ქრონოფერი
KRONOFER
შემადგენლობა:
რკინა (რკინის ბისგლიცინატი - Ferrous busglycinate; რკინის სულფატი - Ferrous Sulfate; რკინის პიროფოსფატი - Ferric Pyrophosphate) - 30 მგ
ასკორბინის მჟავა -  70 მგ.
რკინის ბისგლიცინატი:
 კუჭში მოხვედრისას არ მონაწილეობს ჰიდროლიზში და რკინის იონები ხვდებიან პირადაპირ ციტოპლაზმაში. ამის შედეგად, არ რჩება თავისუფალი Fe++  იონების სახით, რაც გამორიცხავს არასასურველ გვერდით მოვლენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ  და არ ქმნის საფრთხეს დოზის გადაჭარბებით მიღებისას. ამიტომ, რკინის ხელატის სახით შეწოვა 3-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხვა შემადგენელი კომპონენტით.
რკინის სულფატი;
 ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს, ჰემოპოეზური მოქმედების მოხდენით. სუბსტრატულად უზრუნველყოფს რკინის შემცველი მეტაბოლიტების სინთეზს. მიკროდიალიზურ გრანულებში C ვიტამინთან კომბინაციაში რკინის არსებობა აუმჯობესებს იონიზირებული რკინის შეწოვას და ათვისებას, ახდენს მისი პროოქსიდური მოქმედების პრევენციას, ხელს უწყობს ცილების კარგად ათვისებას.
რკინის პიროფოსფატი;
 ტრიგერია, რომელიც იწვევს რკინის გათავისუფლებას ტრანსფერინიდან, ხელს უწყობს რკინის ტრანსპორტს ტრანსფერინიდან ფერიტინში და იწვევს რკინის გაცვლას ტრანსფერინის მოლეკულებს შორის. 
 
ასკორბინის მჟავა:
 ზრდის რკინის შეწოვას;
 მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში;
 აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას;
 აუმჯობესებს კალცისა და რკინის ათვისებას;
 მთავარ როლს თამაშობს კოლაგენის ჩამოყალიბებაში, რომელიც აუცილებელია ქსოვილების აღდგენისათვის.
ჩვენებები:
 რკინადეფიციტური ანემია;
 რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა; 
 რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა და მკურნალობა ორსულობის დროს;
 რკინაზე გაძლიერებული მოთხოვნის პერიოდი(ინტენსიური ზრდის პერიოდი,ვეგეტარიანობა,
 ხანდაზმული ასაკი).
გამოშვების ფორმა:  
 #30 ტაბლეტი.
გამოყენების წესი და 
 დოზირება:
 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
მწარმოებელი : S.I.I.T. srl, იტალია
                