პიპოლფენი 25მგ #20დრ

პიპოლფენი
PIPOLFEN


პიპოლფენის დრაჟე
ყოველი დრაჟე შეიცავს 25 მგ აქტიურ ნივთიერებას _ პრომეთაზინის ჰიდროქლორიდს. დრაჟე ასევე შეიცავს: სტეარინის მჟავას, მაგნიუმის სტეარატს, ჟელატინს, ტალკს, სახამებელს, ლაქტოზას, საღებავ არიავიტ ლურჯს, გლიცერინს, ტიტანის ორჟანგს, მაკროგოლს, საქაროზას.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.
ათქ კოდი R06AD02

გამოყენების ჩვენებები:
პრომეთაზინი - ფენოთიაზინის წარმოებულია, რომელიც ძირითადად გამოიყენება, როგორც ანტიჰისტამინური პრეპარატი.
მას გამოიყენებენ ალერგიის სამკურნალოდ (მაგალითად: რინიტი, კონიუნქტივიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება და დერმოგრაფიზმი) მოზრდილებსა და ბავშვებში. შესაძლებელია მისი გამოყენება განმეორებადი ღებინების (მათ შორის ქირურგიული ოპერაციებისა და ზოგადი ანესთეზიის შემდეგ) და ტრანსპორტით მგზავრობასთან დაკავშირებული “მოძრაობითი დაავადების” სამკურნალოდ.

უკუჩვენებები:
- ალერგია, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტის მიმართ;
- ანტიდეპრესანტების მიღებისას მონოამინოქსიდაზის (მაო) ინჰიბიტორების ჯგუფიდან;
- ღვიძლის დაავადების დროს;
- ორსულობის, მისი დაგეგმვის ან ბავშვის ძუძუთი კვების დროს.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია უგონოდ მყოფ ავადმყოფებში ან ალკოჰოლური სიმთვრალის დროს!
იგი არ ენიშნებათ ბავშვებს 6 წლამდე!

განსაკუთრებული მითითებები:
- უკიდურესი სიფრთხილეა აუცილებელი ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენების დროს (განსაკუთრებით მაღალი დოზებით) მძიმე არასასურველი ეფექტების განვითარების მომატებული რისკის გამო.
- ბავშვებში პიპოლფენის გამოყენება საჭიროა სიფრთხილით, სანამ არ არის გარკვეული დაავადების ზუსტი დიაგნოზი. არადიაგნოსტირებული ენცეფალოპათიის სიმპტომები და რეის სინდრომი შეიძლება შეცდომით იყოს შეფასებული, როგორც პიპოლფენის გვერდითი ეფექტების გამოვლენა.
- განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა იყოს დაცული პრეპარატის დანიშვნის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში.
- პრეპარატი ამცირებს კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული იმ ავადმყოფების მკურნალობისას, რომლებსაც გააჩნიათ კრუჩხვებისადმი მიდრეკილება, ან რომლებიც პრომეთაზინთან ერთად იღებენ ანალოგიური მოქმედების სხვა პრეპარატებს.
- შეიძლება გართულდეს ზოგიერთი დაავადების მიმდინარეობა (დახურულკუთხოვანი გლაუკომა, კუჭის სტენოზირებადი წყლული, შარდის ბუშტის ყელის სტენოზი და/ან წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია). რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი დაავადების არსებობისას, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
- პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ასთმისა ან სასუნთქი ორგანოების მძიმე დაავადებებისას.
- პრომეთაზინის მიღების დროს შესაძლოა დიაგნოსტიკური ალერგიული ტესტების ან ორსულობაზე ტესტების მცდარი უარყოფითი, ან მცდარი დადებითი შედეგები.
- დრაჟეს მასა შეიცავს ლაქტოზას, ხოლო გარსი _ საქაროზას. რის გამოც შაქრის აუტანლობისას, აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე საჭიროა ექიმის ინფორმირება. (პრეპარატი არ შეიძლება დაენიშნოთ პაციენტებს ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრული აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევითა და, ასევე, საქარაზა/იზომალტაზას უკმარისობით).

