პრეპარატის სავაჭრო დასახელება : ოქსოლინი
ქიმიური დასახელება : 1,2,3,4- ტეტრაოქსო -1,2,3,4- ტეტრაჰიდრონაფტალინდიჰიდრატი .
სამკურნალო ფორმა : 0.25% ნაზალური მალამო . 3%G გარეგანი გამოყენების მალამო .
შემადგენლობა : ტეტრაქსოლინი – 0.,25 გ ; 3,0 გ . დამხმარე ნივთიერებები : ვაზელინის ზეთი , ვაზელინი .
აღწერილობა : თეთრიდან ღია ყვითელ ფერამდე მალამო . შენახვისას დასაშვებია ვარდისფერი შეფერილობისწარმოქმნა .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ანტივირუსული საშუალება .
ათქ Q კოდი : [ J 05 ]
ფარმაკოლოგიური თვისებები :
ახასიათებს ანტივირუსული მოქმედება , აბლოკირებს გრიპის ვირუსის ( უპირატესად A2 ტიპის ) შეკავშირებისადგილს უჯრედული მემბრანის ზედაპირით , იცავს უჯრედებს მათში ვირუსის შეღწევისგან .
გამოყენების ჩვენებები :
კანის ვირუსული დაავადებები , ვირუსული რინიტები . გრიპის პროფილაქტიკა .
უკუჩვენებები
პრეპარატის ან მისი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა .
მიღების წესები და დოზირება :
ნაზალურად . გრიპის პროფილაქტიკა და ვირუსული რინიტის მკურნალობა : 0.25% მალამოს შეზელვა ცხვირისლორწოვან გარსში დღეში 2-3- ჯერ .
გარეგანად . ისვამენ კანის დაზიანებულ უბანზე დღეში 2-3- ჯერ .
მეჭეჭების მოსაცილებლად ისვამენ 3% მალამოს დღეში 2-3- ჯერ 2 კვირის -2 თვის განმავლობაში . მალამოს დადებისშემდეგ ზევიდან იდებენ გასანთლულ ქაღალდს .
გვერდითი მოვლენები :
ცხვირის ლორწოვანი გარსის წვის სწრაფად გამავალი შეგრძნება . რინორეა . მალამოს დადებისას პათოლოგიურადშეცვლილ კანზე ასევე ვითარდება წვის შეგრძნება .
გამოშვების ფორმა :
0.25% და 3% 10 გ მალამო ტუბებში . თითოეულ ტუბს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოსკოლოფში .
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 10 ° C- ზე , ბავშვებისგან მიუწევდომელ ადგილას .
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე .