ოლო-ვანსი 2.22მგ/მლ3მლ თვ.წვ

ოლო-ვანსი 2.22მგ/მლ3მლ თვ.წვ

ოლო-ვანსი

 თვალის წვეთები

(ოლოპატადინის HCL)

 

შემადგენლობა

ყოველი მლ შეიცავს

ოლოპატადინის HCL (შიდა) - 2.22მგ

(ოლოპატადინის სახით  -  2მგ)

დამხმარე ნივთიერება (კონსერვანტი): ბენზალკონიუმის ქლორიდი (KP) - 0.1მგ

დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, დინატრიუმის ედეტატის ჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის ჰიდრატი, ჰიდროქლორმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

აღწერა

სუფთა, უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლში.

ჩვენება

ალერგიული კონიუნქტივიტის

დოზირება და მიღების წესი

1 წვეთი დღეში ერთხელ.

უკუჩვენება:

მოცემული პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

1. გვერდითი რეაქცია

1) გაციების და ფარინგიტის მსგავსი სიმპტომები შეინიშნებოდა 10% ინტენსივობით.

2) შემდეგი სახის გვერდითი რეაქციები შეინიშნებოდა პაციენტების <5%-ში .

* თვალის სიმპტომები: ბუნდოვანი მხედველობა, წვის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება. კონიუნქტივიტი, ქსეროფთალმია, გაღიზიანება, ჰიპერმგრძნობელობა, კერატიტი, ქუთუთოების შეშუპება, თვალის ტკივილი, ქავილი.

სხვა სიმპტომები: ასთენია, წელის ტკივილი, გრიპის მსგავსი სიმპტომები, თავის ტკივილი, ხველა, ინფექცია, გულისრევა, რინიტი, სინუსიტი, გემოს ცვლილება.

3) დამხმარე ნივთიერებები: მოცემული პრეპარატი შეიცავს ფოსფატს.

პაციენტებში რქოვანას ძლიერი დაზიანებით, ფოსფატიანი თვალის წვეთების გამოყენების შედეგად, ძალიან იშვიათად (<0.01%) შეინიშნებოდა რქოვანას კალციფიკაციის შემთხვევა.

3. სიფრთხილის ზოგადი  ზომები

1) არ გამოიყენოთ კონტაქტური ლინზების ტარების დროს.

2) ბენზალკონიუმის ქლორიდი მოცემულ პრეპარატში შეიძლება შეიწოვებოდეს კონტაქტურ ლინზებში.

4. ორსულობა და ლაქტაცია

1) ორსულობა

მოცემული პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ორსულებში მხოლოდ მაშინ, თუ პოტენციური სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე ან ემბრიონზე პოტენციურ რისკს.

2) ლაქტაცია

ოლოპატადინის იდენტიფიკაცია მოხდა დედის რძეში შეგნით მიღების შემდეგ. უცნობია ადგილობრივი გამოყენება თვალში იწვევს თუ არა საკმარის სისტემურ აბსორბციას, ადამიანების რძეში აღმოსაჩენი რაოდენობების წარმოსაქმნელად. თუმცა, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ოლოპატადინის ჰიდროქლორიდის ოფთალმოლოგიური ხსნარის გამოყენებისას ლაქტაციის დროს.

5. ამოყენება პედიატრიაში

უსაფრთხოება და ეფექტურობა 3 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში არ დადგენილა.

6. გამოყენება გერიატრიაში

არ შეინიშნებოდა უსაფრხთოებასა და ეფექტურობაში განსხვავება ხანდაზმულებსა და ახალგაზრდა პაციენტებს შორის.

7. ინფორმაცია პაციენტებისთვის

1) მოცემული პრეაპრატი გამოიყენება ადგილობრივად და არა საინექციოდ ან პერორალურად.

2) საწვეთურის თავის და ხსნარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, სიფრთხილეა საჭირო რომ არ შეახოთ ქუთუთოებს ან მიმდებარე ადგილებს. ბოთლი შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული როდესაც არ იყენებთ.

პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ კონტაქტური ლინზები თვალის გაწითლების შემთხვევაში.

შენახვის პირობები

შეინახეთ მჭიდრო კონტეინერში 2-25 ℃ ტემპერატურაზე.

შეფუთვა: 3მლ ბოთლი

მწარმოებელი

ჰანლიმ ფარმ. კო., ლტდ.

2-27, იეონგმუნ-რო, ჩეოინ-გუ, იონგინ-სი, გიეონგი-დო, კორეა

www.hanlim.com