საინფუზიო კონცენტრატი
შემადგენლობა:
1 მლ შეიცავს 5,0მგ ნიტროგლიცერინს, nitroglycerin
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ორგანული ნიტრატები, ანტიანგინალური საშუალება
ჩვენება:
-სტენოკარდია, მათ შორის არასტაბილური და პოსტინფარქტული;
-მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მათ შორის მარცხენაპარკუჭოვანი მწვავე უკმარისობა;
-ფილტვების შეშუპება;
-ქირურგიულ ოპერაციის დროს (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემეზე) ან მის შემდეგ არტერიული წნევის მომატება.
დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობისა და ჰემოდინამიკის მაჩვენებლების მიხედვით. ინფუზიის დროს უნდა გაკონტროლდეს სისტოლური და დიასტოლური წნევა, გულის შეკუმშვათა სიხშირე, წუთმოცულობა, ეკგ, აგრეთვე ფილტვის არტერიაში სისტოლური და დიასტოლური წნევა.
ჩვეულებრივ რეკომენდებულია საინფუზიო ხსნარის გამოყენება, რომელიც შეიცავს 100მკგ/მლ ნიტროგლიცერინს. ასეთი ხსნარი მზადდება 10მლ საინფუზიო კონცენტრატის (=50მგ ნიტორგლიცერინს) ნიტროს განზავებით 500მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში, გლუკოზას 5% ხსნარში, ან გლუკოზა-მარილის ფიზიოლოგიურ ხსნარში 0,1მგ/მლ კონცენტრაციის ხსნარის მიღებამდე. შესაძლებელია უფრო კონცენტრირებული ხსნარის გამოყენება, თუმცა ხსნარის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 400მკგ/მლ-ში.
საინფუზიო ფლაკონები უნდა იქნას დამზადებული შუშისაგან, ვინაიდან ნიტროგლიცერინი ადსორბირდება პლასტმასით.
პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად, ნელა 10-20მკგ/მლ სიჩქარით. შემდგომში სიჩქარეს უმატებენ 10-20მკგ/კგ-ით 5-10 წუთიანი ინტერვალით პაციენტის რეაქციის მიხედვით. კარგი თერაპიული ეფექტი აღინიშნება პრეპარატის შეყვანის დროს 50-100მკგ/წუთში სიჩქარით. შეყვანის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 400მკგ/წუთში. პრეპარატის დიდი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას 8-24 საათის შემდეგ ვითარდება ტოლერანტობა და შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის მომატება.
ნიტროგლიცერინის ინტრავენური შეყვანისას აღინიშნება გამოხატული ჰემოდინამიკური ეფექტები. ამიტომ მისი გამოყენება ხორცილდება მხოლოდ სტაციონარის პირობებში და საჭიროებს კარდიოვასკულურ მდგომარეობაზე მუდმივ დაკვირვებას. სისხლის სისტოლური წნევა არ უნდა შემცირდეს 10-15 მმ ვწყ. სვ. მეტით ნორმოტენზიურ პაციენტებში, ჰიპოტონიურ პირებში კი _ 5მმ ვწყ. სვ., პულსის სიხშირე არ უნდა გაიზარდოს 5 დარტყმაზე მეტით წუთში, თუ ამ დროს კლინიკური სურათი მკაფიოდ არ გაუმჯობესდა. რადგან არა არის გამორიცხული მოხსნის სინდრომი, ამიტომ პრეპარატის ერთბაშად მოხსნა არ არის რეკომენდებული.
უკუჩვენება:
-მომატებული მგრძნობელობა ორგანული ნიტრატების მიმართ;
-ჰიპოვოლემია, გამოხატული არტერიული ჰოპოტენზია;
-მარჯვენა პარკუჭის მიოკარდის მწვავე ინფარქტი;
-მომატებული ქალასშიდა წნევა;
-ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია;
-გულის ტამპონადა;
-კონსტრიქციული პერიკარდიტი;
-გლაუკომა;
-სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა (შოკი, სისხლძარღვოვანი კოლაფსი);
-ჰემორაგიული ინსულტი;
-იზოლირებული მიტრალური სტენოზი;
- 18 წლამდე ასაკი.
სილდენაფილი და ნიტრო საინფუზიო კონცენტრატი ინიშნება 48 საათიანი ინტერვალით, ვინაიდან სილდენაფილი იწვევს ნიტროგლიცერინის ჰიპოტენზიური ეფექტის მკვეთრ გაძლიერებას.
