ნეუროლექსი (ვიტB1+B6)1მლ #5ა

ნეუროლექსი ამპულა


აქტიური ნივთიერებები შეიცავს:
თიამინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B1)
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B6)

შემადგენლობა:
1 ამპულა E  ნევროლექსის 1 მლ საინექციო სითხე შეიცავს 100 მგ თიამინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B1) და 100 მგ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B6)

დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი: საინექციო წყალი

გამოშვების ფორმა და  შემცველობა:
საინექციო ხსნარი
ერთი შეკვრა შეიცავს შეფუთვაზე აღნიშნული რაოდენობის ამპულებს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :
ვიტამინური პრეპარატი ნევროლოგიური დაავადებებისათვის.


ჩვენება:
 გამოიყენება ნევროლოგიური სისტემური დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია   B1 და B6 ვიტამინების ნაკლებობით..
მითითება:
ნევროლექსი ამპულა გათვალისწინებულია მკურნალობის საწყისი ეტაპისთვის . ასევე იმ პაციენტებისთვის , რომლებიც ორალურ პრეპარატებს ნაკლებად ან საერთოდ არ იყენებენ.

უკუჩვენება :
ნევროლექსი ამპულა არ გამოიყენება თიამინის ჰიდროქლორიდის (ვიტამინი B1), ასევე პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის (ვიტამინი B6) ან ნევროლექსის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ ალერგიის შემთხვევაში.

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდი
არ აღინიშნება თვისებები , რომელიც ნაყოფის დაზიანებას იწვევს. მოცემული დოზირებით
მათი  გამოყენება არ ქმნის საფრთხეს ძუძუთი კვების პერიოდშიც.

მითითებები და გაფრთხილებები გამოყენების შესახებ:
დეპრესიული და შოკური მდგომარეობა  ვიტამინი B ინექციის შემდეგ ძალზე იშვიათად ვითარდება , მაგრამ შესაძლებელია.
ჰაერის უკმარისობის, გულის არითმიის, წყლულებისა გაჩენისა და სისხლმიმოქცევის დარღვევის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ახალშობილებში და ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სედაცია
(მოთენთილობა) , ჰიპერტონია და რესპირაციული მოშლილობა.


ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ვიტამინი  B1 ინაქტივირდება 5-ფტორურაცილთან ერთად მიღებისას.
შარდმდენი საშუალების – ფუროსემიდის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ვიტამინი  B1 ნაკლებობას, მისი შარდთან ერთად გამოყოფის გამო.
ე. წ. პირიდოქსინანტაგონისტების (პრეპარატები, რომლებიც ვიტამინ B6 - ის  აქტივობას თრგუნავენ)  მაგ: ჰიდრალაზინი, იზონიაზიდი, ციკლოსერინი,  D- პენიცილამინი)
ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს მოთხოვნილება ვიტამინ B6 - ის  მიმართ.
ვიტამინი B6  ამცირებს L-დოფას მოქმედებას.
ნეუროლექსი ამპულა შეუთავსებადია სულფატის შემცველ საინექციო და საინფუზიო ხსნარებთან (იშლება ვიტამინი B6)
 

დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილებში გამოიყენება  1 ამპულა  ნევროლექსი Dდღეში ერთხელ. ინექცია კეთდება კუნთებში ან კანქვეშ. ნევროლექსი ამპულის გამოყენების  ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეზე და მისი გამოყენების  ვადა ისაზღვრება ექიმის მიერ.

შეცდომით გამოყენება ან დოზის გადაჭარბება
ნეუროლექსი ამპულის დიდი დოზით მიღების შემთხვევაში პრეპარატის მიღება წყდება, სხვა პროცედურები საჭირო არ არის.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, გამონაყარი კანზე და შოკური მდგომარეობა.

ახალშობილებში და ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სედაცია
(მოთენთილობა) , ჰიპერტონია და რესპირაციული მოშლილობა.

ვარგისიანობა:
ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე და ასევე ამპულებზე. არ გამოიყენოთ
პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:
ინახება  სინათლისგან დაცულ, გრილ ადგილას. ნუ შეინახავთ 25 º  C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:
რეცეპტით

მწარმოებლის სახელწოდება/მისამართი                 თანამწარმოებელი საწარმო
ხეფაზაარი                                                              შ.პ.ს. როზენ ფარმა
შ.პ.ს. ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა                     კირკელერის ქ.41
მიულის ქ. 50                                                          66440 ბლიესკასტელი
66386 ინგბერგი
ტელ:068 94/971-0
ფაქსი:068 94/971-199