პოლიოქსიდონი ამპ 0,003
სავაჭრო სახელწოდება: პოლიოქსიდონი
ქიმიური სახელწოდება: 1,4 ეთილენპიპერაზინის N-ოქსიდის სოპოლიმერი და (N-კარბოქსიეთილ)-1.4-ეთილენპიპერაზინის ბრომიდი
წამლის გამოშვების ფორმა: ადგილობრივი გამოყენების საინექციო ხსნარის დასამზადებელი ლიოფილიზატი
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება – 3 მგ პოლიოქსიდონი
შემავსებლები: მანიტოლი, პოვიდონი, ბეტაკაროტენი – 4.5-9,გ-მდე
აღწერილობა: თეთრი ფერის მოყვითაო ელფერის მქონე ფოროვანი მასა. პრეპარატი ჰიგროსკოპიულია და ფოტომგრძნობიარე
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნომოდულაციური საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები. პოლიოქსიდონს გააჩნია იმუნომოდულაციური მოქმედება; იგი ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ლოკალური და გენერალიზებული ინფექციების მიმართ. პოლიოქსიდონის იმუნომოდულაციური მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს ფაგოციტურ უჯრედებსა და ბუნებრივ ქილერებზე ზემოქმედება, აგრეთვე მას ანტისხეულების პროდუცირების სტიმულაციის უნარიც გააჩნია.
იგი აღადგენს სხვადასხვა ინფექციებით, ტრამვებით, დამწვრობებით, ავთვისებიანი სიმსივნეებით, ქირურგიული ჩარევების შემდგომი გართულებებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენებით (მათ შორის ციტოსტატიკებითა და სტეროიდული ჰორმონებით) გამოწვეული მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობების დროს იმუნურ რეაქციებს.
იმუნომოდულაციური მოქმედების გარდა, პოლიოქსიდონს გააჩნია დეტოქსიკაციის გამოხატული უნარი, რასაც განსაზღვრავს პრეპარატის სტრუქტურა და მაღალმოლეკულური აღნაგობა. იგი ზრდის უჯრედთა მემბრანების მდგრადობას სამკურნალო პრეპარატებისა და ქიმიური ნაერთების ციტოტოქსიურ მოქმედების მიმართ.
კომპლექსურ თერაპიაში პოლიოქსიდონის გამოყენება ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ამცირებს მის ხანგრძლიოვობას, პრეპარატის მოქმედების წყალობით იქმნება ანტიობიოტიკების, ბრონქოლიტიკების, გლუკოკორტიკოსტეროიდების რაოდენობის შემცირების შესაძლებლობა. აგრეთვე ხანგრძლივდება რემისიის პერიოდი.
პრეპარატი ხასიათდება კარგი ტოლერანტობით. მას არ გააჩნია მიტოგენური, პოლიკლონალური აქტივობა, ანტიგენური თვისებები, არ აქვს ალერგიული, მუტაგენური, ემბრიოტოქსიური და კანცეროგენული მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა. პოლიოქსიდონი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით (89%), სისხლში მაქსიმალურ კონცენტრაციის მიღწევის დრო პრეპარატის ინტრამუსკულარული მიღების შემთხვევაში შეადგენს 40 წუთს. იგი სწრაფად ვრცელდება ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებსა და ორგანოებში. ნახევრადგავრეცელების პერიოდი პრეპარატის ინტრავენური შეყვანის დროს შეადგენს 25 წუთს, ნახევრადგამოყოფის პერიოდი (ნელი ფაზა) – 25.4 საათი, ინტრამუსკულარული შეყვანის დროს – 36.2 საათს. ორგანიზმში პრეპარატი ჰიდროლიზდება ოლოგომეერბამდე, რომლებიც უპირატესად თირკმლებით გამოიყოფიან.
ჩვენება
იმუნიტეტის კორექცია მოზრდილებსა და ბავშვებში
მოზრდილებში გამოიყენება 6 მგ კომპლექსური თერაპიის სახით:
გამწვავების ან რემისიის სტადიაში ნებისმიერი ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან სტანდარტულ თერაპიას
დიდი ხნის განმავლობაში იმუნოდეპრესანტებით ნამკურნალევი რევმატოიდული არტრიტი, გართულებული მწვავე რესპირატორული დაავადებით ან მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით მიმდინარე რევმატოირდული არტრიტი.
მწვავე და ქრონიკული ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები (უროგენიტალური ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
ტუბერკუკლოზი
მწვავე და ქრონიკული ალერგიული დაავადებები (მათ შორის პოლინოზი, ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი), გართულებული ქრონიკული მორეციდივე ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები;
სიმსივნეების დროს ქიმიო და სხვივური თერაპიის ფონზე ან ამ პროცედურების დასრულების შემდეგ
მონოთერაპიის სახით
პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების საპროფილაქტიკოდ;
დაბერების ან არახელსაყრელი გარემოებებით გამოწვეული მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობების საკორექციოდ
გრიპის და მწვავე რესპირატორული დაავადების საპროფილაქტიკოდ
ბავშვებში 6 თვიდან 3მგ-ის ოდენობით კომპლექსური თერაპიის სახით
ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციებით გამოწვეული მწავე ან ქრონიკული ანთებითი დაავადებები (სინუსიტი, რინიტი, ადენოოიდიტი, ნუშურების ჰიპერტროფია, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია)
მწვავე ალერგიული და ტოქსიკო-ალერგიული მდგომარეობები
რესპირატორული ტრაქტის ქრონიკული ინფექციებით გართულებული ბრონქული ასთმა
ჩირქოვანი ინფექციით გართულებული ატოპიური დერმატიტი
ნაწლავის დისბაქტერიოზი (სპეციფიურ თერაპიასთან კომბინაციაში)
გრიპის და მწვავე რესპირატორული დაავადების საპროფილაქტიკოდ
იმ პირთა სარეაბილიტაციოდ, რომლებიც ხშირად და ხანგრძლივი დროის მანძილზე ავადმყოფობენ
უკუჩვენება
პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა. ორსულობის დროს კლინიკური გამოცდილება ამ პრეპრატის გამოყენების შესახებ არ არსებობს.
სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის დროს, 6 თვემდე ბავშვებში
გამოყენების წესი და დოზირება
ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად (წვეთოვნად) – პრეპარატი მოზრდილებში ინიშნება 6-12მგ დოზის ოდენობით დღეში ერთხელ ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით, ან კვირაში 1-2 ჯერ დიაგნოზისა და დაავადების სიმძიმეზე დამოკიდებულებით. ინტრამუსკულარული შეყვანისთვის ამპულის ან ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 1.5-2მლ 0.9%იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან საინექციო წყალში. პრეპარატის ინტრავენური გამოყენებისათვის (წვეთოვნად) პრეპარატი იხსნება 3მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან ჰემოდეზში, რეოპოლიგლუკინში ან დექსტროზის 5%-იან ხსნარში, ხნარის მიღების შემდეგ სითხე უნდა გადაისხას სტერილურ პირობების დაცვით ზემოთხსენებული ხსნარების შემცველ ფლაკონში, რომელთა მოცულობაა 200-400 მლ.
პარენტერალური მიზნებისთვის დამზადეული ხსნარი შენახვას არ ექვემდებარება
მკურნალობის რეკომენდირებული სქემა მოზრდილთათვის
პარენტერალურად:
მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს: 6 მგ ყოველდღიურად 3 კვირის განმავლობაში, შემდგომ კი დღეგამოშვებით, სრული კურსი შეადგენს 5-10 ინექციას.
ტურბერკულოზის დროს: 6 მგ კვირაში ორჯერ, 10-20 ინექციის ოდენობით
რევმატოიდული ართრიტი: 6 მგ დღეგამოშვებით 5 ინექციის ოდენობით, შემდგომში კი კვირაში ორჯერ არანაკლებ 10 ინექციის ოდენობით
ავადმყოფებში მწვავე და ქრონიკული უროგენიტალური დაავადებებით: 6მგ დღიური დოზა დღეგამოშვებით, კურსი შეადგენ 10 ინექციას ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში.
