პელოიდოდესტილატა 1მლ #10ა

პელოიდოდისტილატი


ზოგადი დახასიათება:

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: უფერო, გამჭვირვალე სითხე PH 7,2-9,5;

შემადგენლობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს 1მლ გადამუშავებული ლიმანის ტალახი;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი.

გამოშვების ფორმა: საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ბიოგენური სტიმულატორი.
ათქ კოდი A16A X 10.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პელოიდოდისტილატი მიეკუთვნება ცვლის პროცესების მარეგულირებელ, ნაწილობრივ ბიოგენურ სტიმულატორს. პრეპარატს ორგანიზმის მიმართ გააჩნია არასპეციფიკური მასტიმულირებელი მოქმედება. იგი ქსოვილებში პათოლოგიური ცვლილებების დროს აჩქარებს რეგნერაციისა და შეწოვის პროცესებს.
 
ფარმაკოკინეტიკა: არ არის შესწავლილი.

გამოყენების ჩვენება: პელოიდოდისტილატი ინიშნება ბლეფარიტების, კონიუქტივიტების, კერატიტების, მინისებრი სხეულის შემღვრევის, მიოპური ქორიორეტინიტის, ირიტის დროს.

მიღების წესი და დოზირება: პელოიდოდისტილატი შეჰყავთ კანქვეშ (იმ დაავადებების კუპირებისათვის, რომლებიც გამოწვეულია 0,5 მლ 0,5% ნოვოკაინის ხსნარის წინასწარი შეყვანით).
მოზრდილებში ინიშნება 1 მლ ყოველდღიურად (მქსიმალური დღეღამური დოზა ტოლია 3-4 მლ-ის). 5 წლამდე ასაკის ბავშვებში შეჰყავთ 0,2-0,3 მლ, 5 წლის ასაკის ზევით ბავშვებში – 0,5 მლ.
მკურნალობის კურსი შეადგენს 30-35 ინექციას. აუცილებლობისას მკურნალობის კურსს იმეორებენ 2-3 თვის შემდეგ.
 
გვერდითი მოვლენები: მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება აღინიშნოს კანზე გამონაყარი; ხანდახან - სხეულის ტემპერატურის მომატება.
 
წინააღმდეგჩვენება: ნეფროზონეფრიტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემების მძიმე ფორმის დაავადებები, სხვადასხვა წარმოშობის ჰიპერტენზია, ორსულობა, კუჭ-ნაწლავის ტარქტის ფუნქციის მწვავე დარღვევები.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის დადგენილი.

ჭარბი დოზირება: არ არის აღწერილი.


ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა 4 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა: 1 მლ ხსნარი ამპულებში, N10 ამპულა ყუთში, 10 (5X2) კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში.

მწარმოებელი ფირმა: “ბიოსტიმულატორი” (უკრაინა)