სავაჭრო დასახელება : პულმიკორტი ( PULMICORT)
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : ბუდესონიდი ( ბუდესონიდე)
წამლის ფორმა : საინჰალაციო სუსპენზია
შემადგენლობა:
სუსპენზიის 1 მლ შეიცავს :
აქტიური ნივთიერება : ბუდესონიდი 0.25 მგ ან 0.5 მგ .
დამხმარე ნივთიერებები : ნატრიუმის ქლორიდი , ნატრიუმის ციტრატი , ნატრიუმის ედეტატი ( ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავა ნატრიუმის მარილი ( ორჩანაცვლებული ) ( ედტა - ს დინატრიუმის მარილი ), პოლისორბატი 80, ლიმონმჟავა ( უწყლო ), გასუფთავებული წყალი .
აღწერილობა:
ერთჯერადი დოზის შემცველ , დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის კონტეინერში - თეთრი ან მოთეთრო ადვილად რესუსპენდირებელი სუსპენზია .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :
ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდი .
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ბუდესონიდი , საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდი , რეკომენდებულ დოზებში ავლენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ბრონქებში . ამცირებს სიმპტომატიკის გამოხატულებას და ბრონქული ასთმის გამწვავების სიხშირეს . სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან შედარებით მას ახასიათებს გვერდითი ეფექტების გამოხატულების ნაკლები სიხშირე . ამცირებს ბრონქების ლორწოვანი გარსის შეშუპებას , ლორწოს გამოყოფას , სისველესა და სასუნთქი გზების ჰიპერაქტივობას . კარგი ამტანობით ხასიათდება ხანგრძლივი გამოყენებისას . არ ავლენს მინერალოკორტიკოსტეროიდულ აქტივობას .
პრეპარატის ერთი დოზის ინჰალაციისას შემდეგ თერაპიული ეფექტის ვლინდება რამოდენიმე საათში . მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობიდან 1-2 კვირის შემდეგ . ბუდესონიდი ავლენს პროფილაქტიკურ მოქმედებას ბრონქული ასთმის მიმდინარეობაზე . იგი არ მოქმედებს დაავადების მწვავე გამოვლენაზე .
დამტკიცებულია , რომ პულმიკორტის გამოყენების ფონზე არსებობს დოზადამოკიდებული მოქმედება კორტიზოლის შემცველობაზე შარდსა და შრატში . აკტჰ ტესტების თანახმად , პრედნიზონის 10 მგ დოზასთან შედარებით , პრეპარატი , რეკომენდებული დოზით , ავლენს მნიშვნელოვნად ნაკლებ მოქმედებას თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციაზე .
ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია ინჰალირებული ბუდესონიდი სწრაფად აბსორბირდება . მოზრდილებში , ნებულაიზერიდან პულმიკორტის სუსპენზიის ინჰალაციის შემდეგ , ბუდესონიდის სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს საერთო დანიშნული დოზიდან დაახლოებით 15%- ს , მიწოდებულიდან კი დაახლოებით 40-70%- ს . სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა ინჰალაციიდან 30 წუთის შემდეგ .
მეტაბოლიზმი და განაწილება პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 90%- ს . ბუდესონიდის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 3 ლ / კგ . შეწოვის შემდეგ , ღვიძლში , დაბალი გლუკოკორტიკოსტეროიდული აქტივობის მქონე მეტაბოლიტების წარმოქმნით მიმდინარეობს ბუდესონიდის ინტენსიური ბიოტრანსფორმირება (90%- ზე მეტი ). ძირითადი მეტაბოლიტების , 6 ბეტა - ჰიდროქსი - ბუდესონიდისა და 16 ალფა - ჰიდროქსიპრედნიზოლონის გლუკოკორტიკოსტეროიდული აქტივობა შეადგენს ბუდესონიდის გლუკოკორტიკოსტეროიდული აქტივობის 1%- ზე ნაკლებს .
გამოყოფა ბუდესონიდი ძირითადად მეტაბოლიზდება ჩYP3A4 ფერმენტის მონაწილეობით . მეტაბოლიტები გამოიყოფიან შეუცვლელი სახით შარდით ან კონიუგირებული ფორმით . ბუდესონიდი ავლენს მაღალ სისტემურ კლირენსს ( დაახლოებით 1,2 ლ / წთ ). ბუდესონიდის ფარმაკოკინეტიკა არის შეყვანილი პრეპარატის დოზის მოცულობის პროპორციული .
ბავშვებში და თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პირებში ბუდესონიდის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის . ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში შეიძლება გაიზარდოს ბუდესონიდის ყოფნის პერიოდი ორგანიზმში .