ქრონიკული მორეციდივე ჰერპესი: 6 მგ დღეგამოშვებით, კურსი-10ინექცია ანტივირუსულ პრეპარატებთან, ინტერფერონთან, ინტერფერონის სინთეზის ინდუქტორებთან კომბინაციაში
ალერგიული დაავადებების გართულებული ფორმების მკურნალობა: 6 მგ დღეგამოშვებით, კურსი-5 ინექცია პირველი ორი ინექცია ყოველდღიურად, შემდეგ კი დღეგამოშვებით. მწვავე ალერგიული და ტოქსიკო-ალერგიული მდგომარეობების დროს – ინტრავენურად 6-12მგ კრემასტინთან და სხვა ანტიალერგიულ საშუალებებთან ერთად კომბინაციაში.
ონკოლოგიურ პაციენტებს:
- ქიმიოთერაპიის ჩატარებამდე და მის ფონზე ქიმიოთერაპიული პრეპარატების საშუალებების იმუნოდეპრესიული და ჰეპატო=ნეფროტოქსიული ეფექტის შემცირების მიზნით – 6-12მგ დრეგამოშვებით, კურსი შეადგენს არანაკლებ 10 ინექციისა.
- სიმსივნის იმუნოდეპრესიული მომქედების საპროფილაქტიკოდ, ქიმიო და სხივური თერაპიით გამოწვეული იმუნოდეფიციტის საკორექციოდ, სიმსივნის ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ ნაჩვენებია პოლიოქსიდონით ხანგრძილივი მკურნალობის კურსის ჩატარება (2-3 თვიდან 1 წლამდე)
თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დასაშვებია პრეპარატის მიღება მაქსიმუმ კვირაში 2 ჯერ.
ინტრანაზალურად
პრეპარატი ინტრანაზალურად ინიშნება მწვავე და ქრონიკული ЛОР-ინფექციების სამკურნალოდ, ლორწოვანი გარსის რეგენერატორული პროცესების გასაძლიერებლად, გართულებების და დაავადების რეციდივების თავიდან ასაცილებლად, გრიპის და მწვავე რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისათვის: 1-3 წვეთი ორივე ცხვირის ნესტოში 2-3 საათის ინტერვალით (არაუმეტეს 3-4-ჯერ დღე-ღამეში) 5-10 დღე-ღამის განმავლობაში. 6 მგ-იან დოზას ხსნიან 1 მლ დისტილირიზებულ წყალში, 0.9% ქლორიდის ხსნარში ან ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში (20 წვეთი) და გამოიყენება რამოდენიმე დღის განმავლობაში.
მიღების წესი და დოზირება ბავშვებში მიღების წესები დგინდება და ირჩევა მკურნალი ექიმის მიერ დიაგნოზის, დაავადების სიძლიერის, ავადმყოფის ასაკისა და სხეულის წონის გათვალისწინებით.
პარენტერალურად პრეპარატი მიიღება (ინტრამუსკულრულად ან ინტრავენურად წვეთოვნად) დოზით 0.1-0.15 მგ/კგ ყოველდღიურად, დღეგამოშვებით ან კვირაში 2-ჯერ 5-10 ინექციის კურსით (დოზები მითითებულია ცხრილში)
ინტრამუსკულრულად მიღების დროს პრეპარატი უნდა გაიხსნას 1 მლ-იან საინექციო წყალში ან 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში.
ინტრავენური წვეთოვანის მიღებისას პრეპარატს ხსნიან 1.5-2 მლ სტერილურ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, პოლიგლუკინის, ჰემოდეზის ან 5%-იანი დექსტროზის ხსნარში, სტერილურად გადააქვთ ფლაკონში ზემოთ აღნიშნულ ხსნარებში 150-250 მლ-ის მოცულობით.
ბავშვების მკურნალობის რეკომენდირებული სქემა
• მწვავე ანთებითი დაავადებებისას: 0.1მგ/კგ დღეგამოშვებით კურსი 5-7 ინექცია.
• ქრონიკული ანთებითი დაავადებებისას: 0.15 მგ/კგ კვირაში 2-ჯერ, კურსი 10 ინექციამდე.
