მონტივინი™-კიდი
MONTIWIN™-KID
შემადგენლობა:
ყოველი 5მლ შეიცავს: ნატრიუმის მონტელუკასტი L.P
მონტელუკასტის ექვივალენტური - 4მგ
ლევოცეტირიზინი HCL L.P 2.5მგ
ფარმაკოლოგია
ფარმაკოდინამიკა
ალერგიული რინიტი და ასთმა ხშირი დაავადებებია, რომლებიც აწუხებს დასავლეთის ქვეყნების პოპულაციის დიდ ნაწილს. არსებობს ალერგიული რინიტის და ასთმის მკურნალობის ბევრი ვარიანტი და რეკომენდებულია თანმიმდევრობითი თერაპია. მონტელუკასტი არის ცისტეინილ ლეიკოტრიენული რეცეპტორის ანტაგონისტი, რომელიც ეფექტურია ალერგიული რინიტის და ასთმის სამკურნალოდ. ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი არის ცეტირიზინის აქტიური მარცხნივმბრუნავი ენანთიომერის დიჰიდროქლორიდის მარილის ფორმა; მესამე თაობის, არასედაციური, H1 ჰისტამინური რეცეპტორის სელექციური ანტაგონისტი, ანტიჰისტამინური, ანტიანთებითი, ძლიერი ანტიანგიოგენური ეფექტით. ლევოცეტირიზნი კონკურირებს ენდოგენურ ჰისტამინთან H1 რეცეპტორის პერიფერიულ ადგილებთან დაკავშირებისთვის ეფექტორი უჯრედის ზედაპირზე.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
2-5 წლის პედიატრიულ პაციენტებში 4მგ დოზისთვის, უზმოზე მიღების შემთხვევაში საშუალო Cmax მიიღწევა 2 საათში.
ლევოცეტირიზინი სწრაფად და სრულად შეიწოვება ორალური მიღების შემდეგ. მოზრდილებში პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა მიღებიდან 0.9 საათის შემდეგ. აკუმულაციის წილი ყოველდღიური ორალური მიღების შემდეგ არის 1.12, მყარი მდგომარეობა მიიღწევა 2 დღეში. კონცენტრაციის პიკი ტიპიურად შეადგენს 270ნგ/მლ-ს და 308ნგ/მლ-ს ერთჯერადი და დღეში 5მგ-ს განმეორებითი მიღებისას.
განაწილება
მონტელუკასტის 99%-ზე მეტი დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან. განაწილების სტაციონარული მოცულობა შეადგენს 8-11 ლიტრს. ვირთაგვებზე კვლევა რადიოქატიურად ნიშნული მონტელუკასტით, აჩვენებს მინიმალურ განაწილებას ჰემატოენცეფალურ ბარიერში. ამის გარდა რადიოაქტიურად ნიშნული მასალის კონცენტრაციები 24 საათის განმავლობაში იყო მინიმალური ყველა სხვა ქსოვილისთვის.
მეტაბოლიზმი
მონტელუკასტი ექსენსიურად მეტაბოლიზდება. თერაპიული დოზების კვლევაში მონტელუკასტის მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები წონასწორულ მდგომარეობაში, მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში აღმოჩენილი არ არის
ადამიანში ლევოცეტირიზინის მეტაბოლიზმის მასშტაბი დოზის 14%-ზე ნაკლებია და აქედან გამომდინარე უმნიშვნელოა განსხვავება, რომელიც მოსალოდნელია გენეტიკური პოლიმორფიზმის ან ღვიძლის ენზიმების ინჰიბიტორი პრეპარატის მიღებით.
ელიმინაცია
მონტელუკასტის პლაზმური კლირენსი ჯანმრთელ მოზარდებში, საშუალოდ შეადგენს 45მლ/წთ-ს. რადიოაქტიურად ნიშნული მონტელუკასტის დოზის მიღების შემდეგ, რადიოაქტივობის 86% გამოიყო 5-დღიან ფეკალურ ნიმუშებში და <2% შარში. მონტელუკასტის ორალური ბიოშეღწევადობა მიუთითებს, რომ მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა თითქმის მთლიანდ ნაღველით.
რამდენიმე კვლევაში ჯანმრთელ ზრდასრულებში, მონტელუკასტის საშუალო ნახევარფგამოყოფის პერიოდი მერყეობს 2.7-5.5 საათამდე. მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკა თითქმის ხაზოვანია 50მგ დოზებამდე. მონტელუკასტი 10მგ დღეში ერთხელ დოზირებისას, საწყისი პრეპარატის სისხლის პლაზმაში კუმულაცია (14%) თითქმის არ შეიმჩნევა
ჩვენება:
კომბინაცია ნაჩვენებია ალერგიული რინიტის სიმპტომების მოხსნისთვის (სეზონური ან მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე), აგრეთვე სეზონური ალერგიული რინიტის პროფილაქტიკის და ასთმის და ალერგიული რინიტის სამკურნალოდ 2-5 წლის ასაკის პაციენტებში.
უკუჩვენება:
კომბინაცია უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც აღნიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ნატრიუმის მონტელუკასტის, ლევოცეტირიზინის ან ცეტირიზინის ან ამ პროდუქტის რაიმე სხვა კომპონენტის მიმართ. აგრეთვე უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის მწვავე უკმარისობა. პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრული პრობლემები - გალაქტოზას აუტანლობა, ლაპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღონ.
დოზირება და გამოყენების მეთოდი
მონტივინი™-კიდი
ბავშვები (2-5 წელი): 5მლ სიროფი დღეში ერთხელ.
მიღების მეთოდი:
ორალურად.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:
იშვიათ შემთხვევებში პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ მონტელუკასტით შეიძლება აღინიშნოს ეოზინოფილია, ზოგჯერ კლინიკური ვასკულიტის გამოვლენით, რომელიც შეესაბამება ჩარგ-შტრაუსის სინდრომს, მდგომარეობას, რომელსაც ხშირად მკურნალობენ სისტემური კორტიკოსტეროიდებით. ლევოცეტირიზინის მიღებისას პაციენტები უნდა მოერიდონ სახიფათო საქმიანობას, რომელიც მოითხოვს სრულ გონებრივ სიფხიზლეს, როგორიცა ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა. სიფრთხილეა რეკომენდებული ალკოჰოლის მიღებისას და იმ პირებში, რომლებიც იღებენ ცნს-ის დეპრესანტებს.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულ ქალებში არ არსებობს მონტელუკასტის და ლევოცეტირიზინის ადექვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები. აქედან გამომდინარე ორსულობის დროს ეს კომბინაცია არ უნდა გამოიყენონ. რადგან ლევოცეტირიზინი გამოიყოფა ლატატში, ლაქტაციის დროს ეს კომბინაცია რეკომენდებული არ არის.
გვერდითი ეფექტები:
დისპეფსია, მუცლის ტკივილი, გამონაყარი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ცხელება, ტრავმა, ხველა, ცხვირის შეგუბება, ძილიანობა, დაღლილობა, ნაზოფარინგიტი, პირის სიმშრალე.
შენახვა:
ინახება ბნელ და მშრალ ადგილზე, არა უმეტეს 25Cº ტემპერატურაზე.
დოზირების ფორმა და ხელმისაწვდომი შეფუთვა:
ღია ვარდისფერი სითხე 100მლ ქარვისფერი შუშის ბოთლში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
დამზადებულია ინდოეთში:
ზიი ლაბორატორის ლიმიტედ
ბეჰაინდ 47, ინდტუსტრიული ზონა, პაონტა საჰიბი-173025™: სავაჭრო ნიშანი