ნაზოლი ადვანსი 15მლ აეროზოლი

ნაზოლი ადვანსი 15მლ აეროზოლი

ნაზოლ ადვანსი (NAZOL® ADVANCE)

ნაზალური სპრეი

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ოქსიმეტაზოლინი (Oxymetazoline)

გამოშვების ფორმა

ნაზალური სპრეი

აღწერილობა

გამჭირვალე უფერო სითხე მენთოლის, ევკალიპტის და ქაფურის სუსტი სუნით.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0.5მგ/მლ.

დამხმარე ნივთიერებები: ქაფური (რაცემიული ქაფური), მენთოლი (ლევომენთოლი), ევკალიპტოლი (ცინეოლი), ბენზოალკონიუმის ქლორიდი, პოლისორბატ 80, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმ ედეტატის დიჰიდრატი, კონცენტრირებული ქლორწყალბადის მჟავა, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ნაზალური დაავადებების სამკურნალო საშუალება. დეკონგენსტანტები და სხვა საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის რინოლოგიაში.

ათქ კოდი: R01AA05

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს სინთეტიკურ ადრენომიმეტიკს. სისხლძარღვთა შემავიწროებელი ეფექტი ვლინდება სისხლის დინების შემცირებით, ცხვირის სასუნთქი გზების, ცხვირის დანამატი წიაღებისა და ევსტაქის მილის ლოწროვანი გარსების შეშუპების შემცირებით, რის შედეგადაც ხდება გრიპით, გაციებითა და ალერგიული დაავადებების გამო გაძნელებული ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესება. ცხვირისა და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების ლოკალური შევიწროვება ხდება ცხვირში პრეპარატის შესხურებიდან 5-10 წუთის შემდეგ,

გამოყენების ჩვენებები

მწვავე, ალერგიული და ვაზომოტორული რინიტი; ევსტაქიტის და ცხვირის დანამატი წიაღების ანთების დროს დრენაჟის აღდგენა, შუა ყურის ანთება; სხვირის სასუნთქ გზებში დიაგნოსტიკური მანიპულაციების წინ შეშუპების თავიდან აცილება.

გამოყენების წესი და დოზირება

შეისხურეთ ორივე ნესტოში, შესხურებისას თავი არ გადაწიოთ უკან. მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ზევით: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში. შესხურება მეორდება არანაკლებ 12 საათში ერთხელ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და არ გამოიყენოთ პრეპარატი 7 დღეზე მეტ ხანს.

გვერდითი მოვლენები

ოქსიმეტაზოლინი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება, გვერდითი მოვლენები თუ ვლინდება ატარებს მსუბუქად გამოხატულ და დროებით ხასიათს.

ხშირად: ცხვირის გარსის წვა და სიმშრალე, ცემინება.

ზოგჯერ: მას შემდეგ, რაც პრეპარატის გამოყენებისგან მიღებული ეფექტი გაივლის, ცხვირი გაჭედვის ძლიერი შეგრძნება (რეაქტიული ჰიპერემია), სისხლდენა ცხვირიდან, ალერგიული რეაქციები (კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი).

იშვიათად: გულისცემა, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია.

ძალზედ იშვიათად: აპნოე ახალშობილებში, უძილობა, დაღლილობა (ძილიანობა, სედატიური ეფექტი), თავის ტკივილი, მოუსვენრობა, ჰალუცინაციები (ძირითადად ბავშვებში), არითმია, კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში).

არაა ცნობილი: თავბრუსხვევა, გონებისდაკარგვის წინა მდგომარეობა, ცახცახი, ნევროზულობა, აღგზნებადობა, შიში, ბუნდოვანი მხედველობა, ცხვირიდან ჭარბი გამონადენი, ცხვირის გაჭედვის გაძლიერება, პირის სიმშრალე, ცხვირის და ყელის გაღიზიანება, გულისრევა, გამონაყარი, სისუსტე.

ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების, აგრეთვე, სამკურნალწამლო საშუალების ფურცელ-ჩანართში მითითებული რეაქციების გამოვლენისას აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

უკუჩვენება

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების ან სხვა ადრენირგული საშუალებების მიმართ; ატროფიული რინიტი, კანის და ცხვირის ვესტიბულარული ლორწოვანი გარსის ანთება და ქერქის წარმოქმნა (მშრალი რინიტი); არტერიული ჰიპერტენზია მძიმე ფორმით, გამოხატული ათეროსკლეროზი, ტაქიკარდია, გულის ასთმა, მომატებული თვალშიდა წნევა, დახულურკუთხოვანი გლაუკომა, ჰიპერთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი, ფეოქრომოციტომა, თირკმლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები, შარდის გამოყოფის გაძნელება წინამდიბარე ჯირკვლის გადიდების გამო, ტრანსფენოიდალური ჰიპოფიზექტომიის შემდგომ ან სხვა ქირურგიული ჩარევებისას, რომელიც ეხება ტვინის მყარ გარსს; მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება ან პრეპარატის მიღება მაო-ს შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში, ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

პრეპარატის ჭარბი დოზით გამოყენებამ ან ფლაკონის შემცველობის შემთხვევით პერორალურად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს), გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მოქმედების როგორც სტიმულირება, ასევე აღგზნებადობა, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები.

