პროსტამოლ უნო 320მგ #30კაფს

პროსტამოლ უნო 320მგ #30კაფს
პროსტამოლ უნო
Prostamol uno


საერთაშორისო დასახელება - Serenoa repens extract

ათქ.კლასიფიკაციის კოდი - G04CX02

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები
; ფიტოპრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კაფს. 320 მგ: 30 ც.

1 კაფსულა შეიცავს აქტიური სამკურნალო კომპონენტის:
საბალის ნაყოფის ექსტრაქტი (Ext. Sabalis serrulatae 9-11:1)–320 მგ დამხმარე ნივთიერებები:
სუქცინილირებული ჟელატინი, გლიცერინი, საღებავები E 124, E 171, E 172.

ჩვენებები
კომპლექსურ თერაპიაში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის(I და II სტადია) მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზები

პრეპარატის 1 კაფსულის მიღება ხდება დღეში ერთხელ, ერთსა და იმავე დროს, დაუღეჭავად, კვების შემდეგ სითხის მცირე რაოდენობის მიყოლებით.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა – არა ნაკლებ 1,5 თვე, მყარი ეფექტის მიღწევის ვადა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე.
პროსტამოლი® უნოს კარგი ამტანობის გამო მისი გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს კუჭის ტკივილი.

უკუჩვენება

პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.

განსაკუთრებული მითითებები
მყარი თერაპიული ეფექტის მიღწევა საჭიროებს პრეპარატის ხანგრძლივ მიღებას იმ შემთხვევაშიც, როცა დაავადების სიმპტომების გამოვლენა მცირდება.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა არის 3 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე.
კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება!
პრეპარატი ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, ტემპერატურა +15°C - +25°C
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
BERLIN-CHEMIE AG

გერმანია