ნანომელი / Nanomel spray
სავაჭრო სახელწოდება:
ნანომელი / Nanomel spray
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):
melatonin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
მწარმოებელი:
Euronatural
მწარმოებელი ქვეყანა:
იტალია
გამოშვების ფორმა
სპრეი 0,125 მლ
გაცემის რეჟიმი
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
ნანომელის 1 სპრეი 0,125 მლ, შეიცავს 0,5 მგ მელატონინს. ნანოტექნოლოგიური მეთოდი, რომლითაც დამზადებულია ნანომელი, თავიდან გვაცილებს აქტიური ნივთიერების ჰიდროლიზურ ოქსიდაციას , რაც განაპირობებს მელატონინის მაქსიმალურ შეწოვას
მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს. აწესრიგებს ცირკადულ რიტმებს , არეგულირებს ძილის და სიფხიზლის ციკლს, ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას, აჩქარებს ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება განწყობას, დილით გამოღვიძებისას არ ახასიათებს მოთენთილობა და უგუნებობა . ამცირებს სტრესულ რეაქციებს, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ ადაპტირებას საათობრივი ზონების ცვლილებებზე. გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები , არეგულირებს გონადოტროპინების სეკრეციას, აგრეთვე, ადენოჰიპოფიზის ზემოქმედებას კორტიკოტროპინის, თირეოტროპინის და სომატოტროპინის სეკრეციაზე. არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას .
ნანომელის სუბლინგვალური სპრეი:
- არეგულირებს ძილღვიძილის ციკლს, სხეულის ტემპერატურას
- ასწორებს ძილის დარღვევებს (გადაფრენასთან დაკავშირებული სადღეღამისო ბიორიტმის დარღვევა , შეფერხებული ძილის ფაზის სინდრომი, სამუშაოსთან დაკავშირებული ძილის პრობლემები და ძილის ზოგიერთი დარღვევა ბავშვებში )
- აჩქარებს ჩაძინების დროს, აუმჯობესებს საერთო ძილის დროსა და ხარისხს
- წარმოადგენს ნეიროპროტექტორულ ნივთიერებას (ნეიროდეგენარაციული დარღვევებისას ამცირებს ტვინის ოქსიდაციურ დაზიანებას )
- ამცირებს ბენზოდიაზეპინების „მოხსნის სინდრომის " სიმწვავეს
- ამცირებს ნეიროლეპტიკების გვერდით მოვლენებს (გვიანი დისკინეზია, მეტაბოლური სინდრომი, ჰიპერტენზია )
- აქვს ონკოსტატიკური ეფექტი, განსაკუთრებით ესტროგენდამოკიდებულ სიმსივნეებზე
- აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება (აუვნებელყოფს თავისუფალ რადიკალებს, ასტიმულირებს ანტიოქსიდანტურ ფერმენტებს , რაც იცავს უჯრედებს ოქსიდაციური დაზიანებისგან )
- არეგულირებს ჰორმონების სეკრეციას ჩვენებები
- სხვადასხვა დაავადებებით ან მდგომარეობებით გამოწვეული უძილობა მიღების წესი
- დაძინებამდე 1 საათით ადრე 1-2 შესხურება
- როგორც ადაპტოგენი საათობრივი სარტყლის ცვლისას : ფრენამდე 1 დღით ადრე და შემდეგი 2-5 დღის განმავლობაში 1-2 სპრეის შესხურება დაძინებამდე 1 საათით ადრე