალციუმის სტეარატი;  
კაფსულა (კორპუსი და სახურავი): ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი.                   

სამკურნალწამლო ფორმა: კაფსულები.

აღწერილობა: თეთრი ფერის მყარი ჟელატინის კაფსულები. კაფსულების შიგთავსი-თეთრი ფერის კრისტალური ფხვნილი სუსტი სუნით. ფხვნილი ჰიგროსკოპურია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მეტაბოლური საშუალება. АТХ კოდი: C01EB

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა     
მილდრონატი (მელდონი) _ სტრუქტურული ანალოგია გამა-ბუთირობეტაინისა, ნივთიერებისა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედშია წარმოდგენილი.
მომატებული დატვირთვის პირობებში მელდონი აღადგენს წონასწორობას ჟანგბადის მიწოდებასა და უჯრედების ჟანგბადზე მოთხოვნილებას შორის, ხელს უშლის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას, იცავს რა მათ დაზიანებისაგან; ასევე ახდენს მატონიზებელ გავლენას. მისი გამოყენების შედეგად ორგანიზმი იძენს დატვირთვის ატანისა და ენერგეტიკული რეზერვების სწრაფი აღდგენის უნარს. ამ თვისებების წყალობით მილდრონატს იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ტვინის სისხლმომარაგების სხვადასხვა დარღვევებისას და ასევე ფიზიკური და გონებრივი მუშაობის უნარის ასამაღლებლად. კარნიტინის კონცენტრაციის შემცირების შედეგად გაძლიერებით სინთეზირდება გამა-ბუტირობეტაინი, რომელსაც ვაზოდილატაციური თვისებები გააჩნია. მწვავე იშემიური დაზიანების შემთხვევაში მილდრონატი ანელებს ნეკროზული ზონის წარმოქმნას, ამოკლებს რეაბილიტაციის პერიოდს. გულის უკმარისობისას ზრდის მიოკარდიუმის კუმშვადობას, ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ, ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს. ტვინის სისხლმომარაგების მწვავე და ქრონიკული დარღვევებისას აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას იშემიის ზონაში, ხელს უწყობს სისხლის გადანაწილებას იშემიური უბნის სასარგებლოდ. ეფექტურია თვალის ფსკერის ვასკულური და დისტროფიული პათოლოგიისას. პრეპარატი ასწორებს ნერვული სისტემის ფუნქციურ დარღვევებს ქრონიკული ალკოჰოლიზმით ავადმყოფებში აბსტინენციის სინდრომისას. არეგულირებს უჯრედულ იმუნიტეტს.

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით  მიღებისას პრეპარატი სწრაფად შეიწოვება, ბიოშეღწევადობა- 78%. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათში შიგნით მიღებისას. ორგანიზმში მეტაბოლიზირდება ძირითადათ ღვიძლში, ორი ძირითადი მეტაბოლიტის ფორმირებით, რომლებიც გამოიყოფა თირკმელებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2)  შიგნით მიღებისას დამოკიდებულია დოზაზე და შეადგენს 3-6 საათს.

ჩვენებები:
•   გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობა (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობა და დისჰორმონალური კარდიომიოპათია, ასევე ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების კომპლექსურ თერაპიაში (ტვინის ინსულტები და ცერებროვასკულური უკმარისობა).
•    ჰემოფთალმი და სხვადასხვა ეტიოლოგიის მქონე სისხლჩაქცევები ბადურაში, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი ტოტების თრომბოზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიები (დიაბეტური, ჰიპერტონიული).
•    დაქვეითებული შრომისუნარიანობა; ფიზიკური გადაძაბვა, მათ შორის, სპორტსმენებში.
•    აბსტინენციის სინდრომი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში).
•    ბრონქული ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).

უკუჩვენებები
•    მილდრონატის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
•    ქალასშიდა წნევის მომატება (ვენური უკუდენის დარღვევებისას, ქალასშიდა სიმსივნეებისას).

