ოტიზოლი 15მლ ყურის წვეთები

ოტიზოლი
(OTIZOL)


შემადგენლობა:
1 მლ შეიცავს: ანტიპირინი 50 მგ, ბენზოკაინი 50 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 1,25 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფატი, პროპილენგლიკოლი.

წამლის ფორმა:

ყურის წვეთები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში. ანტიპირინი ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო, ბენზოკაინი -  ადგილობრივ  ტკივილგამაყუჩებელ, ხოლო ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჩვენება:

მწვავე შუა ყურის ანთება (ოტიტი), ბაროტრავმით გამოწვეული ოტიტი, პოსტტრავმული ოტიტი.

უკუჩვენებები:

ინფექციით  ან ტრავმით გამოწვეული ყურის დაფის აპკის პერფორაცია, მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა  პრეპარატის  კომპონენტების მიმართ, საბავშვო  ასაკი 6 თვემდე.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:

პრეპარატის გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ სახურავი ფლაკონს და მოათავსეთ   მუყაოს შეფუთვაში (სინათლისაგან დაცვის მიზნით).
პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პრეპარატის სარგებელი  აჭარბებს  ნაყოფისთვის მიყენებულ  პოტენციურ რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ოტიზოლის ადგილობრივი გამოყენებისას არ არის  გამოვლენილი  პრეპარატის ურთიერთქმედება ერთდროულად დანიშნულ ანალგეზიურ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ადგილობრივი და სისტემური გამოყენების ანტისეპტიკებთან.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვილ ბავშვებში 6 თვის  ასაკიდან  ენიშნებათ  1-2 წვეთი,  ბავშვებში 1 წლიდან  2-3 წვეთი, მოზრდილებში 3-4 წვეთი 3 ჯერ დღეში. პრეპარატს აწვეთებენ გარეთა სასმენ მილში, წვეთობით, პიპეტის მეშვეობით.
მკურნალობის ხანგრძლივობა  3-10 დღე.

დოზის გადაჭარბება:

ამ ან ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალებების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მომატებული მგრძნობელობით პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (წვის შეგრძნება, ჰიპერემია, გამონაყარი კანზე).

შენახვის ვადა და პირობები:

15-30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ფლაკონის გახსნის შემდეგ  მედიკამენტის  ვარგისიანობის ვადა შეადგენს 2 თვეს.

გაცემის პირობები

ურეცეპტოდ

მწარმოებელი  კომპანიის  დასახელება,
მწარმოებელი ქვეყანა:
SAGMEL INC. Chicago,USA.
1580 Sout Milwaukee Avenue, Suit 218,
Libertyville, IL 60048.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ მისამართს:
Bayer Consumer Care AG
საქართველო  ქ. თბილისი
მისამართი: ზემო ვეძისის N69
ტელ:  +995 32 30 80 87

+995 32 30 97 57