ნაფლოქსი 0.3% 10მლ თვ.წვეთები


ნაფლოქსი®
თვალის წვეთები, 0.3%-იანი ხსნარი
ნორფლოქსაცინი

შემადგენლობა
ხსნარის 100 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნორფლოქსაცინი 300მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის აცეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა
თვალის წვეთების ხნარი, 10მლ ბოთლი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური-ანტიმიკრობული

მწარმოებელი და საბოლოო კონტროლიორი
ფარმიგეა სპა, ვია გ.ბ. ოლივა, 8,56121 -პიზა

ჩვენებები:
ბაქტერიული კონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი გამოწვეული ნორფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით

უკუჩვენებები:
ზემგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისა და იმ ანტიბაქტერიული აგენტების მიმართ, რომლებიც ქიმიურად შეესაბამება ქინოლონებს.

უსაფრთხოების ზომები:
ნაფლოქსი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს როგორც კონსერვანტს, რის გამოც არ არის სასურველი მისი კონტაქტურ ლინზაზე დაწვეთება. ამოიღეთ ლინზა ჩაწვეთებამდე და ჩაისვით ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აცნობეთ ექიმს ყველა იმ პრეპარატის შესახებ რომელსაც იღებთ ან გეგმავთ რომ მიიღოთ (თვალის წვეთებისა და ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით)

სპეციალური გაფრთხილებები:
ორსულობა
ორსულებში სათანადო კვლევები არ არის ჩატარებული. სისტემური მოქმედების ქინოლონების გამოყენებამ ცხოველების ნაყოფში გამოიწვია ართროპათიის შემთხვევები, რის გამოც პრეპარატის გამოყენება ორსულობისას არ არის რეკომენდებული, თუმცა თვალის ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული ნორფლოქსაცინის დოზა გაცილებით მცირეა შედარებით სისტემური ინფეცქიის სამკურნალოდ გამოყენებული ნორფლოქსაცინისა.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

გამოყენების წესები და დოზირება
ჩაიწვეთეთ ნაფლოქსის 1 წვეთი 4-ჯერ დღეში. მწვავე პერიოდში პირველი დღის სამკურნალო დოზა შეიძლება გაიზარდოს; 1-2 წვეთი ყოველ 2 საათში. ნაფლოქსის თვალის წვეთებით ადგილობრივი მკურნალობა უნდა დაინიშნოს ბაქტერიოლოგიური ანალიზის პასუხის შესაბამისად.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის დიდი რაოდენობით ჩაწვეთებისას ან ბოთლის შიგთავსის შემთხვევით გადაყლაპვისას, პაციენტმა სასწრაფოდ უნდამიმართოს ექიმს.

გვერდითი მოვლენები
წვის შეგრძნება და მწვავე ტკივილი. პრეპარატთან დაკავშირებული სხვა, უფრო იშვიათი გვერდითი ეფექტებია: კონიუნქტივის ჰიპერემია, ქემოზი, ფოტოფობია და ჩაწვეთების შემდეგ მწარე გემო პირში.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა
ყურადღება: პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატის გამოყენება შეიძლება ბოთლის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში, დარჩენილი ნაწილი უნდა განადგურდეს.

გამოყენების წესები
გახსენით სახურავზე მსუბუქი ზეწოლით. თვალში ჩაწვეთებისას ბოთლს ფრთხილად მოუჭირეთ, გამოყენების შემდეგ კი თავსახური მჭიდროდ დაახურეთ.