განსაკუთრებული მითეთებები:
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ტვინში სისხლისჩაქცევის, თავის ტრავმის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, ანემიის მძიმე ფორმისა და ჰიპერთირეოზის დროს. სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და/ან თირკმლების გამოხატული პათოლოგიის დროს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
პრეპარატის ერთდროული გამოყენების დროს მორფინთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან, აგფ-ინჰიბიტორებთან, ბეტა-ბლოკატორებთან, დიურეზულ საშუალებებთან და სხვა ანტიჰიპერტენზულ პრეპარატებთან იწვევს ნიტროგლიცერინის ჰიპოტენზიური ეფექტის მომატებს.
ალკოჰოლთან მისი ერთდროული მიღება იწვევს არტერიულ ჰიპოტენზიას და ცნობიერების დაკარგვას.
ნიტროგლიცერინი იწვევს დიჰიდროერგოტამინის ბიოშეღწევადობის მომატებას, დიჰიდროერგოტამინ-ინდუცირებული კორონარული სპაზმის განვითარების რისკის ზრდას. ეს მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, ვინაიდან დიჰიდროერგოტამინს გააჩნია ანტაგონისტური ეფექტი, რომელიც იწვევს კორონარული არტერიების სპაზმს. ნიტროგლიცერინის სუბლინგვალური მიღება ლიდოკაინის ინფუზიის დროს იწვევს ატრიოვენტრიკულურ ბლოკადას, რაც ხდება ასისტოლიის მიზეზი.
არსებობს მონაცემები ნიტოგლიცერინით გამოიწვეული რეზისტენტობის შესახებ ჰეპარინის მიმართ ორ პაციენტში.
სილდენაფილი იწვევს ნიტორგლიცერინის ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერებას.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულ და მეძუძურ ქალებში პრეპარატი ინიშნება მკაცრი ჩვენებების მიხედვით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ
პრეპარატით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას.
გვერდითი მოვლენები:
ცენტრალური ნერვული სისტემა: ნიტროგლიცერინი იწვევს დოზა-დამოკიდებულ თავის ტკივილს თავის ტვინის სისხლძარღვების დილატაციის გამო. აგზნება და ფსიქიური წონასწორობის დარღვევა აღინიშნება მაღალი დოზების მიღების დროს. გულყრები აღინიშნება იშვიათად.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ნიტროგლიცერინის ინტრავენური შეყვანის დროს აღინიშნება არტერიული წნევის დაცემა. ხშირად ამას იწვევს შეუმჩნეველი ჰიპოვოლემია. ასევე ნიტორგლიცერინი იწვევს სიმხურვალეს, სისუსტეს, თავბრუსხევავს და პოსტურალულ ჰიპოტენზიას, რომელიც ასოცირდება რეფლეტორულ ტაქიკარდიასთან. მისი თავიდან აცილება შესაძლებელია პრეპარატის ერთდროული გამოყენებით ბეტა-ადრენობლოკატორებთან. შესაძლებელია ნიტორგლიცერინმა გამოიწვიოს ასისტოლია და ბლოკადა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება გულისრევა, ღებინება.
სხვა: ინფუზიის მაღალი სიჩქარის (290მკგ/წუთში) დროს, ან პაციენტებში დაბალი კლირენსით შესაძლებლია მეტჰემოგლობინის კონცენტრაციის მომატება. შეიძლება აღინიშნოს ჰიპოქსემია, რომელიც გამოწვეულია მისი ინტრავენური შეყვანით. აღნიშნული იწვევს პარადოქსულ რეაქციებს, როგორიცაა გულმკერდში ძლიერი ტკივილები და შთ სეგმენტის ცვლილება პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების სიმპტომებია: არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, კანის ჰიპერემია და სიმხურვალე, თავის ტკივილი, გახშირებული გულისცემა, კოლაფსი. ამასთან ერთად ადგილი აქვს ქალას შიდა წნევის მომატებას, ცნობიერების დაბინდვას, ნევროლოგიური დარღვევებს.
შემცირებული არტერიულ წნევის კორექტირება სწრაფად ხორცილდება ინფუზიის სიჩქარის შემცირებით, ან მისი სრული შეწყვეტით. გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის შემცირება წარმოებს პაციენტის ზურგზე დაწოლით და ქვემო კიდურების აწევით, შემდგომში ტარდება ინტრავენური ჰიდრატაცია. პაციენტებში არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც გართულდა ბრადიკარდიით, საჭიროა ატროპინის ან დოპამინის შეყვანა.
ჰიპოქსია, რომელიც გამოწვეულია მეტჰემოგლობინემიით, იწვევს ციანოზს, მეტაბოლურ აციდოზს, კომას, კოლაფსს. მეტჰემოგლობინემიის ნიველირება ხორცილდება ჟანგბადის დანიშვნით და მეთილენის ლურჯის ინტრავენური შეყვანით (1-2მლ/კგ).
ვარგისიანობის ვადა :
3 წელი. დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-250C).
შეფუთვა:
2მლ და 5მლ მინის ამპულები.
მწარმოებელი: “ORION” ფინეთი