შენელების სიმპტომები: სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, მოთენთილობა, ძილიანობა და კომა.

შესაძლოა აღენიშნოთ შემდეგი დამატებითი სიმპტომები: მიოზი, მიდრიაზი, ციებ-ცხელება, ოფლიანობა, სიფერმკრთალე, ციანოზი, გულისცემა, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არითმია, გულის გაჩერება, არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, ფილტვების შეშუპება, გულისრევა და ღებინება, სუნთქვის დათრგუნბა და აპნოე, ფსიქიკური აშლილობა.

დოზის გადაჭარბებისას ბავშვებში ხშირად გვხვდება დარღვევები ცნს-ის  მხრივ, ჰიპოტენზიისას შოკის ჩათვლითაც, აპნოე და კომა, ჰალუცინაციები.

მკურნალობა

დოზის ძლიერი გადაჭარბებისას ტარდება ინტენსიური თერაპია. გამოიყენება აქტივირებული ნახშირი (ადსორბენტი), ნატრიუმის (საფაღარათო) ან მაგნიუმის სულფატი, კუჭის ამორეცხვა, რათა შემცირდეს ოქსიმეტაზოლონის შთანთქვა. ვაზოპრესორები უკუნაჩვენებია.

როგორც ანტიდოტი, ნაჩვენებია α-ბლოკატორები. აუცილებლობის შემთხვევაში: ტემპერატურის დაწევა, კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპია და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ და დოზის გადაჭარბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მისი მოქმედების შესუსტება. მისი ბოროტად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გამოწვეულ იქნას: ცხვირის ლორწოვანი გარსის რეაქტიული ჰიპერემია (რებაუნდის ეფექტი), ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპება (მედიკამენტოზური რინიტი), ლორწოვანი გარსის ატროფია. პორფირიით დაავადებულ პაციენტებში პაციენტებში გამოიყენება სიფრთხილით. მიიღება მხოლოდ სარგებელი.რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.

შემადგენლობაში შემავალ დამხმარე ნივთიერებებს ბენზალკონიუმის ქლორიდს და პროპილენგლიკოლს შეუძლია გამოიწვიოს კანის ალერგიული რეაქციები (გაღიზიანება, ქავილი). ბენზალკონიუმის ქლორიდს, ხანგრძლივი გამოყენებისას შეუძლია გამოიწვიოს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა:

ორსულობის პირველ ტრიმესტრში ოქსიმეტაზოლინის გამოყენებაზე შეზღუდული მონაცემების გამო, ორსულობის მიმდინარეობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე მისი ზეგავლენის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. სხვა ეპიდემიოლოგიური მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს. ორსულობისას სპრეის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ. იმის გამო, რომ დოზის გადაჭარბებამ შეიძლება დაარღვიოს ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის სისხლმომარაგება, ორსულობისას საჭიროა რეკომენდებული დოზის მკაცრი დაცვა.

ძუძუთი კვება

ლაქტაციის პერიოდში სპრეის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სარგებელი/რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ. იმის გამო, რომ ოქსიმეტაზოლონის დოზის გადაჭარბება ამცირებს რძის გამომუშავებას, ძუძუთი კვებისას არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ოქსიმეტაზოლონის რძეში შეღწევის შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, მაპროტილინის, მაო-ს ინჰიბიტორების, პრესორული საშუალებების კომბინირებულმა მიღებამ ოქსიმეტაზოლონთან, შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, ამიტომ საჭიროა ამ საშუალებების ერთდროული მიღებისგან თავის შეკავება.

ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე

არ მოქმედებს

შენახვის პირობები

არაუმეტეს 30˚С ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი, არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადი ამოწურვი შემდეგ.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 1 წლის განმავლობაში.

შეფუთვა

15 ან 30მლ, ბუნიკი-გამფრქვევით აღჭურვილ ფლაკონში, ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები

ურეცეპტოდ.

განმცხადებელი ფირმის/მწარმოებლის სახელწოდება, მისამართი:

ბაიერ კონსუმერ კერ აგ

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია

 

ინსტიტურო დე ანგელი ს.რ.ლ

50066 რეგგელლო (ფლორენცია), ლოკ. პრულლი 103/ს იტალია