ნიზიტა 10გ მალ.ნაზალური *

ნიზიტა 10გ მალ.ნაზალური *
  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Sodium chloride, sodium hydrocarbonate
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოტორინოლარინგოლოგია→ რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: Engelhard Arzneimittel
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: ცხვირის მალამო 20გ ტუბი # 1, ცხვირის მალამო 10გ ტუბი # 1

რას შეიცავს ნიზიტა ცხვირის მალამო?
100გ მალამო შეიცავს 2,8გ ნატრიუმის ქლორიდს და 7,2 გ ნატრიუმის ბიკარბონატს. 
სხვა კომპონენტები: ლანოლინის ალკოჰოლი, ლიმონის ზეთი, თეთრი ვაზელინი, საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, შესქელებული პარაფინი, ცეტილის სტეარილის სპირტი.
 
როდის გამოიყენება ნიზიტა ცხვირის მალამო?
ნიზიტა ცხვირის მალამო გამოიყენება ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალის დროს
• ცხვირის გაჭედვა, მაგ. სურდოს დროს დამხმარე თერაპიისთვის
• ცხვირის ლორწოვანი გარსის გასაწმენდად და დასატენიანებლად, მაგ. ოთახში მშრალი ჰაერის დროს
• ფუფხებისა და ქერქის ფენების დასარბილებლად.
 
ნიზიტა ცხვირის მალამო განკუთვნილია მოზრდილებისთვის, ბავშვებისა და ჩვილებისთვის.
 
როდის არ შეიძლება ნიზიტა ცხვირის მალამოს გამოიყენება?
ნიზიტა ცხვირის მალამოს გამოყენება არ შეიძლება, რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას
როდის გმართებთ სიფრთხილე ნიზიტა ცხვირის მალამოს გამოყენებისას?
დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას არ არის საჭირო სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების მიღება. თუმცა ცვირის ოპერაციების/ტრავმების დროს ნიზიტა ცხვირის მალამოს გამოყენებამდე მაინც უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.
შეიძლება თუ არა ნიზიტა ცხვირის მალამოს გამოიყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს?
არ არსებობს გამოცდილება, რომელიც ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ნიზიტა ცხვირის მალამოს გამოყენების წინააღმდეგ მეტყველებს.
 
როგორ უნდა გამოიყენოთ ნიზიტა ცხვირის მალამო?
ყოველდღიურად რამოდენჯერმე დაახლოებით 1 სმ მალამოს ზოლი შეიზილეთ თითოეულ ნესტოში. ტუბის თავი რაც შეიძლება ღრმად შეიყვანეთ თითოეულ ნესტოში, ოდნავ გამოადინეთ მალამო და ეს მასა ცხვირის ფრთის მსუბუქი მასირებით თანაბრად გადაანაწილეთ ცხვირის ლორწოვან გარსზე. ცხვირის შიდა ნაწილში ნიზიტა ცხვირის მალამოს წასმა შეიძლება ასევე ბამბის ჩხირითაც. მალამოს გამოყენება უნდა მოხდეს ყოველდღიურად რამოდენჯერმე, განსაკუთრებით ძილის წინ. 
ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე და ინფექციების თავიდან ასაცილებლად ყოველი დოზატორი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ერთი პიროვნების მიერ. გამოყენების შემდეგ ტუბის თავი უნდა გაირეცხოს. 
 
რამდენი ხანი შეგიძლიათ ნიზიტა ცხვირის მალამოს გამოიყენება?
საჭიროების შესაბამისად შეიძლება ნიზიტა ცხვირის მალამო გამოყენებული იქნეს ხანგრძლივი პერიოდით. თუკი 14 დღიანი მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რა არასასურველი გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს ნიზიტა ცხვირის მალამოს?
იშვიათ შემთხვევებში ნიზიტა ცხვირის მალამომ შესაძლოა მისი გამაღიზიანებელი მოქმედების გამო გამოიწვიოს მსუბუქი წვა ცხვირის ლორწოვან გარსზე. მალამოში შემცველმა ლანოლინის ალკოჰოლმა და ლიმონის ზეთმა შეიძლება ძალიან იშვიათად ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს   
კიდევ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ნიზიტა ცხვირის მალამოს გამოყენება დაუშვებელია შეფუთვაზე და ტუბზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ. 
განსაკუთრებით ყურადსაღებია!
ნიზიტა ცხვირის მალამო ყოველდღიურ გამოყენებაში ყოველთვის ყუთში უნდა შეინახოთ, რათა არ მოხდეს ტუბის დაზიანება მაგალითად წვეტიანი, მაგარი საგნებით. 
ნიზიტა ცხვირის მალამო საფუძვლად შეიცავს სითხისა და მყარი ცხიმის ნარევს, რომელსაც პრეპარატის არასწორი შენახვის შემთხვევაში (მინიმუმ 15oC-ზე ქვემოთ ან 25oC-ზე ზემოთ) შეუძლია შეიცვალოს. უფრო მაღალ ტემპერატურაზე მალამო შესაძლოა გამოიყოს ისე, რომ პრეპარატის გამოყენებისას ტუბის ნაპრალიდან ჯერ ცოტაოდენი ზეთი გამოვა, ცივ ადგილას მალამოს შენახვის შემთხვევაში შეიძლება მალამო შედარებით რთულად გამოვიდეს. ოპტიმალური გამოსვლისთვის მალამოს ნაკადი ყოველთვის ტუბის უკანა მხრიდან წინა თავის მიმართულებით უნდა გამოიწუროს, რათა თავიდან ავიცილოთ ტუბის დაზიანება, რომელიც მაგალითად შესაძლოა მოხდეს ტუბის მრავალჯერადი გადაღუნვით.
მცირე ჰაერის მინარევები, რომლებიც წარმოიშვება ტუბის შევსების დროს, არავითარ გავლენას არ ახდენს არც პრეპარატის და არც ტუბის შიგთავსის    მოქმედებაზე.
 