პიპოლფენის გამოყენება არ შეიძლება ალკოჰოლთან ერთად

ორსულობა და ძუძუთი კვება
პიპოლფენის გამოყენებაზე კონტროლირებადი კვლევების არ არსებობის გამო იგი არ არის რეკომენდირებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
პრეპარატის აქტიური ნივთიერება - პრომეთაზინი - ამცირებს პაციენტთა გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, რის გამოც მკურნალობის საწყის პერიოდში აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა. შემდგომში შეზღუდვები განისაზღვრება ინდივიდუალურად.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
აუცილებელია ექიმის ინფორმირება ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებს პაციენტი ამჟამად, ან რომელსაც ღებულობდა, თუნდაც რეცეპტის გარეშე.
აღნიშნული ეხება ასევე იმ პრეპარატებს, რომლის მიღებასაც პაციენტი გეგმავს მომავალში.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
- სედატიური, საძილე საშუალებები, ნარკოტიკები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ტრანკვილიზატორები აძლიერებენ პიპოლფენის დამთრგუნველ ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს). ამიტომ რეკომენდირებულია ამ პრეპარატების დოზის შემცირება;
- პიპოლფენი აძლიერებს ანტიქოლინერგული პრეპარატების მოქმედებას;
- ადრენალინთან ერთდროულად შეყვანის დროს შეიძლება განვითარდეს ტაქიკარდია (პრომეთაზინი ახდენს ალფა-ადრენორეცეპტორების ბლოკირებას და ასუსტებს ადრენალინის პრესორულ ეფექტს);
- ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (პიპოლფენი აძლიერებს მათ მოქმედებას);
- პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს (პიპოლფენი ზრდის ცნს-ის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს).

მიღების წესი და დოზირება:
ჩვეულებრივი დოზები
მოზრდილები
ალერგიის დროს: შეიძლება დაინიშნოს 12.5 მგ 3-4-ჯერ დღეში ან 25 მგ საღამოს.
ინიშნება უმცირესი ეფექტური დოზა.
გულისრევისა და ღებინების პროფილაქტიკისათვის: ჩვეულებრივ, ეფექტურია ერთჯერადი დოზა 25 მგ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება 12,5-25 მგ-ის მიღება ყოველ 4-6 საათში.
მგზავრობის დროს გულისრევისა და “მოძრაობითი დაავადების” პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 25მგ-ს 2-ჯერ დღეში, რომლის მიღება რეკომენდირებულია მგზავრობამდე 30 წუთით - 1 საათით ადრე, რის შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის განმეორება 8-12 საათში.
პრომეთაზინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 150მგ-ს.
ბავშვები
მისი პერორალური მიღება რეკომენდირებულია ბავშვებისათვის მხოლოდ 6 წლის ზემოთ ასაკში.
აუცილებლობის შემთხვევაში, ბავშვებს 4-16 წლის ასაკში შეიძლება დაენიშნოთ 25მგ 3-4-ჯერ დღეში.
პიპოლფენის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი ეფექტის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება.

ჭარბი დოზირება
პიპოლფენის დანიშნულზე მეტი დრაჟეს მიღებისას დაუყოვნებლივ საჭიროა მიმართვა უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. აუცილებელია ინსტრუქციის და დარჩენილი დრაჟეების თან ქონა ექიმის ინფორმირებისთვის.
ჭარბი დოზირების სიმპტომები: ძილიანობა, დეზორიენტაცია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, კოლაფსი, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, კრუნჩხვები, სუნთქვის დათრგუნვა და კომა.
მკურნალობა: ანტიდოტის არ არსებობის გამო ინიშნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. შეიძლება აქტივირებული ნახშირის მიცემა და/ან კუჭის ამორეცხვა. გამოხატული ჰიპოტენზიის მკურნალობა შეიძლება ნორადრენალინისა ან ფენილეფრინის შეყვანით. ადრენალინს შეუძლია ჰიპოტენზიის გამაძლიერებელი პარადოქსული ეფექტის გამოწვევა.
კრუნჩხვები უნდა მოიხსნას ბენზოდიაზეპინების შეყვანით.
დიალიზი უსარგებლოა.

პიპოლფენის მიღების დავიწყებისას
არ მიიღება გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ექიმი განსაზღვრავს პიპოლფენით მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას.

გვერდითი მოვლენები
- ტუჩების ან ხახის შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით,
- კოლაფსი
აღნიშნული გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა, მაგრამ ვითარდება იშვიათად. მათი გამოვლენა შეიძლება აღნიშნავდეს, რომ პაციენტს აქვს ძლიერი ალერგიული რეაქცია პიპოლფენზე, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

პიპოლფენის მიღების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა:
- ნევროლოგიური: სედატიური ეფექტი, ძილიანობა, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემა: შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება.
- კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, პირის სიმშრალე.
- სისხლმბადი სისტემა: იშვიათად აღინიშნება თრომბოციტოპენია და/ან ლეიკოპენია
- სხვა: გამონაყარი კანზე და/ან ფოტოსენსიბილიზაცია.

გამოშვების ფორმა
პრეპარატის 20 დრაჟე ბლისტერში, 25 ბლისტერი – სულ 500 დრაჟე – მიღების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15 - 250C, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა ნაჩვენებია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე ნაჩვენები ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით

მწარმოებელი
ფარმაცევტული ქარხანა ეგისი ს.ს.
უნგრეთი