პულმოქსოლი სიროფი 150 მლ, 15მგ/5მლ.
(Pulmoxol)
შემადგენლობა:
სიროფის თითოეული 5 მლ. შეიცავს 15მგ. ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის აქტიურ ნივთიერებას. სხვა ინგრედიენტები: ბენზოის მჟავა, სორბიტოლი, მარწყვის ექსტრაქტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ავლენს მუკოლიზურ და ამოსახველებელ მოქმედებას. ამბროქსოლი არის ბრომჰექსინის მეტაბოლიტი. გამოხატული აქვს უფრო ძლიერი ამოსახველებელი ეფექტი. ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ასტიმულირებს სურფაქტანტის წარმოქმნას, ზრდის მოციმციმე ეპითელიუმის აქტივობას. ნახველის გათხიერების და ადჰეზიის შემცირების ხარჯზე ავლენს ამოსახველებელ მოქმედებას და აადვილებს ნახველის გამოყოფას ხველების დროს, რომელიც გროვდება სასუნთქ გზებში. ზრდის ბრონქულ სეკრეციას და ამცირებს მის სიბლანტეს. მუკოლიზური მოქმედების შედეგად ირღვევა ლორწოს ადჰეზიურობა, მნიშვნელოვნად რბილდება ნახველი და ამის შედეგად ადვილდება მისი გამოყოფა.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი პერორალური მიღებისას სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. ბიოშეღწევადობა შეადგენს 70 %. ამ რაოდენობის 13 ელიმინირდება ღვიძლში პირველადი გავლის შემდეგ. უზმოზე მიღებისას პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2,5 სთ.-ის შემდეგ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 9-10 სთ. თერაპიული პლაზმური კონცენტრაცია, რომელიც იმყოფება 30ნგმლ. ფარგლებში, მიიღწევა 30მგ. პრეპარატის ორჯერადი მიღებისას დღეში. განმეორებითი მიღებისას პლაზმაში კუმულაცია არ ხდება. პრეპარატის 90% უკავშირდება პლაზმის პროტეინებს. პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის 85% მეტაბოლიტებისა და 10% შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდით.
ჩვენება:
პულმოქსოლი გამოიყენება ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების, ბრონქულური ასთმის, ბრონქოექტაზიების, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, ლარინგიტის, სინუსიტის, რინიტის და პოსტოპერაციული ბრონქოპულმონური გართულებების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით.
უკუჩვენება:
პულმოქსოლი არ ინიშნება ბრომჰექსინისა და ამბროქსოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
გაფრთხილებაგანსაკუთრებული მითითებანი.
• არ შეიძლება კოდეინთან და სხვა ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაცია. ამან შეიძლება გააუარესოს ნახველისა და ლორწოს გამოყოფა.
• სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის და თირკმელების ფუნქციური მოშლილობის და პეპტიური წყლულის დროს.
გამოყენება ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდში (B კატეგორია).
ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა არ გამოავლინა პრეპარატის ფეტოტოქსიურობა, მარგამ არ არსებობს ორსულებზე პრეპარატის კონტროლირებადი გამოკვლევები. ვინაიდან იგი აღწევს დედის რძეში, არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრსა და მეძუძურობის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები პირებს რომლებიც მართავენ ტრანსპორტს ან სხვა მექანიზმებს.
არ არის.
გვერდითი მოქმედება:
ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, სისუსტე, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი.
მოულოდნელი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
წამლისმიერი ურთიერთქმედება
შეუთავსებელია ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ კოდეინს, ატროპინის მსგავს საშუალებებთან და სეკრეციის შემამცირებელ პრეპარატებთან.
მიღების წესი და დოზა
თუ არ არის ექიმის სხვა რეკომენდაციები, პულმოქსოლი ინიშნება შემდეგი წესით:
მკურნალობის პირველ 2-3 დღეს 1 საზომი კოვზი 3-ჯერ დღეში, შემდეგ 1 საზომი კოვზი 2-ჯერ დღეში.
მისაღები ზომები ჭარბი დოზირების შემთხვევაში.
მოწამვლის შემთხვევები არ აღნიშნულა. სპეციფიური ანტიდოტი არ გააჩნია. პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ავადმყოფში იწვევენ ხელოვნურ ღებინებასა და კუჭის გამორეცხვას. ინიშნება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.
შენახვის წესები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 30ºC.
შეფუთვაში, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების სავაჭრო ფორმა და შეფუთვის შემცველობა.
მუყაოს ყუთში მუქი მინის ფლაკონი 150მლ. და 5მლ. საზომი კოვზი, სანიშნობელით 14 და 12-ზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
გაცემის წესი- რეცეპტით
მწარმოებელი:
Drogsan Ilaclai San. ve Tic. A.S.