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
 
როგორი შეფუთვებია რეალიზაციაში?
10 და 20 გრამიანი მალამოს შეფუთვები.
 
ინფორმაციები ნიზიტა ცხვირის მალამოსთან დაკავშირებით
სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი
სასუნთქი გზები ლორწოვანი გარსითაა ამოფენილი, რაც სასუნთქი ორგანოების სრულყოფილ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ზემო სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში განთავსებულია ჯირკვლოვანი უჯრედები და ეგრეთ წოდებული მოძრავი წამწამები (წამწამები). ადენოციტები წარმოქმნიან სითხეს (სეკრეტს), რომელიც ჩასუნთქულ ჰაერს (დღეში დაახლოებით 10.000 ლიტრი) ატენიანებს და ასუფთავებს მტვრის, ჭუჭყისა და მიკრობებისაგან.  მუდმივად მოძრაობაში მყოფი წამწამების ფუქციაა შემოჭრილი უცხო სხეულის ტრანსპორტირება გარეთ ან – ყელის გავლით  - კუჭისაკენ. ლორწოვანი გარსის გამოშრობისას მათი ფუნქცია ირღვევა და შედეგად ადვილდება მიკრობების შეღწევა, ასევე ქვეითდება სუნისა და გემოს აღქმის უნარი. გარდა ამისა ცხვირის სიმშრალე იწვევს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას.         
 
ჩვენი ცხვირი – ფუნქცია და მნიშვნელობა
ცხვირს გააჩნია სხვადასხვა ფუნქცია, რომელიც ემსახურება სასუნთქი გზების დაავადებების თავიდან აცილებას. ცხვირის საშუალებით ჩვენს მიერ ჩასასუნთქული ჰაერი თითქმის სხეულის ტემპერატურამდეა მიყვანილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ზამთარში ცივ ჰაერს ათბობს, ხოლო ზაფხულში ძალიან ცხელ ჰაერს აციებს. გარდა ამისა ჩასუნთქული ჰაერი ცხვირში ტენიანდება და იფილტრება, ისე რომ ჭუჭყის ნაწილაკები შორდება და ფილტვებში მხოლოდ სუფთა ჰაერი ხვდება. ამიტომ ჩასუნთქვა უნდა მოხდეს მუდამ ცხვირის და არა პირის მეშვეობით. თუმცა ეს შეუძლებელია, თუ ცხვირის ფუნქცია დარღვეულია და ცხვირის ლორწოვანი გარსი მშრალია.
 
ცხვირის სიმშრალე
ეს არის პრობლემა, რომელიც ყველაზე ხშირად იჩენს თავს. ეს ეხება როგორც ნებისმიერი ასაკის ადამიანს ასევე წელიწადის ნებისმიერ დროს. მშრალ კლიმატში ცხვირში წარმოქმნილი ფუფხი და ქერქის ფენები არა მხოლოდ მომაბეზრებელია, არამედ ის შესაძლოა მტკივნეულიც იყოს. ინფექციის რისკი მომატებულია, ასევე სუნთქვა, ყნოსვისა და გემოს აღქმის უნარი დარღვეულია. რაც იწვევს ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან დაქვეითებას.  
ლორწოვან გარსის სიმშრალის შესაძლო მიზეზები: 
• გარკვეული მედიკამენტების გვერდითი მოვლენები
• გარკვეული დაავადებები, როგორიცაა მაგ. დიაბეტი ან რევმატიული დაავადებები, იწვევს ასევე ლორწოვანი გარსის სიმშრალეს.  
• ოთახები, სადაც იყენებენ გამათბობელს და კონდიციონერს
• მტვერი და სხვა გამაღიზიანებელი ნივთიერებები
• ასაკთან დაკავშირებული ლორწოვანი გარსის სიმშრალე.
 
რეკომენდაციები და მკურნალობის შესაძლებლობები
მარილის (ნატრიუმის ქლორიდი) სამკურნალო ეფექტი ადამიანების მიერ უკვე საუკუნეებია გამოიყენება. მარილის შემცველ ზღვის ჰავაზე ან ისეთ კურორტებზე ყოფნა, სადაც მარილის შემცველი წყაროს წყალი შხეფსაცივარზე ორთქლდება, სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევაში იწვევს დაავადების შემსუბუქებას. სპრეიში შემცველი მარილები, მისი ჰიგროსკოპიული ზემოქმედების საფუძველზე ქმნის ტენიან გარემოს ცხვირის ღრუში.   
 
ნიზიტა დოზირებული სპრეი ფართოდ გამოყენება: 
პროფილაქტიკისთვის
• იცავს ცხვირის ლორწოვან გარსს მშრალი ჰაერის დროს გამოშრობისგან
• ხელს უშლის გამაღიზიანებელი ნივთიერებების კონტაქტს ცხვირის ლორწოვან გარსთან
 სამკურნალოდ
• ატენიანებს ცხვირის ლორწოვან გარსთან
• ფუფხებისა და ქერქის ფენების დასარბილებლად
• ჩვილებსა და ბავშვებში სურდოს დამხმარე მკურნალობისთვის
• აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას და ამის შედეგად შესაძლოა შემცირდეს ხვრინვა
შემდგომი მკურნალობა 
• ხელს უწყობს სურდოს, ცხვირიდან სისხლდენის დროს და ოპერაციების შემდეგ დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას.  
• ლორწოვანი გარსის სიმშრალის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე ნიზიტა ცხვირის მალამო.