გამოყენების ჩვენება
- ბრონქული ასთმა , რომელიც საჭიროებს შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარებას გლუკოკორტიკოსტეროიდებით ;
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ( ფქოდ ).
უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა ბუდესონიდის მიმართ .
-6 თვემდე ბავშვთა ასაკი .
სიფრთხილით ინიშნება ( პაციენტის მდგომარეობა მოითხოვს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას ): ფილტვის ტუბერკულოზის აქტიური ფორმა ; სასუნთქი გზების სოკოვანი , ვირუსული , ბაქტერიული ინფექციები , ღვიძლის ციროზი ; დანიშვნისას საჭიროა გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური მოქმედების განვითარების საშიშროების გათვალისწინება .
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობა : ორსულებში ბუდესონიდის გამოყენება არ იწვევდა ნაყოფის განვითარების ანომალიებს , თუმცა არ შეიძლება მათი განვითარების საშიშროების გამორიცხვა , შესაბამისად , ორსულობის პერიოდში , ბრონქული ასთმის მიმდინარეობის გაუარესების შესაძლებლობის გათვანისწინებით , საჭიროა ბუდესონიდის დოზის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება .
ლაქტაცია : ბუდესონიდი აღწევს დედის რძეში , თუმცა პულმიკორტის თერაპიული დოზის გამოყენებისას ზემოქმედება ბავშვზე არ გამოვლენილა . პულმიკორტის გამოყენება დასაშვებია ლაქტაციის პერიოდში .
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად . თუ რეკომენდებული დოზა არ აღემატება 1 მგ / დღეში , პრეპარატის მთელი დოზის გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად ( ერთდროულად ). უფრო მაღალი დოზის გამოყენებისას რეკომენდებულია მისი გაყოფა .
რეკომენდებული საწყისი დოზა :
ბავშვთა ასაკი 6 თვიდან : 0.25-0.5 მგ დღეში . საჭიროებისას შესაძლებელია დოზის მომატება 1 მგ / დღ - მდე .
მოზრდილები / ხანდაზმულები : 1-2 მგ დღეში .
დოზა შემანარჩუნებელი თერაპიისას :
ბავშვთა ასაკი 6 თვიდან : 0.25-2 მგ დღეში .
მოზრდილები / ხანდაზმულები : 0.5-4 მგ დღეში . გამწვავების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს .
დოზის განსაზღვრის ცხრილი
პრეპარატის მოცულობა
დოზა , მგ
პულმიკორტის საინჰალაციო სუსპენზია
0.25 მგ / მლ 0.5 მგ / მლ
0.25 1 მლ * _
0.5 2 მლ _
0.75 3 მლ _
1 4 მლ 2 მლ
1.5 _ 3 მლ
2 _ 4 მლ
* საჭიროა განზავდეს 0.9%- იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით 2 მლ მოცულობამდე ;
ყველა პაციენტისათვის მიზანშეწონილია განისაზღვროს მინიმალური ეფექტური შემანარჩუნებელი დოზა .
დამატებითი თერაპიული ეფექტის მიღწევის საჭიროებისას , პერორალურ გლუკოკორტიკოსტეროიდებთან პრეპარატის კომბინაციის ნაცვლად შესაძლებელია პულმიკორტის სადღეღამისო დოზის (1 მგ / დღ - მდე ) გაზრდის რეკომენდირება , ვინაიდან არსებობს სისტემური ეფექტების განვითარების უფრო დაბალი საშიშროება .
პაციენტები , რომლებიც იყენებენ პერორალურ გლუკოკორტიკოსტეროიდებს
პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების შეწყვეტა ხდება პაციენტის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობისას . 10 დღის განმავლობაში , პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების ჩვეული დოზის მიღების ფონზე საჭიროა პულმიკორტის მაღალი დოზის გამოყენება . შემდეგ , ერთი თვის განმავლობაში , პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზა თანმიმდევრობით მცირდება მინიმალურ ეფექტურ დოზამდე ( მაგალითად , პრედნიზოლონი ან მისი ანალოგი 2.5 მგ - ით ). უმრავლეს შემთხვევაში , შესაძლებელია პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების სრული შეწყვეტა .
ვინაიდან ნებულაიზერით გამოყენებული პულმიკორტის სუსპენზია ფილტვებში აღწევს შესუნთქვით , საჭიროა პაციენტთა ინფორმირება , რომ ნებულაიზერის მუნდშტუკიდან პრეპარატის შესუნთქვა უნდა მოხდეს მშვიდად და თანაბრად .
