Pikovit®
პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: პიკოვიტი®
წამლის ფორმა: საბავშვო სიროფი
შემადგენლობა
5 მლ (1 კოვზი) სიროფი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
Retinolum (ვიტამინი A) 900 სე
Cholecalciferolum (ვიტამინი D3) 100 სე
Ribpflavinum (ვიტამინი B2) 1 მგ
Pyridoxini chloridum (ვიტამინი B6) 0.6 მგ
Thiamini nitras (ვიტამინი B1) 1 მგ
Cianocobalaminum (ვიტამინი B12) 1 მკგ
Acidum ascorbicum (ვიტამინი C) 50 მგ
Nicotinamidum (ვიტამინი PP) 5 მგ
D-Panthenol (დ-პანთენოლი) 2 მგ
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, ხელოვნური საკვები საღებავები 0.0015%, ნატურალური არომატული ნივთიერებები 0.5%, ნატრიუმის ბენზოატი 0.11%.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება. პოლივიტამინები.
ათქ კოდი: A11B.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პიკოვიტი საბავშვო სიროფია, შეიცავს ვიტამინების კომპლექსს, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების მნიშვნელოვან ფაქტორებს.
ვიტამინი A მონაწილეობს სხვადასხვა ნივთიერებების სინთეზში (ცილები, ლიპიდები, მუკოპოლისაქარიდები) და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსების, ასევე მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციას.
ვიტამინი D3 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ბალანსის შესანარჩუნებლად. მისი უკმარისობისას მცირდება კალციუმის შემცველობა ძვლის ქსოვილში (ოსტეოპოროზი).
ვიტამინი B1 აწესრიგებს გულის მუშაობას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B2 ხელს უწყობს ქსოვილების, მათ შორის კანის უჯრედების რეგენერაციის
პროცესებს.
ვიტამინი B6 ხელს უწყობს ძვლების, კბილების, ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას; ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B12 მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას.
B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტების წარმოქმნაში, რომლებიც არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.
ვიტამინი C მონაწილეობს რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჟანგვაში, შემაერთებელ ქსოვილში ცვლის, ნახშირწყლების ცვლის, სისხლის შედედებისა და ქსოვილების რეგენერაციის რეგულირებაში, ასტიმულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, აწესრიგებს კაპილარების გამტარობას. ვიტამინი C აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, ასუსტებს ანთებით რეაქციებს.
ვიტამინი PP და D-პანთენოლი - კოფერმენტებია, რომლებიც მონაწილეობენ ცილის მეტაბოლიზმში, ქოლესტერინისა და ცხიმოვანი მჟავების სინთეზში, ენერგიის პროდუცირებაში და აუცილებელნი არიან ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
გამოყენების ჩვენებები
საბავშვო სიროფი პიკოვიტი გამოიყენება როგორც პროფილაქტიკური საშუალება იმ მდგომარეობებისას, რომლებსაც თან ახლავს ვიტამინების დეფიციტი ორგანიზმში: სკოლამდელი ასაკის ბავშვებში გადაღლა, მაღალი ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური დატვირთვა, უმადობა და არარეგულარული, არასრულფასოვანი ან ერთფეროვანი კვების რაციონი, გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ, ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაძლიერებლად ინფექციური და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ, კომპლექსურ თერაპიაში ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენებისას.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. შაქრიანი დიაბეტი (საბავშვო პიკოვიტის 5 მლ სიროფი 3 გ შაქარს შეიცავს).
განსაკუთრებული მითითებები
შესაძლებელია შარდის ყვითლად შეღებვა – აბსოლუტურად უვნებელია და აიხსნება პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით. პიკოვიტის გამოყენება ვიტამინების შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად რეკომენდებული არ არის.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი შიგნით მიიღება.
1-3 წლის ბავშვები: რეკომენდებულია დღეში 2 კოვზი (10 მლ) სიროფის მიცემა.
4-6 წლის ბავშვები: 1 კოვზი სიროფი დღეში 3-ჯერ (15 მლ) სიროფი დღე-ღამეში.
7-14 წლის ბავშვები: 1 კოვზი სიროფი დღეში 3-4-ჯერ (15-20 მლ) სიროფი დღე-ღამეში.
სიროფის მიცემა შეიძლება კოვზით ან მისი შერევა ჩაისთან, წვენში ან ხილის პიურეში.
უმადობის შემთხვევაში სიროფი მიიღება ყოველდღე 1 თვის განმავლობაში.
გამოყენების განმეორებითი კურსი ტარდება 1-3 თვეში ან ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი ეფექტები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ვიტამინი C აძლიერებს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების გვერდით მოქმედებასა და ეფექტებს (მათ შორის შარდში კრისტალების წარმოქმნა).
გამოშვების ფორმა
მუქი შუშის ფლაკონები 150 მლ და 100 მლ სიროფით.
1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში კომპლექტში დოზირებულ კოვზთან.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა.
2 წელი.
პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.
გაცემის პირობები.
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი.
კრკა, დ.დ., სმარჟესკა 6, 8501 ნოვო მესტო სლოვენია.