ქალმ ჰართი#15კაფს


საკვები დანამატი 
მოცემული საკვები დანამატის მიღებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ საინფორმაციო ფურცელი. 
მიიღეთ საკვები დანამატი ექიმის მითითებების ან რეკომენდაციების შესაბამისად.

1. რას წარმოადგენს დანამატი “CALM HEART” და რისთვის გამოიყენება? 
“CALM HEART ” - ეს არის ფართო შემადგენლობის, ორმაგი მოქმედების და სათანადოდ შერჩეული აქტიური ნივთიერებების კომბინაცია. ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს საკვები დანამატი, ხელს უწყობენ გულის აქტივობის შენარჩუნებას და დაძაბულობის, სტრესის და მოუსვენრობის შემცირებას. პრეპარატის უნიკალური შემადგენლობა შეიქმნა თანამედროვე სამეცნიერო კვლევების და დროში გამოცდილი ტრადიციული ხალხური მედიცინის საფუძველზე. 

2. რას შეიცავს დანამატი “CALM HEART ”
1 კაფსულა
შეიცავს
საკვები ღირებულების მინიშნებითი მნიშვნელობები* 
კუნელის კენკრის მშრალი ექსტრაქტი
(Crataegus pinnatifida) 100 მგ 
ნივრის მშრალი ექსტრაქტი (Allium sativum) 100 მგ 
მაგნიუმი 100 მგ 27%
კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი 
(Valeriana officinalis) 50 მგ 
შავბალახას ღეროს მშრალი ექსტრაქტი
(Leonurus cardiaca) 50 მგ 
ვიტამინი B6 1,4 მგ 100%
ფოლიუმის მჟავა 200 μ 100%
ვიტამინი B12 2,5 μ 100%

3. როგორ მოქმედებენ პრეპარატის “CALM HEART ” შემადგენელი ნაწილები ადამიანის ორგანიზმზე? 
კუნელის ექსტრაქტი ხელს უწყობს გულის ნორმალური აქტივობის და სისხლის მიმოქცევის შენარჩუნებას. კუნელის ექსტრაქტი ასევე ხელს უწყობს დაძაბულობის, მოუსვენრობის დაქვეითებას და ძილის კარგი ხარისხის შენარჩუნებას. 
ნივრის ექსტრაქტი ხელს უწყობს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას, ქოლესტერინის, ჰომოცისტეინის და სისხლში გლუკოზის ნორნალურ შემცველობას. 
ჰომოცისტეინის კონცენტრაციის ზრდა დაკავშირებულია ათეროსკლეროზის განვითარების რისკთან. ნივრის ექსტრაქტი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის შენარჩუნებას წვრილ სისხლძარღვებში, ასევე ხელს უწყობს სტრესისადმი მდგრადობის ზრდას, იმუნური სისტემის ფუნქციონირების შენარჩუნებას. 
შავბალახას ღეროს მშრალი ექსტრაქტი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ასევე ხელს უწყობს მომატებული ფიზიკური და ემოციური აგღზნების, გაღიზიანებადობის შემცირებას.
კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირების, ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას. ასევე ხელს უწყობს მოდუნებას და კარგი ფსიქოლოგიური სტატუსის შენარჩუნებას, აუმჯობესებს ამგვარად ძილის ხარისხს, კარგი ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნებით. 
შემადგენლობაში შემავალი მაგნიუმი, ფოლიუმის მჟავა, ვიტამინები B6 და B12 ხელს უწყობს დაღლილობის და დაქანცვის შეგრძნების შემცირებას, ნორმალური ფსიქოლოგიური ფუნქციის შენარჩუნებას. B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალური ცვლის შენარჩუნებას. B6 და B12 ვიტამინების, ფოლიუმის მჟავის მცირე ნაკლოვანებამაც კი შეიძლება გაზარდოს სისხლში ჰომოცისტეინის კონცენტრაცია, ამასთან ერთად კი გულის დაავადებების განვითარების რისკი.

4. როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი “CALM HEART ”?
ძალიან მარტივი და მოსახერხებელია გამოსაყენებლად. 
გულის ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად მიიღეთ თითო კაფსულა დღეში, ჭიქა წყლის დაყოლებით. 
თუ გრძნობთ მოუსვენრობას ან აგზნებას, მიიღეთ 1 კაფსულა, წყლის დაყოლებით.
თუ გაუარესდა ძილის ხარისხი, გიძნელდებათ დაძინება, მიიღეთ ერთი კაფსულა ძილის წინ, წყლის დაყოლებით. ნუ მიიღებთ 2 კაფსულაზე მეტს დღეში! 
მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესი.

5. ვის შეუძლია პრეპარატის “CALM HEART ” გამოყენება? 
ეს ორმაგი მოქმედების პრეპარატი განკუთვნილია როგორც უფროსი ასაკის, ასევე საშუალო ასაკის პირებისათვის, რომლებიც დაკავებულნი არიან დაძაბული სამუშაო გრაფიკით. პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებები მოქმედებენ ერთად, ხელს უწყობენ რა გულის ნორმალურ ფუნქციონირებას, დაძაბულობის და მოუსვენრობის შემცირებით.

6. სამეცნიერო ინფორმაცია შემადგენელი ნივთიერებების შესახებ:
• ნივრის ექსტრაქტს გააჩნია პოტენციალი გულ-სისხლძარღვთა დარღვევების პრევენციისა და კონტროლისათვის, მისი დადებითი ეფექტი შეინიშნა გამოყენებისას საკვები დანამატის სახით; 1
• ვალერიანის ექსტრაქტი ხელს უწყობს დაძინების და გაღვიძების დროის შემცირებას, ძილის ხარისხის გაუმჯობესებას და ღამით გაღვიძების ალბათობის შემცირებას; 2
• შავბალახას ექსტრაქტი ხელს უწყობს არტერიული წნევის რეგულირებას.