რაციოცეფი 0.5გ ფლ **

            რაციოცეფი 0,5გ


გენერიული დასახელება:
ცეფტრიაქსონი

წამლის ფორმა:
სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
ცეფტრიაქსონი-0,5 გ ან 1,0 გ;

აღწერილობა:
პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ან მოყვითალო ფერის კრისტალურ ფხვნილს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სისტემური გამოყენების ანტიმიკრობული საშუალება. ცეფალოსპორინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს III თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკს. რაციოცეფი აქტიურია შემდეგი გრამდადებითი აერობების მიმართ: Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), S. epidermidis, streptococcus pneumonia, A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები (S. pyogenes), B ჯგუფის სტრეპტოკოკები (S. agalactiae), Viridans-ის ჯგუფი, D ჯგუფის არაენტეროკოკური სტრეპტოკოკები.;
იგი აგრეთვე აქტიურია შემდეგი გრამუარყოფითი აერობების მიმართ: E-coli, Haemophilus influenzae, H. Parainfluenzae, Klebsiella spp. (K. pneumoniae-ს ჩათვლით), Morganella morganii, Neiseria gonorrhoeae(პენიცილინაზას წარმომქმნელი შტამების ჩათვლით), N. meningitidis, Proteus mirabilis, P. Vulgaris, Providencia spp., Pseudomonas aeruginosa, Salmonella spp., (მათ შორის S. typhi), Serratia spp., Shigella spp., Iersinia spp. (მათ შორის I. enerocolitica), Treponema Pallidum;
- აგრეთვე შემდეგი ანაერობების – Bacteroides spp. (B. fragilis ზოგიერთი შტამების ჩათვლით), Clostridium spp. (თუმცა C. difficile-ს უმრავლეს შტამებს გააჩნიათ რეზისტენტობა), Peptococcus spp., Peptostreptococcus spp., Fusobacterium spp. (F. mortiferium-ისა და  F. varium-ის ჩათვლით). პრეპარატი აქტიურია იმ მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც მდგრადია სხვა ცეფალოსპორინების, ამინოგლიკოზიდებისა და პენიცილინებისადმი.

ფარმაკოკინეტიკა:
რაციოცეფის კუნთებში შეყვანის შემდეგ მისი ბიოშეღწევადობა 100 %-ს შეადგენს, სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1,5 სთ-ის შემდეგ. პრეპარატი ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაშია შენარჩუნებული.
სისხლში რაციოცეფის მინიმალური ანტიმიკრობული კონცენტრაცია აღინიშნება 24 სთ-ის და მეტი ხნის განმავლობაში. იგი შექცევადად უკავშირდება ალბუმინებს და ამასთან შეკავშირების ხარისხი მცირდება მისი კონცენტრაციის გაზრდასთან ერთად. რაციოცეფი ადვილად აღწევს ორგანიზმის ორგანოებსა და სითხეებში (პერიტონეალურ, პლევრულ, ზურგის ტვინსა და სინოვიალურ სითხეებში), აგრეთვე ძვლოვან ქსოვილებში. რაციოცეფის 40-50 % უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით, ხოლო 40-50% ასევე უცვლელი სახით ნაღველით. თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში პრეპარატის ფრმაკოკინეტიკა თითქმის არ იცვლება და აღინიშნება ნახევრადგამოყოფის პერიოდის მხოლოდ უმნიშვნელო მომატება. მოზრდილ ჯანმრთელებში ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოვებით 8 სთ-ს შეადგენს.
      
ჩვენება:
რაციოცეფი გამოიყენება სასუნთქი გზების (პნევმონია, ბრონქიტები) ინფექციური დაავადებების, ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციური დაავადებების, პერიტონიტების, სეფსისების, მენინგიტების, თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების ინფექციური დაავადებების, ნაღვლის ბუშტის ანთების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების, კანის (მათ შორის სტრეპტოდერმიები), ძვლებისა და სახსრების ბაქტერიული ინფექციების, გინეკოლოგიური ინფექციური დაავადებების, გონორეის სამკურნალოდ.
პრეპარატი გამოიყენება ქირურგიული ჩარევის შედეგად გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკისათვის.

