მულტი-ტაბსი ქიდსი კალც2-7წ#30ტ

მულტი-ტაბს ქიდსი კალციუმი პლუსი
Multi-Tabs kid Calcium plus
 
 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ფორთოხალ-ვანილის არომატით - აბი - # 30

მულტი-ტაბს კალციუმი ბავშვებისათვის წარმოადგენს სპეციალურად ბავშვებისათვის შექმნილ უმნიშვნელოვანეს ვიტამინების, მინერალებისა და კალციუმის ბალანსირებულ კომბინაციას. უზრუნველყოფს ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემების ზრდას, ფორმირებასა და განვითარებას, კბილის ემალის გამაგრებასა და კარიესის პროფილაქტიკას, ბავშვის სწორ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, ბავშვის ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების ზრდას.
ერთი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:
ვიტამინი A (რეტინოლა აცეტატი) 1333 მე ≈ 400 მკგ
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი) 400 მე ≈ 10 მკგ
ვიტამინი E (დლ-ა -ტოკოფეროლ აცეტატი) 8,94 მე ≈ 6 მკგ
ვიტამინი B-1 (თიამინის ნიტრატი) 0,7 მგ
ვიტამინი B-2 (რიბოფლავინი) 0,8 მგ
ვიტამინი B-6 (პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) 0,7 მგ
ვიტამინი B-12 (ციანოკობალამინი) 1 მკგ
ნიკოტინამიდი (ნიკოტინამიდი) 8 მგ
პანტოტენის მჟავა (კალციუმის პანტოთენატი) 3 მგ
ფოლის მჟავა (ფოლის მჟავა) 50 მკგ
ვიტამინი (D – ბიოტინი) 20 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 50 მგ
ვიტამინი K (ფიტომენადიონი) 15 მკგ
კალციუმი (კალციუმის კარბონატი) 200 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) 25 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) 8 მგ
თუთია (თუთიას ჟანგი) 6 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) 0,4 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) 1 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) 20 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) 20 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) 70 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი A
წარმოადგენს ორგანიზმის თავდაცვის ანტიოქსიდანტური სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს. ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის სწორ ზრდასა და განვითარებას. ასრულებს მნიშვნელოვან როლს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირების მხარდაჭერაში, აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას სხვა და სხვა ინფექციების მიმართ.
აუცილებელია ნორმალური მხედველობითი ფუნქციის უზრუნველყოფისათვის.

ვიტამინი D
ვიტამინ D -ს ადეკვატური მიწოდება ბავშვის ორგანიზმისათვის აუცილებელია მოძრაობის აპარატის სწორი ფორმირებისათვის, ძვლებისა და კბილების ზრდისათვის.

წარმოადგენს აუცილებელ ელემენტს ორგანიზმის მიერ კალციუმის ათვისებისათვის.
ვიტამინი C
მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოლაგენის წარმოქმნაში, რომელიც შედის ძვლების, ხრტილოვანი ქსოვილებისა და კბილების შემადგენლობაში. აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

ვიტამინი E
წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. ხელსუწყობს ბავშვის ძვლოვან-კუნთოვანი სისტემის სწორ განვითარებასა და ფუნქციონირებას, ფიზიკური დატვირთვების ადეკვატურ ამტანობას.

ვიტამინი B1
ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირების, ცილებისა და ცხიმების გაცვლაში, წარმოადგენსნერვული სისტემის სწორი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ელემენტს.

ვიტამინი B2
დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირების, ცილებისა და ცხიმის ცვლისათვის. წარმოადგენს აუცილებელ ელემენტს ჰემოგლობინის სინთეზისათვის. ხელს უწყობს კანისა და ლორწოვანი გარსების ნორმალურ მდგომარეობას.

ვიტამინი B6
აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ნიკოტინამიდი
მნიშვნელობა აქვს ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ხელს უწყობს მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას ორგანოებსა და ქსოვილებში.

პანტოთენის მჟავა
დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირბადებისა და ლიპიდების ცვლაში. აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.

ფოლის მჟავა
მონაწილეობს ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში, უჯრედების დაყოფაში, მათ შორის სისხლის ფორმული ელემენტების.

ვიტამინი B12
აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სისხლის წარმოქმნისათვის.

ბიოტინი
მხარს უჭერს კანის ნორმალურ მდგომარეობას, ამცირებს ეგზემისა და დერმატიტის გამოვლინებებს.

კალციუმი
წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მაკროელემენტს, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს. აუცილებელია მოძრაობის აპარატის ფორმირებისა და განვითარებისათვის, ძვლებისა და კბილების ქსოვილების მინერალიზაციისათვის, კბილის ემალის გამაგრებისათვის.

მაგნიუმი
აქვს დიდი მნიშვნელობა გულ-სისხლძარვთა და ნერვული სისტემების რეგულაციური მოქმედებისათვის. აუცილებელი ელემენტია ორგანიზმში კალციუმის ასათვისებლად.

რკინა
მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში. ხელს უწყობს იმუნური სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას.

თუთია
წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში. ხელს უწყობს იმუნური სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას, ზრდის ბავშვის მიერ ინფორმაციის ათვისების უნარს.

ვიტამინი K
აუცილებელია სისხლის შედედების ნორმალური პროცესისათვის, ბავშვის ორგანიზმის ზრდისათვის და განვითარებისათვის, ძვლოვან-კუნთოვანი სისტემის სწორი ფორმირებისათვის.

სპილენძი
წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს. მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში და ძვლოვანი ქსოვილების ფორმირებაში.

ქრომი
მონაწილეობს ინსულინის სინთეზის პროცესში. ქრომის შემცირებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მკვეთრი მერყეობა და ხელი შეუწყოს დიაბეტის განვითარებას.

სელენი
წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. აძლიერებს იმუნიტეტს.

მანგანუმი
შედის რამდენიმე ფერმენტული სისტემის შემადგენლობაში, აუცილებელია ძვლის ქსოვილის ნორმალური სტრუქტურის მხარდასაჭერად.

იოდი
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს იოდი, ასრულებენ მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციებს: უზრუნველჰყოფენ ორგანიზმის ზრდას, ფიზიკურსა და ინტელექტუალურ განვითარებას, არეგულირებენ ნერვული სისტემის მოქმედებას.

ჩვენებები
წარმოადგენს ვიტამინების, მინერალების – კალციუმის ჩათვლით – დამატებით წყაროს.

მიღების წესები და დოზები
ბავშვებს 2-დან 7 წლამდე – 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს.1-3 თვე

უკუჩვენება
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.
არ უნდა მიიღოთ ვიტამინს D-ს შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთდროულად.

შენახვის პირობები და ვადები
მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +25 ºC. ვადა 2 წელი

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ფეროსან ა/ს

დანია