პ ი რ ა ც ე ტ ა მ ი 400 მგ
გენერიული დასახელება:
Piracetanum
წამლის ფორმა:
ტაბლეტები და კაფსულები.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ პირაცეტამს;
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, მაგნიუმის ფუძე კარბონატი, პოლივინილპიროლიდონი, შაქარი, ტიტანის ორჟანგი, სილიციუმის ორჟანგი, ფქვილი, ფუტკრის ცვილი, საღებავები – E 104 და E110.
დამხმარე ნივთიერებები:
კალციუმის სტეარატი, მაგნიუმის ფუძე კარბონატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნოოტროპული საშუალება.
ჩვენება:
პირაცეტამი გამოიყენება ნევროლოგიურ, ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ პრაქტიკაში.
პირაცეტამი ნევროლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებებისას (ათეროსკლეროზი, სისხლძარღვოვანი პარკინსონიზმი), რომლებიც ვლინდება ცერებრული-სისხლძარღვოვანი ქრონიკული უკმარისობით, მეხსიერების, ყურადღების, მეტყველების დარღვევით, თავბრუსხვევითა და თავის ტკივილით, თავის ტვინში სისხლმიმოქცევის ცვლილებით, თავის ტვინის ტრავმისა და ინტოქსიკაციის შემდეგ კომატოზური და სუბკომატოზური მდგომარეობის დროს, აგრეთვე ზემოთაღნიშნული მდგომარეობების დროს აღდგენითი თერაპიის მიზნით პაციენტის ფსიქიური აქტივობისა და მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით. პირაცეტამი გამოიყენება აგრეთვე ნერვული სისტემის დაავადებებისას, რომელთა თანმხლებია ინტელექტუალური ფუნქციების და ემოციური სფეროს დარღვევები.
ფსიქიატრიულ პრაქტიკაში პირაცეტამი გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სხვადასხვა წარმოშობის ნერვულ-დეპრესიული მდგომარეობები, რომლის თანმხლებია ადინამიის ნიშნები, ასთენიური, სენესტო-იპოქონდრული დარღვევები, იდეატორული ხასიათის შეკავება, აგრეთვე დუნე აპათიური დეფექტური მდგომარეობისას შიზოფრენიით შეპყრობილ პაციენტებში, სხვადასხვა ეტიოლოგიის ფსიქოორგანული სინდრომებისას, სენილური ატროფიული პროცესების, სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების კომპლექსური თერაპიისათვის. პირაცეტამი აგრეთვე დამხმარე საშუალების სახით გამოიყენება დეპრესიული დაავადებების სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც ანტიდეპრესიული სამკურნალო საშუალებების მიმართ გააჩნიათ რეზისტენტობა, აგრეთვე როდესაც ნეიროლეფსიური და სხვა ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების მიმართ გააჩნიათ აუტანლობა, იგი ასევე გამოიყენება ზემოთაღნიშნული სამკურნალო საშუალებების მოქმედებით გამოწვეული სომატოვეგეტატური, ნევროლოგიური ან ფსიქიური გართულებების აღმოფხვრის მიზნით. პირაცეტამი როგორც დამხმარე საშუალება შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ეპილეფსიის დროს.
პირაცეტამი ნარკოლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება აბსტინენციის სინდრომის მოსახსნელად პრე და დელირიოზული მდგომარეობისას ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის შემთხვევაში, აგრეთვე ალკოჰოლით, მორფინით, ბარბიტურატებით მოწამვლის შემთხვევაში. პირაცეტამი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს გამოიყენება ფსიქიური უნარის მყარი დარღვევის (ასთენიის) მდგომარეობის შესამცირებლად.
პრეპარატი პედიატრიაში გამოიყენება შესწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად და თავის ტვინის პერინატალური დაზიანების ნარჩენი მოვლენების ლიკვიდაციისათვის: სამშობიარო ტრავმის დროს, რომლებიც გამოწვეულია ინფექციებით, ჰიპოქსიით, აგრეთვე ოლიგოფრენიის დროს, გონებრივი განვითარების შეფერხებით, ბავშვებში ცერებრული დამბლით.
პირაცეტამი გერონტოლოგიურ პრაქტიკაში კომპლექსურ თერაპიაში გამოიყენება მოხუცთა დემენციის (მათ შორის ალცჰაიმერის დაავადება) სამკურნალოდ.
