Pro osteo plus (GENERICA)
შემადგენლობა: ერთი აბი შეიცავს: კალციუმის გლუკონატს 600 მგ; ქოლეკალციფეროლს (ვიტამინ D3) – 400 სე (10მკგ), K2 ვიტამინი 90 მკგ
გამოიყენება კალციუმისა და/ ან D ვიტამინის დეფიციტის, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის, მისი გართულების კომპლექსურ თერაპიაში. არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში. აუმჯობესებს ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს. ვიტამინი D 3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავში და მის შებოჭვას ძვლოვან ქსოვილში.
კალციუმის გლუკონატი აღინიშნება შესანიშნავი ბიოშეღწევადობით;
K ვიტამინი წარმოადგენს ცხიმში ხსნად ვიტამინებს.ბუნებაში არსებობს ორი ფორმით რომელსაც ადამიანი ითვისებს: K 1 შეიცავს ბოსტნეული, ხილი და საკვების სხვა ფორმები; K 2 მიიღება ნაწლავებში არსებული ბაქტერიული ფლორისგან. K 1 ვიტამინს აქვს ნაკლები ბიოშეღწევადობა. pro osteo plus შეიცავს K 2 ვიტამინის ბუნებრივ ფორმას, რომელიც მიიღება ბიოფერმენტაციის დაპატენტებული მეთოდით. ამ ფორმას აქვს უკეთესი ბიოშეღწევადობა და რჩება სისხლში უფრო მეტი დროის განმავლობაში ვიდრე K ვიტამინის სხვა ფორმები. K ვიტამინი ითვლება სისხლდენის საწინააღმდეგო ვიტამინად; ხელს უწყობს ძვლის ქსოვილების რეგენერაციას და წარმოქმნას; ხელს უწყობს ოსტეოკალცინის სინთეზს – ძვლის ქსოვილის ცილას, საიდანაც კრისტალიზირდება კალცი; K ვიტამინი ახდენს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას. K ვიტამინი აუცილებელია პროთრომბინის II ფაქტორის, VII - ფაქტორის, IX - ფაქტორის სინთეზისთვის.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება 1 აბი 1 ჯერ დღეში.
შეფუთვა: 30 აბი
აფთიაქიდან გაცემის პირობა: III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე). წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.
შენახვის პირობები: მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე;
მწარმოებელი: GENERICA spol. sr.o., Vrbovská 39, Piešťany, Slovakia .