თირკმელების უკმარისობის ან ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში ბუდესონიდის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია მოწოდებული არ არის . იმის გათვალისწინებით , რომ ბუდესონიდი გამოიყოფა ღვიძლში ბიოტრანსფორმაციის გზით , ღვიძლის გამოხატული ციროზის მქონე პაციენტებში არსებობს პრეპარატის მოქმედების გახანგრძლივების გაზრდის შესაძლებლობა .
გვერდითი ეფექტები:
პრეპარატის გამოყენების ფონზე , პაციენტთა 10%- ში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგიგვერდითი ეფექტები :
ხშირი (>1/100)
სასუნთქი გზები: პირხახის კანდიდოზი , ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება , ხველა , ხმის დაბოხება ,ხმის ჩახლეჩა , პირის სიმშრალე .
იშვიათი (<1/1000)
საერთო
კანის მხრიდან : ანგიონევროზული შეშუპება .ჭინჭრის ციება ,გამონაყარი , კონტაქტური დერმატიტი.
სასუნთქი გზები : ბრონქოსპაზმი .
ასევე შეიძლება განვითარდეს ფსიქონევროზული სიმპტომატიკა , მაგალითად , ნერვოზულობა , აგზნებადობა , დეპრესია , ქცევის დარღვევა . პირხახის კანდიდოზის განვითარების საშიშროების გათვალისწინებით , პაციენტმა , პრეპარატის ყოველი ინჰალაციის შემდეგ , საგულდაგულოდ უნდა გამოივლოს პირში წყალი .
იშვიათ შემთხვევებში , შეიძლება განვითარდეს გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური მოქმედებით გამოწვეული სიმპტომები , თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპოფუნქციის ჩათვლით . იშვიათ შემთხვევაში განვითარებულა სისხლჩაქცევები კანზე.
ნებულაიზერის ნიღბით გამოყენებისას გამოვლენილა სახის კანის გაღიზიანება . ნიღბის გამოყენებისას გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით , საჭიროა სახის წყლით დაბანა .
ჭარბი დოზა:
მწვავე ჭარბი დოზა კლინიკურად არ ვლინდება . პრეპარატის რეკომენდებულზე მეტი დოზის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდული ეფექტი ჰიპერკორტიციზმის და თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვის სახით .
ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ბუდესონიდის ზემოქმედება ბრონქული ასთმის მკურნალობისას გამოყენებულ სხვა პრეპარატებთან არ გამოვლენილა .
ერთდროული გამოყენებისას , კეტონაზოლი (200 მგ დღეში ერთხელ ) ზრდის პერორალური ბუდესონიდის (3 მგ დღეში ერთხელ ) პლაზმურ კონცენტრაციას საშუალოდ 6- ჯერ . ბუდესონიდის გამოყენებიდან 12 საათის შემდეგ კეტოკონაზოლის გამოყენებისას , ბუდესონიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება საშუალოდ 3- ჯერ . ინჰალაციის სახით ბუდესონიდის გამოყენებისას ასეთი სახის ზემოქმედების თაობაზე ინფორმაცია მოწოდებული არ არის , თუმცა , სავარაუდოა , რომ ბუდესონიდის კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში ასეთ შემთხვევაშიც არის მოსალოდნელი . ბუდესონიდისა და კეტოკონაზოლის ერთდროული გამოყენების საჭიროებისას პრეპარატების გამოყენებებს შორის რეკომენდებულია დროის მაქსიმალური შუალედის დაცვა . ასევე საჭიროა ბუდესონიდის დოზის შემცირების შესაძლებლობის განხილვა . CYP3A4 სხვა პოტენციური ინჰიბიტორი , მაგალითად , იტრაკონაზოლი , ასევე მნიშვნელოვნად ზრდის ბუდესონიდის პლაზმურ კონცენტრაციას .
ბეტა - ანდრენოსტიმულატორებით წინასწარი ინჰალაცია აფართოებს ბრონქებს , აუმჯობესებს ბუდესონიდის შეღწევადობას სასუნთქ გზებში და ზრდის მის თერაპიულ ეფექტს .
ფენობარბიტალი , ფენიტოინი , რიფამპიცინი ამცირებენ ბუდესონიდის ეფექტურობას ( მიკროსომალური დაჟანგვის ფერმენტების ინდუქცია ).
მეტანდროსტენოლონი , ესტროგენები აძლიერებენ ბუდესონიდის მოქმედებას .
განსაკუთრებული მითითებები:
პირ - ხახის სოკოვანი დაზიანების საშიშროების შემცირების მიზნით პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია , რომ პრეპარატის ყოველი ინჰალაციის შემდეგ პირის ღრუში გამოივლოს წყალი .