• მწვავე ალერგიული და ტოქსიკო-ალერგიული მდგომარეობებისას: ინტრავენურად წვეთოვანის საშუალებით 0.15მგ/კგ დოზით კლემასტინთან და სხვა ანტიალერგიულ პრეპარატებთან ერთად.
• ალერგიული დაავადებების გართულებული ფორმებისას ძირითად თერაპიასთან ერთად: ინტრამუსკულრულად მიღებისას 0.1 მგ/კგ, კურსი 5 ინექცია 1-2 დღის ინტერვალით.
ინტრანაზალურად: ყოველდღიურად დღე-ღამის დოზა 0.15მგ/კგ 5-10 დღის განმავლობაში. ინტრანაზალურად პრეპარატი მიიღება 1-3 წვეთი ერთი ცხვირის ნესტოში 2-3 საათის ინტერვალით (არაუმცირეს 3-4-ჯერ დღე-ღამეში)
პრეპარატის ინტრანაზალური და სუბლინგვალური მიღების დროს ხსნარს ამზადებენ შემდეგნაირად: 3 მგ-იან დოზას ხსნიან - 1 მლ-იან (20 წვეთი), 6 მგ-იან დოზას 2 მლ-იან დისტილირებულ წყალში, 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში. მომზადებული ხსნარის 1 წვეთი (50მკლ) შეიცავს 0.15 მგ პოლიოქსიდონს, რომელსაც ნიშნავენ ერთ კილოგრამ ბავშვის სხეულის წონაზე.
ბავშვებისთვის დღე-ღამის დოზები ნაჩვენებია ცხრილში.
ბავშვის წონა დღე-ღამეში/წვეთების რაოდენობა/ხსნარის მოცულობა მლ-ში
5 კგ/5 წვეთი/0.25 მლ
10 კგ/ 10 წვეთი/ 0.5 მლ
15 კგ/ 15 წვეთი/ 0.75 მლ
20 კგ/ 20 წვეთი/ 1.00 მლ
სუბლინგვალურად: ყველა ჩვენების შემთხვევაში – მიიღება ყოველდღიურად დღე-ღამის დოზით 0.15 მლ/კგ 10 დღის განმავლობაში, კუჭ-ნაწლავის დისბაქტერიოზის მკურნალობისთვის 10-20 დღის განმავლობაში.
ხსნარი სუბლინგვალური და ინტრანაზალური მიღებისათვის უნდა შევინახოთ მაცივარში არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში. მიღების წინ საჭიროა სხნარით სავსე პიპეტი შევათბოთ ოთახის ტემპერატურამდე (20-25°C).
გვერდითი ეფექტები:
ინტრამუსკულრულად მიღებისას ინექციის არეში მტკივნეულობა.
დოზის გადაჭარბება: არ აღინიშნება
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
პოლიოქსიდონი შეთავსებადია ანტიბიოტიკებთან, ვირუსის საწინააღმდეგო, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან, ბრონქოლიტიკებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, ციტოსტატიკებთან.
განსაკუთრებული მითითებანი:
ინექციის ადგილას მტკივნეული შეგრძნებების დროს პრეპარატს ხსნიან 0.25%-იან პროკაინის 1 მლ ხსნარში, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არ გააჩნია პროკაინზე მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა.
გამოშვების ფორმა:
4.5 მგ - (3მგ დოზისთვის) 9 მგ - (6 მგ დოზისთვის) ამპულებში ან უფერო ან მუქი ნეიტრალური ფერის შუშის ფლაკონებში. 5 ამპულა ან ფლაკონი ერთ უჯრედოვან შეფუთვაში. ერთ კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პრეპარატის 5 ამპულა ან ფლაკონი საინექციო წყლით და ინსტრუქციით მუყაოს ყუთში. 5 ამპულა ან ფლაკონი კომპლექტში 5 საინექციო წყალთან ან 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან ერთად და პრეპარატის მიღების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, პრეპარატი არ გამოიყენება.
შენახვის პირობები: ჩამონათვალი ბ. მშრალ, ბნელ, ადგილას, ტემპერატურაზე 4°-დან 8°-მდე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: პეტროვაქს ფარმა; რუსეთი