საინექციო პლაზმოლი
ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის, გამჭვირვალე ან ოპალესციური სითხე სპეციფიკური სუნითა და ოდნავ მარილის გემოთი, წყალში ხსნადი pH 6,7-7,0;
შემადგენლობა:
1 ამპულა შეიცავს 1 მლ ადამიანის დონორის სისხლის ექსტრაქტს.
დამხმარე ნივთიერება:
ნატრიუმის ქლორიდი.
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საჭმლისმომნელებელი სისტემაზე და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება ბიოგენური სტიმულატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პლაზმოლი მიეკუთვნება ბიოგენურ სტიმულატორს, რომელსაც გააჩნია არასპეციფიკური მადესენსიბილიზებელი მოქმედება და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
ფარმაკოკინეტიკა:
არ არის შესწავლილი.
ჩვენება:
პლაზმოლი ინიშნება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ბრონქული ასთმის, რადიკულიტის, ნევრალგიების, ტკივილით მიმდინარე ნევრიტების, აგრეთვე ქრონიკული ანთებითი პროცესების, ართრიტებისა და პოლიართრიტების სამკურნალოდ.
გამოყენების წესი და დოზირება:
პლაზმოლი შეჰყავთ კანქვეშ. მოზრდილებში ინიშნება დოზით 1 მლ ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით. მკურნალობის კურსი საშუალოდ შეადგენს 10 ინექციას.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება, რომელიც ვლინდება კანზე გამონაყარისა და ქავილის სახით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის შესწავლილი
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგჩვენება გულის დეკომპენსაციის, ნეფრიტის, ენდოკარდიტის, ენდომიოკარდიტისა და ტუბერკულოზის დროს.
ჭარბი დოზირება:
კანის მხრივ რეაქციების-ქავილის, კანზე გამონაყარის დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
გამოყენების თავისებურებანი:
პრეპარატის გამოყენებისას დაუშვებელია თერაპიის ფიზიკური მეთოდების – კვარცის, სოლუქსისა და დიათერმიის გამოყენება.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას +4-დან +10° C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
აფთიაქიდან პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.
შეფუთვა:
1 მლ პრეპარატი ამპულაში 10 ამპულა კოლოფში.
მწარმოებელი:
კიევის ბაქტერიული პრეპარატების წარმოების სახელმწიფო დაწესებულება “ბიოფარმი” (უკრაინა)