წინააღმდეგჩვენება:
პირაცეტამის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, აგრეთვე თირკმელების უკმარისობა, დეპრესია და მოუსვენრობა (აჟიტირებული დეპრესია), ჰანტინგტონის დაავადება, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 1 წლამდე ასაკის ბავშვები.
გვერდითი მოვლენები:
პირაცეტამს ჩვეულებრივ კარგად იტანენ პაციენტები. გვერდითი მოვლენები ძირითადად აღინიშნება დღეში 5 გ-ზე მეტი დოზის მიღებისას და ხანდაზმულ პაციენტებში. ზოგიერთ პაციენტებში შესაძლებელია მომატებული გაღიზიანებადობა, აგზნება, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები, სექსუალური სტიმულაცია, მოძრაობის აქტივობის მომატება, ხანდაზმულ პაციენტებში იშვიათად მოსალოდნელია კორონარული უკმარისობის გამოვლენა. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
პირაცეტამის გამოყენებისას, განსაკუთრებით გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვებში შესაძლებელია აფორიაქება, მოუსვენრობა, მოძრაობის გააქტივება, ყურადღების კონცენტრაციის მოდუნება, გაუწონასწორებელი მდგომარეობა, გაღიზიანებადობა, კონფლიქტურობა. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
შესაძლებელია პირაცეტამის ურთიერთქმედება ცნს-ის მასტიმულირებელ, ასევე ნეიროლეფსიურ (ჰიპერკინეზის გაძლიერება) საშუალებებთან, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან, მისი ჰიპოფუნქციის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
პირაცეტამი ჩვეულებრივ მიიღება პერორალურად ჭამამდე საწყისი დოზით 1,2 გ-დან (400 მგ 3-ჯერ დღეში) 2,4 გ-მდე, ხანდახან დღეღამეში 3,2 გ-მდე ან მეტი. აღნიშნული დოზის მიღების შემთხვევაში მკურნალობის ეფექტი როგორც წესი აღინიშნება 2-3 კვირის შემდეგ. შემდგომში დოზას ამცირებენ 1,2-1,6 გ-მდე (400 მგ 3-4-ჯერ დღეში). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2-3 კვირიდან 2-6-თვემდე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ 6-8 კვირის შემდეგ. პირაცეტამით მკურნალობის დროს შესაძლებელია ფსიქოტროპული, გულ-სისხლძარღვთა და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება.
თავის ტვინის მწვავე დაზიანების სამკურნალოდ პირაცეტამი მიიღება სხვა დეზინტოქსიკაციურ მეთოდებსა და აღდგენით თერაპიასთან კომბინაციაში, ხოლო ფსიქოზური მდგომარეობის სამკურნალოდ – შესაბამის ფსიქოტროპულ საშუალებებთან ერთად.
ბავშვებში პირაცეტამი გამოიყენება ყოველდღე 30-50 მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით დღეში 2-ჯერ დილას და შუადღისას. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი მიიღება 3-ჯერ დღეში 200 მგ-ის ოდენობით (დღეღამეში 800 მგ-ის ოდენობით). 5-დან 16 წლამდე ბავშვებში – 400 მგ დღეში 3-ჯერ (მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 1,8 გ-ს). აუცილებლობის შემთხვევაში მრავალწლიანი მკურნალობის დროს რეკომენდებულია ერთი წლის განმავლობაში 2-3 მკურნალობის კურსის ჩატარება.
იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნა მიღებული მორიგი დოზა, მაშინ მკურნალობის კურსს აგრძელებენ ადრე დანიშნული დოზის მიხედვით. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატი პრაქტიკულად არ არის ტოქსიკური. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების განვითარება.
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:
ცნს-ის მხრივ გვერდითი მოვლენების მქონე პირებს პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებების მართვისას სიფრთხილე მართებთ.
ვარგისიანობის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე. მასზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას
შეფუთვა:
შემოგარსული ტაბლეტი #10,60 ან 120 შეფუთვაში.
#10 კაფსულა კონტურულ შეფუთვაში, #10 ამ #60 კაფსულა შეფუთვაში.
მწარმოებელი:
“ოლაინფარმა” (ლატვია)