რეჰიდრონი 18.9გ #20პაკ.ფხვნილი

რეჰიდრონი
REHYDRON



შემადგენლობა:
უწყლო გლუკოზა-10,0გ
ნატრიუმის ქლორიდი-3,5გ
ნატრიუმის ციტრატი-2,9გ
კალიუმის ქლორიდი-2,5გ

უსუნო, თეთრი ფერის კრისტალური ფხვნილი, კარგად იხსნება წყალში.

ჩვენება
:
რეჰიდრატაციული პერორალური თერაპიისათვის მწვავე დიარეის დროს მსუბუქი (წონის დაკლება 3-5%) ან საშუალო (წონის დაკლება-10%) ხარისხის დეჰიდრატაციის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზები:

რეჰიდრონი მიირება შიგნით საკვებისგან დამოუკიდებლად.
პაკეტის შიგთავსს ხსნიან 1ლ ახლადადუღებულ და გაცივებულ წყალში.
დიარეის დროს მიიღება პორციებად (50-100მლ) 3-5 წუთიანი ინტერვალით ან შეჰყავთ ნაზოგასტრალური ზონდით 3-5 საათის განმავლობაში.
ახალშობილებსა და ბავშვებში ინიშნება 1-2 ჩაის კოვზი 5-10 წუთიანი ინტერვალით 4-6 საათის განმავლობაში (მიღებული ხსნარის რაოდენობა მსუბუქი დიარეის დროს შეადგენს 40-50 მლ/კგ/დღე-ღამეში, საშუალო სიმძიმის დიარეის დროს კი- 80-100 მლ/კგ/დღე-ღამეში).
შემანარჩუნებელი თერაპიისთვისხსნარის სავარაუდო რაოდენობაა 80-100მლ/კგ/დღე-ღამეში დიარეის შეწყვეტამდე და წყალ-ელექტროლიტური ცვლის აღდგენამდე.
სითბური ზემოქმედების დროს წყალ-ელექროლიტური ცვლის დარღვევისას, რაც გამოწვეულია გადახურებითა და გაუწყლოებით (პოლიურია, წყურვილი), რეჰიდრონის ხსნარი მიიღება პორციებად 100-150 მლ-დან 500-900 მლ-მდე პირველი 30 წთ-ის განმავლობაში. შემდგომ ყოველ 40 წთ-ში ხსნარს იღებენ იგივე დოზებით წყალ-ელექტროლიტური ცვლის აღდგენამდე და სითბური დაზიანების სიმპტომების გაქრობამდე. ექსტრემალური სითბური და ფიზიკური დატვირთვის დროს წყალ-ელექტროლიტური დეფიციტის პროფილაქტიკისთვის რეჰიდრონი მიიღება პორციებად წყურვილის გრძნობის დაკმაყოფილებამდე.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თირკმლების ფუნქციის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.

შენახვის ვადა:

3 წელი. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

რეჰიდრონის ფხვნილი ინახება ოთახის (15-250C) ტემპერატურაზე. მომზადებული ხსნარი კი- მაცივარში (2-80C) 24 საათის განმავლობაში.

შეფუთვა
:
18,9გ პაკეტები, შეფუთვაში 20 პაკეტი.

მწარმოებელი: “ORION” ფინეთი