ნოვო-ნეილ ემტრიქსი 10მლ ხსნარი

ნოვო-ნეილ ემტრიქსი

 

შემადგენლობა

ნოვო-ნეილ ემტრიქსი, 10 მლ

ინგრედიენტები

პროპილენგლიკოლი, შარდოვანა, რძემჟავა, წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი

აღწერა

ნოვო-ნეილ ემტრიქსი არის გამჭვირვალე, უფერო სითხე, რომელიც წარმოდგენილია პლასტმასის ტუბში სილიკონის ხუფით ფრჩხილზე წასმის გასაადვილებლად. ნოვო-ნეილ ემტრიქსი არ შეიცავს კონსერვანტებს და არომატიზატორებს. ინგრედიენტები სრულად ბიოდეგრადირებადია.

ჩვენება 

სოკოვანი ინფექციით (ონიქომიკოზი) ან ფსორიაზით დაინფიცირებული ფრჩხილების მკურნალობისთვის.

ნოვო-ნეილ ემტრიქსი აუმჯობესებს გაუფერულებული და დეფორმირებული ფრჩხილის გარეგნულ სახეს. ნოვო-ნეილ ემტრიქსს აქვს ფიზიკური კერატოლიზური მოქმედება და შლის სოკოს უჯრედს, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს ფრჩხილის სოკოვან ინფექციას.

ნოვო-ნეილ ემტრიქსი აუმჯობესებს ჰიდრატაციას, ფრთხილად ასწორებს ფრჩხილის ფირფიტის გარე შრეს და ინარჩუნებს ფრჩხილის კარგ მდგომარეობას ფრჩხილის მიკროგარემოს შეცვლით და მისი ზედაპირის მთლიანობის გაუმჯობესებით. ჩვეულებრივ, გაუმჯობესების პირველი ნიშნები აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირაში. კლინიკურ კვლევაში, მომხმარებელთა 76%-მა აღნიშნა ფრჩხილის გარეგნული სახის გაუმჯობესება  პირველივე კვირაში, ხოლო 92%-მა - 8 კვირაში.

გამოყენება

წაისვით ნოვო-ნეილ ემტრიქსი დაზიანებულ ფრჩხილზე დღეში ერთხელ, სასურველია საღამოს, ძილის წინ. მიმართეთ ტუბის წვერი ფრჩხილზე. მსუბუქად დააჭირეთ ტუბს და გაანაწილეთ ხსნარი წვერით. ყველა ფრჩხილი დაფარეთ ხსნარის თხელი ფენით. მნიშვნელოვანია, რომ ხსნარი ასევე მოხვდეს დაინფიცირეული ფრჩხილის ქვეშ არსებულ თავისუფალ სივრცეში. წასმის შემდეგ, ფრჩხილი უნდა გაშრეს რამდენიმე წუთის განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია საწყისი მდგომარეობის  სიმძიმეზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს 3-6 თვიანი მკურნალობა. ოპტიმალური შედეგისთვის, მკურნალობა გააგრძელეთ ნორმალური ფრჩხილის ამოსვლამდე.

არ წაუსვათ ნოვო-ნეილ ემტრიქსი ფრჩხილის ბუდეს დაზიანებული ფრჩხილი ან მისი ნაწილი მოცილების შემთხვევაში. მკურნალობის პერიოდში თავი შეიკავეთ ფრჩხილის ლაქის გამოყენებისგან, რადგან ნოვო-ნეილ ემტრიქსის სასურველი ეფექტი შეიძლება დაქვეითებული იყოს. ნოვო-ნეილ ემტრიქსი მოქმედებს მხოლოდ ადგილობრივად, და შესაბამისად, მისი გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ბავშვებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამიტომ, ბავშვებში მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მოერიდეთ თვალთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს. არ გამოიყენოთ ნებისმიერ ინგრედიენტზე ალერგიის შემთხვევაში.

შესაძლო გვერდითი მოქმედება

ზოგ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს ფრჩხილის გარშემო არსებული კანის დროებითი უმნიშვნელო გაღიზიანება და ფრჩხილის გაუფერულება. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს ფრჩხილის ამოვარდნა/მოცილება ფრჩხილის ბუდიდან (ონიქოლიზი), ფრჩხილის დაზიანებული ნაწილის აშრევების ჩათვლით.

ვარგისობის ვადა და შენახვა

გამოიყენეთ ტუბზე და გარე მუყაოს კოლოფზე მითითებულ თარიღამდე. შეინახეთ 2-25°C ტემპერატურაზე. დაიცავით მზის სინათლისგან და გაყინვისგან. შეინახეთ ბავშებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

“მწარმოებლის სიმბოლო“ მწარმოებელი

Moberg Pharma AB

Gustavslundsv. 42

SE-167 51 Bromma

შვედეთი

დისტრიბუტორი

ბერლინ-ხემი აგ, გლინიკერ ვეგ 125, 12489 ბერლინი, გერმანია

მოცემული ტექსტის რედაქტირების თარიღი: 02.04.2019

“CE სიმბოლო“ 2797