პინოსოლი 10მლ ცხვირის წვეთები

პინოსოლი 10მლ ცხვირის წვეთები

პინოსოლი®

სავაჭრო დასახელება: პინოსოლი®
სამკურნალო ფორმა: ნაზალური წვეთები

აღწერილობა
გამჭვირვალე სითხე მოცისფროდან მწვანე-ლურჯ ფერამდე, მენთოლ-ევკალიპტის სუნით.

შემადგენლობა
პრეპარატის 10 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
• ჩვეულებრივი ფიჭვის ზეთი – 0,3752 გრ
• ევკალიპტის ზეთი – 0,0500 გრ
• თიმოლი – 0,0032 გრ
• ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი – 0,1700 გრ
• ბაღის პიტნის ზეთი – 0,1000 გრ
• გუაიაზულენი – 0,0020 გრ
დამხმარე ნივთიერებები:
ბუტილოქსიანიზოლი, ლაბრაფილი M, რაფსის ზეთი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მცენარეული წარმოშობის ანტიკონგესციური საშუალება
კოდი ATC: R01 A

ფარმაკოლოგიური თვისებები
გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება

ჩვენებები
• მწვავე რინიტი;
• ქრონიკული ატროფიული რინიტი;
• ცხვირისა და ცხვირხახას ლორწოვანი გარსების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც ცხვირის ლორწოვანი გარსების სიმშრალე ახლავს თან;
• ცხვირის ღრუს პოსტოპერაციული მდგომარეობები ექიმის დანიშნულებით (სტაციონარის პირობებში ან ამბულატორიულად).

უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ალერგიული რინიტი, 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გამოყენების მეთოდები და დოზები
ადგილობრივად. უფროსებს პრეპარატს უწვეთებენ პირველ დღეს 1-2 წვეთს ყოველ ნესტოში 1-2 საათიანი ინტერვალით. მომდევნო დღეებში 1-2 წვეთი ყოველ ნესტოში 3-4ჯერ დღეში. ბავშვებს უწვეთებენ 1-2 წვეთს 3-4-ჯერ დღეში ან იყენებენ ბამბის ტამპონს.
შესაძლებელია საინჰალაციო პრეპარატის გამოყენება, ამისათვის 2 მლ-ს (50 წვეთს) აწვეთებენ ინჰალატორში.
ინჰალაციის ჩატარება რეკომენდებულია 2-3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 5-7 დღეა.

გვერდითი მოვლენები
ქავილი, წვა, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება ან ჰიპერემია. არასასურველი მოვლენების ან სხვა უჩვეოლო რეაქციების განვითარებისას, რომლებიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

ჭარბი დოზირება
ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი დოზირების საფრთხე მინიმალურია.

გამოშვების ფორმა
ყავისფერი ფერის შუშის 10 მლ-იან ფლაკონებში, რომლებსაც თან ახლავს რეზინის პიპეტები S
ANO სახურავით. ყოველი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
150-დან 250C-მდე ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი
ზენტივა ა.ს., სლოვაკეთის რესპუბლიკა