მიღების წესი და დოზირება:
რაციოცეფი შეყავთ კუნთებში ან ვენაში.
კუნთებში შეყვანის მიზნით პრეპარატს ანზავებენ სტერილურ საინექციო წყალში შემდეგი კონცენტრაციით: 0,5 გ-ს ხსნიან 2 მლ მოცულობის წყალში, ხოლო  1გ-ს – 3,5 მლ მოცულობის წყალში. პრეპარატი კუნთებში ინექციის სახით შეყავთ დუნდულოს ზედა გარე კვადრანტში ღრმად. ინექციის ადგილას წარმოშობილი ტკივილის კუპირების მიზნით შესაძლებელია ლიდოკაინის 1 % ხსნარის გამოყენება.
ვენაში შეყვანის მიზნით პრეპარატს ხსნიან საინექციო სტერილურ წყალში შემდეგი კონცენტრაციით: 0,5 გ – 5 მლ წყალში, 1 გ – 10 მლ წყალში.
მოზრდილებსა და 12 წლის ზევით ასაკში პრეპარატი ინიშნება დღეღამეში 1–2 გ-ის ოდენობით (პრეპარატი შეყავთ დღეღამეში ერთხელ). მძიმე შემთხვევების დროს დღეღამურ დოზას ზრდიან  4 გ-მდე (2 შეყვანა 12 სთ-იანი ინტერვალით).
ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში პრეპარატის დღეღამური დოზა ერთჯერადად შეყვანის შემთხვევაში შეადგენს 20-50 მგ/კგ-ს სხეულის წონაზე.
2 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი დღეღამეში ერთჯერადად შეყავთ დოზით 20-80 მგ/კგ.    
ხანშიშესულ პაციენტებში რაციოცეფი ინიშნება მოზრდილების დოზის შესაბამისად.
თირკმელებისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში დოზა აუცილებლად უნდა შევამციროთ. მაშინ, როდესაც კრეატინინის კლირენსი ნაკლებია ვიდრე 10 მლ/წთ-ში დღეღამური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 2 გ-ს.
იმ შემთხვევაში, როდესაც თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მაშინ პრეპარატის დოზის შემცირება არ წარმოადგენს აუცილებლობას.
გონორეის დროს საკმარისია პრეპარატის კუნთებში ერთჯერადი შეყვანა დოზით 0,25 გ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. ჩვეულებრივ, მკურნალობის კურსი შეადგენს 4-14 დღეს, ხოლო მძიმე ინფექციური დაავადებების დროს რეკომენდებულია მკურნალობის კურსის გახანგრძლივება. უმრავლესი ინფექციური დაავადებების დროს მკურნალობის კურსი გრძელდება არა ნაკლებ 3 დღის განმავლობაში დაავადების სიმპტომების სრულ გაქრობამდე და ეფექტის დადასტურებით ბაქტერიული ანალიზით.

გვერდითი მოვლენები:
რაციოცეფი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. ცალკეულ შემთხვევბში მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები (ურტიკარია, ცხელება), საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, ეოზინოფილების რაოდენობის მომატება, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის, კრეატინინის და შარდოვანას მომატება.
შესაძლებელია ინექციის ადგილას კანის ზედაპირის გაღიზიანება და სხეულის ტემპერატურის მომატება.
პრეპარატის მიღება ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.    
 
წინააღმდეგჩვენება:
ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების, აგრეთვე პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
რაციოცეფისა და ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების კომბინაციისას აუცილებელია პრეპარატების ოპტიმალური დოზების შერჩევა.


ჭარბი დოზირება:
აღწერილი არ არის.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური.
სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომატურია.

განსაკუთრებული მითითებანი:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს. სიფრთხილეა საჭიროა პრეპარატისა და ”მარყუჟოვანი” დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას. რაციოცეფით ხანგრძლივი დროით მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი.
რაციოცეფის ხსნარის შერევა ან ერთდროული შეყვანა სხვა ანტიმიკრობულ სამკურნალო საშუალებებთან ან ხსნართან ერთ შპრიცში არ არის რეკომენდებული.
ახლად დამზადებული ხსნარები თავის ფიზიკურ და ქიმიურ სტაბილურობას ინარჩუნებენ 6 სთ-ის განმავლობაში (ან 24 სთ-ს +5° C ტემპერატურაზე). ხსნარი მზადდება უშუალოდ შეყვანის წინ.  

შენახვის ვადა:
2 წელი

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს +25° C ტემპერატურაზე.

შეფუთვა:
0,5 გ ან 1,0 გ ფლაკონებში, N5 ან N10 შეფუთვაში, ყუთში 20 ან 40 ფლაკონი.

მწარმოებელი ფირმა:
“დარნიცა” (უკრაინა)