არ არის რეკომენდებული ბუდესონიდისა და კეტოკონაზოლის , იტრაკონაზოლის ან CYP3A4 სხვა პოტენციური ინჰიბიტორების ერთდროული დანიშვნა . ბუდესონიდის და კეტოკონაზოლის ან CYP3A4 სხვა პოტენციური ინჰიბიტორების ერთდროული დანიშვნისას , საჭიროა პრეპარატების გამოყენებებს შორის შუალედის მაქსიმალური გაზრდა .
თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების საშიშროების გამო განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პაციანტებს , რომელთა გადაყვანა ხდება პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდებიდან პულმიკორტზე . ასევე , განსაკუთრებული ყურადღება ეთმობათ პაციენტებს , რომლებიც იღებდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებს , ან ხანგრძლივად იყენებდნენ საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების მაქსიმალურად მაღალ რეკომენდებულ დოზებს . ასეთ პაციენტებში , სტრესული სიტუაციებისას , არსებობს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ნიშნების და სიმპტომების გამოვლენის საშიშროება . სტრესის ან ქირურგიული ჩარევისას რეკომენდებულია დამატებითი თერაპიის ჩატარება სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდებით . განსაკუთრებული ყურადღება ეთმობათ პაციენტებს , რომელთა გადაყვანა ხდება სისტემურიდან საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდებზე ( პულმიკორტი ) ან როცა მოსალოდნელია ჰიპოფიზო - თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა . ასეთ პაციენტებში სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზა მცირდება განსაკუთრებული სიფრთხილით . საჭიროა ჰიპოთალამო - ჰიპოფიზო - თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის გაკონტროლება . ისეთი სტრესული სიტუაციების დროს , როგორიც არის ტრავმა , ქირურგიული ჩარევა და ა . შ ., შესაძლებელია საჭირო გახდეს პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების დამატება .
პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდებიდან პულმიკორტზე გადასვლისას შეიძლება განვითარდეს კუნთების ან სახსრების ტკივილი . ასეთ შემთხვევაში საჭიროა პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზის დროებითი მომატება . იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გადაღლის , თავის ტკივილის , გულისრევისა და ღებინების სიმპტომები , რაც მიუთითებს გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემურ უკმარისობაზე .
პერორალურიდან საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდებზე გადასვლამ შეიძლება გამოიწვიოს თანმხლები ალერგია , მაგალითად , რინიტი და ეგზემა , რის კუპირებასაც ახდენდნენ სისტემური პრეპარატები .
ბავშვებსა და მოზარდებში , რომლებიც წარსულში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყენებდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს ( მიწოდების გზის მიუხედავად ) რეკომენდებულია ზრდის მაჩვენებლის რეგულარული კონტროლი . გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნისას საჭიროა პრეპარატის გამოყენებით მიღებული სარგებლისა და ზრდის შეჩერების შესაძლო საშიშროების შეფარდების გათვალისწინება .
3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში , დღეში ბუდესონიდის 400 მკგ - მდე დოზის გამოყენებას სისტემური ეფექტები არ გამოუწვევია . პრეპარატის სისტემური ეფექტის ბიოქიმიური ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის დღეში 400- დან 800 მკგ - მდე დოზის გამოყენებისას . პრეპარატის სისტემური ეფექტები ხშირად ვლინდება დღეში 800 მკგ - ზე მეტის დოზის გამოყენებისას .
ბრონქული ასთმის მკურნალობისას გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ზრდის დარღვევა . ბავშვებზე და მოზარდებზე (11 წლამდე ) დაკვირვების შედეგებმა აჩვენეს ( ბუდესონიდს იყენებდნენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ), რომ პაციენტთა ზრდა აღწევს მოზრდილებისათვის მოწოდებულ ნორმატიულ მაჩვენებლებს .
საინჰალაციო ბუდესონიდით დღეში ერთხელ ან 2- ჯერ თერაპიამ აჩვენა ფიზიკური ძალისხმევით ასთმის პროფილაქტიკის ეფექტურობა .
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
პულმიკორტი საინჰალაციო სუსპენზია არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე .
პულმიკორტის საინჰალაციო სუსპენზიის გამოყენება ნებულაიზერის დახმარებით
პულმიკორტის სუსპენზია გამოიყენება ინჰალაციისათვის შესაბამისი ნებულაიზერის დახმარებით . ნებულაიზერი აღჭურვილია მუნდშტუკითა და სპეციალური ნიღბით . ჰაერის საჭირო ნაკადის მისაღებად , ნებულაიზერი ერთდება კომპრესორთან (5-8 ლ / წთ ). ნებულაიზერის შევსების მოცულობა უნდა შეადგენდეს 2_4 მლ .
