ნეიროაქტივი
NEUROACTIV
სავაჭრო დასახელება:
ნეიროაქტივი (NEUROACTIV)
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ციტიკოლინი.
შემადგენლობა:
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ციტიკოლინ ნატრიუმს, 250 მგ ციტიკოლინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა:
ხსნარი ი.ვ და ი.მ. ინექციისათვის
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფსიქოანალეფსიურები, სხვა ფსიქომასტიმულირებელი და ნოოტროპული საშუალებები
ათქ კოდი: N06BX06.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ციტიკოლინი წარმოადგენს უჯრედული მემბრანის ძირითადი ულტრასტრუქტურული კომპონენტების (უპირატესად ფოსფოლიპიდების) წინამორბედს. პრეპარატს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი: ხელს უწყობს ნეირონების დაზიანებული მემბრანების აღდგენას, აინჰიბირებს ფოსფოლიპაზების მოქმედებას, რითიც ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნას და მემბრანული სისტემების დაზიანებას, აუმჯობესებს ცერებრულ სისხლმიმოქცევას, აძლიერებს მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში, ააქტიურებს რეტიკულური ფორმაციის სტრუქტურებს. ნეირონების მემბრანაზე მასტაბილიზებელი მოქმედების გამო, ციტიკოლინი ავლენს შეშუპების საწინააღმდეგო თვისებებს და ხელს უწყობს თავის ტვინის შეშუპების შემცირებას.
ინსულტის მწვავე პერიოდში ამცირებს დაზიანებული ქსოვილის მოცულობას, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას.
თავის ტვინის ტრავმისას ამცირებს ნევროლოგიური სიმპტომების სიმძიმეს, ხელს უწყობს ცნობიერების აღდგენას, ამცირებს პოსტტრავმატული სინდრომის ხანგრძლივობას და ინტენსივობას.
თავის ტვინის ქრონიკული ჰიპოქსიის დროს ციტიკოლინი ამცირებს კოგნიტიური დარღვევების გამოხატვას, როგორებიცაა: მეხსიერების გაუარესება, უინიციატივობა, სიძნელეები ყოველდღიური საქმიანობის და თვითმომსახურების დროს. აუმჯობესებს ყურადღებისა და ცნობიერების ხარისხს, ასევე ამცირებს ამნეზიის გამოვლენას. ეფექტურია დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის სენსიტიური და მოძრაობითი დარღვევების მკურნალობისას.
ფარმაკოკინეტიკა:
კუნთში და ვენაში შეყვანისას ციტიკოლინის ბიოშეღწევადობა აღემატება 90%-ს. შეყვანილი დოზის ძირითადი ნაწილი ერთვება მეტაბოლიზმის პროცესებში. მეტაბოლიზდება ღვიძლში ქოლინისა და ციტიდინის წარმოქმნით. ქოლინის ფრაქციები სწრაფად ნაწილდება თავის ტვინის სტრუქტურულ ლიპიდებში, ხოლო ციტიდინის ფრაქციები – ციტიდინის ნუკლეოტიდებში და ნუკლეინის მჟავებში. ციტიკოლინის პარენტერალურად შეყვანის შემდეგ აღინიშნება მისი პლაზმური კონცენტრაციის ორი პიკი: პირველი – ერთი საათის შემდეგ და მეორე, უფრო დიდი პიკი - 24 საათის შემდეგ. ორგანიზმიდან გამოიყოფა ძალიან ნელა, უპირატესად ამოსუნთქული ნახშიროჟანგით (დაახლოებით 12%) და შარდით (3%-ზე ნაკლები).
ჩვენება:
- იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
- აღდგენითი პერიოდი იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის შემდეგ;
- ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
- თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებებით გამოწვეული კოგნიტიური, სენსიტიური და მოძრაობითი აშლილობები (მათ შორის პარკინსონიზმი და ალცჰაიმერის დაავადება).
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი განკუთვნილია ინტრავენური და ინტრამუსკულური გამოყენებისთვის. ინტრავენურად ინიშნება ნელი ინექციის სახით (დანიშნული დოზიდან გამომდინარე 3-5 წუთის განმავლობაში) ან წვეთოვნად (40-60 წვეთი წუთში). ინტრამუსკულურად შეყვანისას არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის შეყვანა ერთიდაიმავე ადგილას. ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექცია არ არის საჭირო. ხსნარი განკუთვნილია ერთჯერადი მოხმარებისთვის და უნდა იყოს გამოყენებული ამპულის გახსნისთანავე.
თავის ტრავმით ან თავის ტვინზე ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ცნობიერების დარღვევა: ნეიროაქტივი ჩვეულებრივ ინიშნება დოზით 100-500 მგ 1-2 ჯერ დღეში ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში. დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტვინის დაზიანების სიმძიმეზე და დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.
მწვავე ან განმეორებითი ქალაშიდა სისხლჩაქცევის შემთხვევაში პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად ძალიან ნელა (30 წვეთი წუთში), დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1000 მგ-ს.
ქალაშიდა სისხლჩაქცევით გამოწვეული ჰემიპლეგია: ნეიროაქტივი ინიშნება ინტრავენურად 1000 მგ ერთხელ დღეში ოთხი კვირის განმავლობაში.
ნევროლოგიური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს:
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმპტომების სიმძიმეზე. პარკინსონიზმის დროს ნეიროაქტივი ინიშნება ინტრავენურად 500 მგ ერთხელ დღეში კომბინაციაში ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან 3-4 კვირის განმავლობაში. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ მკურნალობას განაგრძობენ მხოლოდ ანტიქოლინერგული პრეპარატებით.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები ვლინდება ძალიან იშვიათად (<1/10 000).
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, აღგზნება, ჰალუცინაციები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხანმოკლე არტერიული ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ცვლილება.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, კანის ქავილი, ანაფილაქსიური შოკი.
სხვა: სიმხურვალის შეგრძნება, ქოშინი, შეშუპება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, გამოხატული ვაგოტონია (ვეგეტატური ნერვული სისტემის პარასიმპატიკური ნაწილის ტონუსის მოჭარბება).
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
აძლიერებს L-დიჰიდროქსიფენილალანინის მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება მეკლოფენოქსატის შემცველ პრეპარატებთან ერთად.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დაბალი ტოქსიურობის გამო ჰიპერდოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის თერაპიული დოზის გადაჭარბების შემთხვევაშიც კი.
ორსულობა/ლაქტაცია:
ორსულობის დროს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად აღემატება ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების რისკს.
პრეპარატის უსაფრთხოება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის დადგენილი.
შეფუთვა:
2 მლ ან 4 მლ საინექციო ხსნარი მინის ამპულაში
5 ამპულა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობა:
ინახება არაუმეტეს 25◦C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა:
2 წელი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს „ბიოპოლუსი“, საქართველო
წარმოებულია:
შპს „ლედი ჰელსქეა“-სთვის,
საქართველო თბილისი, საბურთალოს რაიონი