დოზირება და გამოყენების ხერხი

ამგზნები ეფექტის შესაძლო გამოვლინების გამო რეკომენდირებულია, მიღებული იქნას დღის პირველი ნახევარში.
1. გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი.
კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში - 0,5 – 1,0 გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი  _ 4-6 კვირა.
კარდიალგია მიოკარდიუმის დისჰორმონალური დისტროფიის ფონზე _ შიგნით, 0,5 გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი _ 12 დღე.
2. თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლა.
მწვავე ფაზა _ იყენებენ პერპარატის საინექციო სამკურნალწამლო ფორმას 10 დღის განმავლობაში, შემდგომში პერორალურ მიღებაზე გადასვლით _ 0,5 - 1,0  გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით.
მკურნალობის კურსი- 4-6 კვირა ქრონიკული დარღვევები _ 0,5 დღეში პერორალურად, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის საერთო კურსი _ 4-6 კვირა.
განმეორებითი კურსების ჩატარება (ჩვეულებრივ, 2-3-ჯერ წელიწადში) დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
3. სისხლძარღვოვანი პათოლოგია და ბადურის დისტროფიული დაავადებები. იყენებენ პრეპარატის საინექციო სამკურნალწამლო ფორმას.
4. გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვები, მათ შორის, სპორტსმენებში. მოზრდილებს _ 0,25 გ პერორალურად 4-ჯერ დღეში ან 0,5 გ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი _ 10-14 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ.
სპორტსმენებს _ 0,5 – 1,0 გ პერორალურად 2-ჯერ დღეში ვარჯიშის წინ.   
კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ პერიოდში - 14-21 დღე, შეჯიბრებების პერიოდში _ 10-14 დღე.  
5. ქრონიკული ალკოჰოლიზმი.
პერორალურად 0,5 გ 4-ჯერ დღეში; მკურნალობის კურსი - 7-10 დღე.
6. ბრონქული ასთმა.
0,25 გ პერორალურად ყოველდღე სამი კვირის განმავლობაში.    
ბრონქოლიზური საშუალებებთან კომბინაციაში.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად _ ალერგიული რეაქციები (გაწითლება, გამონაყარი, ქავილი, შეშუპება), ასევე დისპეფსიური მოვლენები, ტაქიკარდია, არტერიული წნევის შეცვლა, აგზნება.

სიფრთხილე
ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას უნდა დაიცვან სიფრთხილე.
არაა საკმარისი მონაცემები მილდრონატის გამოყენების შესახებ ბავშვებში.
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისა და არასტაბილური სტენოკარდიის მკურნალობის გამოცდილება აჩვენებს, რომ მილდრონატი არ წარმოადგენს პირველი რიგის პრეპარატს მწვავე კორონარული სინდრომის დროს.
    
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის დამტკიცებული ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება. იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ ნაყოფზე შესაძლო არაკეთილსასურველ გავლენას, მას არ ნიშნავენ ორსულობის დროს.
არაა გამორკვეული, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. თუ მილდრონატით მკურნალობა აუცილებელია დედისათვის, მაშინ ბავშვის დედის რძეთი კვებას წყვეტენ.

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების მომსახურების უნარზე ზეგავლენა
არაა მონაცემები მილდრონატის არაკეთილსასურველი გავლენის შესახებ რეაქციის სიჩქარეზე.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
აძლიერებს კორონაროგამაფართოებელი საშუალებების მოქმედებას, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, საგულე გლიკოზიდების მოქმედებას. დასაშვებია კომბინაცია ანტიანგინალურ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმიულ, დიურეზულ, ბრონქოლიზურ  საშუალებებთან. ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, უნდა დავიცვათ სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენომაბლოკირებელ, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინაციის დროს.  

ჭარბი დოზირება.
მილდრონატის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის ცნობილი. პრეპარატი მცირედტოქსიურია და არ იწვევს პაციენტის ჯანმრთელობისათვის საშიშ გვერდით მოვლენებს.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა.
4 წელი.
არ გამოიყენოთ მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის ფორმა.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გაიცემა რეცეპტით

შეფუთვა.
250 მგ-იანი კაფსულები: 10 კაფსულა ბლისტერში. 4 ბლისტერი კოლოფში.
500 მგ-იანი კაფსულები: 10 კაფსულა ბლისტერში. 2 ან 6 ბლისტერი კოლოფში

მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი.
ს.ს. « Grindeks» (გრინდექსი);
კრუსტპილსის ქ. # 53, რიგა, LV-1057, ლატვია
ტელეფონი: +371 67083205
ფაქსი: +371 67083505
ელ.ფოსტა: [email protected]