აუცილებელია პაციენტის ინფორმირება :
- ყურადღებით გაეცანით პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციას ;
- პულმიკორტის სუსპენზიის გამოყენებისათვის არ გამოდგება ულტრაბგერითი ნებულაიზერი ;
- პულმიკორტის სუსპენზია იხსნება ნატრიუმის ქლორიდის 0.9%- იან ხსნარში ან ტერბუტალინის , სალბუტამოლის , ფენოტეროლის , აცეტილცისტეინის , ნატრიუმის კრომოგლიკატის ან იპრატროპიუმის ბრომიდის ხსნარში ; განზავებული სუსპენზია გამოიყენება 30 წუთის განმავლობაში .
- პირხახის ინფექციური დაზიანების საშიშროების შემცირების მიზნით , ინჰალაციის შემდეგ საჭიროა პირის გამოვლება წყლით ;
- ნიღაბის გამოყენებისას , კანის გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით , საჭიროა სახეზე წყლის გადავლება ;
- რეკომენდებულია ნებულაიზერის რეგულარული გასუფთავება დამამზადებელი ფირმის ჩვენების შესაბამისად ;
თუ ბავშვი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ნებულაიზერიდან ჩასუნთქვას , გამოიყენება სპეციალური ნიღაბი .
როგორ გამოიყენება პულმიკორტი ® ნებულაიზერის დახმარებით
1. გამოყენებამდე ფრთხილად შეანჯღრიეთ კონტეინერი მსუბუქი ბრუნვითი მოძრაობით ;
2. დაიჭირეთ კონტეინერი სწორად , ვერტიკალურად ( როგორც მითითებულია ნახატზე ). ,, ფრთის "" გახსნითა და მოტრიალებით გახსენით კონტეინერი .
3. ფრთხილად მოათავსეთ კონტეინერი ნებულაიზერში გახსნილი ბოლოთი და ნელა გამოადინეთ კონტეინერის შემცველობა .
ერთჯერადი დოზის შემცველი კონტეინერი მარკირებულია ხაზით . კონტეინერის ამოტრიალებისას , ეს ხაზი აჩვენებს 1 მლ მოცულობას .
თუ საჭიროა სუსპენზიის მხოლოდ 1 მლ გამოყენება , კონტეინერის შემცველობა გამოადინეთ მანამ , სანამ სითხის დონე არ მიაღწევს ხაზით მითითებულ დონეს .
გახსნილი კონტეინერი ინახება შუქისაგან დაცულ ადგილას . გახსნილი კონტეინერის გამოყენება შესაძლებელია 12 საათის განმავლობაში .
დარჩენილი სითხის გამოყენებამდე კონტეინერის შემცველობა ფრთხილად შეანჯღრიეთ ბრუნვითი მოძრაობით .
შენიშვნა
1. ყოველი ინჰალაციის შემდეგ გამოივლეთ პირში წყალი .
2. თუ თქვენ იყენებთ ნიღაბს , დარწმუნდით , რომ საინჰალაციო ნიღაბი მჭიდროდ ეკვრის სახეს . ინჰალაციის შემდეგ დაიბანეთ სახე .
გასუფთავება
ნებულაიზერის კამერა , მუნდშტუკი ან ნიღაბი უნდა გაიწმინდოს ყოველი გამოყენების შემდეგ .
რბილი დეტერგენტის გამოყენებით ან მწარმოებელი ფირმის ინსტრუქციის შესაბამისად , ნებულაიზერის კამერა , მუნდშტუკი ან ნიღაბი ირეცხება თბილი წყლით . კომპრესორთან ან შემომავალ საჰაერო კლაპანთან შეერთებით , კარგად გაავლეთ და გააშრეთ ნებულაიზერი .
გამოშვების ფორმა:
საინჰალაციო სუსპენზია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის კონტეინერში , შეიცავს პრეპარატის 2 მლ . 5 კონტეინერი , შუქისაგან დაცვის მიზნით , შეფუთულია ლამინირებულ ფოლგის კონვერტში . 4 კონვერტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 30 º C _ მდე ტემპერატურის პირობებში . ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
კონტეინერის პრეპარატი გამოიყენება კონვერტის გახსნიდან 3 თვის განმავლობაში . ღია კონტეინერი გამოიყენება 12 საათის განმავლობაში . კონტეინერი ინახება კონვერტში შუქისაგან დაცულ ადგილზე .
აფთიაქიდან გაცემის წესი
II ჯგუფი ( რეცეპტით )
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი . არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
ფირმა - მწარმოებელის მისამართი და სახელწოდება
ასტრაზენეკა, შვეცია