ნიტროსორბიდი
ტაბლეტები 0.01 გ
შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება: იზოსორბიდის დინიტრატი; 1 ტაბლეტი შეიცავს 0.01 გ იზოსორბიდის დინიტრატს;
დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტოზა 80, კროსპოვიდონი NF, კალციუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა. ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. სპაზმოლიზური, კორონაროგამაფართოვებელი საშუალება. ნიტროსორბიდი ადუნებს სისხლძარღვების გკუვ კუნთებს, ამცირებს არტერიულ წნევას, ამცირებს მიოკარდზე წინა- და შემდგომ დატვირთვას, მიოკარდის ჟანგბადის მოთხოვნილებას. აუმჯობესებს მიოკარდის სისხლით მომარაგებასა და მეტაბოლიზმს.
გამოყენების ჩვენებები. ნიტროსორბიდი ინიშნება სტენოკარდიის შეტევების პრევენციისათვის, ინფარქტის შემდეგ აღდგენითი თერაპიის დროს, გულის უკმარისობის სამკურნალოდ, ზოგჯერ ენდართერიიტისა და სხვა დაავადებების დროს, რომლებსაც ანგიოსპაზმები ახლავს.
უკუჩვენებები. პრეპარატი უკუნაჩვენებია ინსულტის, მაღალი ქალაშიდა წნევის, არტერიული ჰიპოტენზიის დროს, როდესაც სისტოლური არტერიული წნევა სინდ. 100 მმ-ზე ნაკლებია, ხოლო დიასტოლური სინდ. 60 მმ-ზე ნაკლებია, დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს მაღალი თვალშიდა წნევით (ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ).
სიფრთხილე გამოყენებისას.
პრეპარატი ექიმის დანიშნულებით მიიღება.
თუგამოვლინენებები არ ქრება ან, პირიქით, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ან არასასურველი მოვლენები განვითარდა, აუცილებელია მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა. ნიტროსორბიდის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. ნიტროსორბიდისა და ვაზოდილატატორების, კალციუმის არხების ბლოკატორების, ბეტა-ადრენობლოკატორების, ტრიციკლური ანტიდეპრესიულების, ნეიროლეპტურების, ვიაგრას (სილდენოფილი), ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს იზოსორბიდის დინიტრატის ჰიპოტენზიური მოქმედება.
განსაკუთრებული მითითებები.
ნიტროსორბიდი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებით, აორტული და/ან მიტრალური სტენოზით, პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ორთოსტატული ჰიპოტენზიის მიმართ და ხანდაზმული ასაკის ადამიანებში. მკურნალობის პერიოდში, განსაკუთრებით დოზის თანდათან გაზრდის შემთხვევებში, აუცილებელია გულის კუმშვათა სიხშირის კონტროლი. მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის გამოყენება, რეკომენდებული არ არის ავტოტრანსპორტის მართვა.
არ შეიძლება იმ საქმეების შესრულება, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს, ვინაიდამ ნიტროსორბიდი აქვეითებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს და ამცირებს რეაქციების სისწრაფეს.
გამოყენების წესი და დოზები. შიგნით ერთჯერადი მიღებისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 50-60 წუთში მიღებიდან; მოქმედებს 4-5 საათს.
ნიტროსორბიდი მიიღება შიგნით 30 წუთით ადრე ჭამამდე 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. რიგ შემთხვევებში ჩვენებების მიხედვით ერთჯერადი დოზები იზრდება 4-6 ტაბლეტამდე.
გულის უკმარისობის მძიმე ფორმებისას ინიშნება 2 ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში.
ჩვეულებრივი ტაბლეტების სახით, რომლებიც იღეჭება და პირში ჩერდება დაახლოებით 1 წთ, პრეპარატს, როგორც ნიტროგლიცერინს, შეუძლია სტენოკარდიის პრევენცია, მაგრამ ბევრად უფრო ნელა. მოქმედების ეფექტი 3-5 წუთში იწყება.
გვერდითი ეფექტბი. პრეპარატი კარგად აიტანება, მაგრამ შესაძლებელია გვერდითი ეფექტების განვითარება: თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ღებინება, კანის ჰიპერემია. ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტურობის დაქვეითება.
შენახვის პირობები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა. 2 წელი.
გაცემის წესი. რეცეპტით.
შეფუთვა. 10 ან 20 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში, 2 კონტურული შეფუთვა N20 ან 4 კონტურული შეფუთვა N10 კოლოფში.
მწარმოებელი. დსს სსც “ბორშჩაგოვოს ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”.
მისამართი. უკრაინა, 03134, კიევი, მშვიდობის ქ., 17.