რელიფ ადვანსი (RELIEF®ADVANCE)
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება
ბენზოკაინი (Benzocaine)
სავაჭრო დასახელება
რელიფ ადვანსი
სამკურნალწამლო ფორმა
რექტალური მალამო
აღწერილობა
თეთრი ან მოყვითალო მალამო უცხო ნივთიერებების გარეშე.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ბენზოკაინი 200მგ/გ.
დამხმარე ნივთიერებები: ღია ფერის მინერალური ზეთი, თეთრი ვაზელინი, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216), სორბიტან სტეარატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბუასილის და ანალური ნახეთქების გარეგანი მოხმარების საშუალება. ადგილობრივი ანასთეტიკები. ათქ. კოდი: C05AD03
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბენზოკაინი-ადგილობრივი ანესთეტიკი, ახდენს ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, არ გააჩნია რეზორბციული მოქმედება, არ იწვევს მიჩვევას.
გამოყენების ჩვენებები
ადგილობრივი გამაყუჩებელი საშუალება ბუასილის დროს, უკანა ტანის ნახეთქებისას, პროქტოლოგიური ოპერაციების შემდეგ, დიაგნოსტიკური მანიპულაციების ჩატარებისას.
გამოყენების მეთოდი და დოზები
პრეპარტი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ. მოხსენით აპლიკატორს დამცავი თალფაქი, მიამაგრეთ აპლიკატორი ტუბს და გამოდევნეთ მალამოს მცირე რაოდენობა აპლიკატორის გასაპოხად. აპლიკატორის დახმარებით მალამო ფრთხილად იდება დაზიანებულ უბნებზე, გარედან ან უკანა ტანში, დღეში 4-ჯერამდე (დილით, ძილის წინ და ნაწლავთა ყოველი მოქმედების შემდეგ). ყოველი გამოყენების შემდეგ აპლიკატორი კარგად გარეცხეთ და მოათავსეთ დამცავ თალფაქში. 12 წლამდე ბავშვებში - ექიმის მითითებით.
გვერდითი მოქმედებები
შესაძლებელია შემდეგი გვერდითი რეაქციები: კონტაქტური დერმატიტი, კანის ალერგიული რეაქციები (ჰიპერემია, კანის გამონაყარი, ქავილი), ადგილობრივი რეაქციები სამკურნალო საშუალებების გამოყენების ადგილას.
სამკურნალო საშუალების გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს მეტჰემოგლობინემია (კანის ციანოზი, ტუჩებისა და ფრჩხილების ფალანგების, თავის ტიკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის დარღვევა, საერთო სისუსტე, ტაქიკარდია).
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარმოდგენა
თუ თქვენ გამოგივლინდათ ნებისმიერი სახის არასასურველი რეაქცია მიმართეთ ექიმს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ყველა სახის არასასურველი რეაქციის განვითარებისას, მათ შორის მათზე, რომელიც არ არის აღწერილი ფურცელ-ჩანართში. პრეპარატის არასასურველი რეაქციების (მოქმედების) შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ გადასცეთ არასასურველი რეაქციების საინფორმაციო ბაზაში, მათ შორის შეტყობინებები, პრეპარატის არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შესახებ ინფორმაციის შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით რათა მივიღოთ მეტი ინფორმაცია პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
უკუჩვენებები
პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ასევე, ამიდური ტიპის სხვა ანესთეტიკური საშუალებების მიმართ მგრძნობელობა, თრომბოემბოლია (მათ შორის ადრე გადატანილი), გრანულოციტოპენია.
ჭარბი დოზირება
ზედოზირების სიმპტომები შეიძლება დაკავშირებული იყოს ბენზოკაინის ფარმაკოლოგიურ ეფექტებთან. მისი სისტემური აბსორბცია ზედოზირების დროს შეიძლება გამოვლენილი იყოს ძილიანობით, შფოთვით, აღგზნებადობით, არარეგულირებული გულის რიტმით, მძიმე შემთხვევებში - კრუნჩხვებით, კომით. ძალიან იშვიათად ბენზოკაინის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს მეტჰემოგლობინემია, რომელიც ვლინდება სუნთქვის მოშლით და ციანოზით (იხილეთ დანაყოფი <<უსაფრთხოების ზომები>>).
ზედოზირებისგან გამოწვეული მეტჰემოგლობინემიის გადაუდებელ დახმარებას წარმოადგენს მეთილენის ლურჯის ინტრავენური შეყვანა. სხვა ზედოზირების სიმპტომები მოითხოვს პრეპარატის შეწყვეტას და სიმპტომატიკურ მკურნალობას.
უსაფრთხოების ზომები
პაციენტები არტერიული ჰიპერტენზიით, გულის რიტმის დარღვევით, ჰიპერთირეოზით, შარდის გამოყოფის მოშლით (მაგალითად, პროსტატის ჰიპერპლაზიის შემთხვევაში) სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
უკანა ტანიდან ჭარბი სისხლიანი გამონადენის შემთხვევაში ან თერაპიული ეფექტის არარსებობისას, ასევე მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ან მისი არაეფექტურობის შემთხვევაში პრეპარატის მიღებიდან 7 დღის მერე, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
სამკურნალო საშუალების გამოყენებისას, რომელიც შეიცავს ბენზოკაინს, მიღებულია შეტყობინებები მეტჰემოგლობინემიის განვითარების შესახებ (კანის ციანოზი, ტუჩების და ფრჩხილების ფალანგების, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის მოშლა, საერთო სისუსტე, ტაქიკარდია), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი და მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. მეტჰემოგლობინემიის გართულების რისკი მაღალია პატარა ასაკის მქონე ბავშვებში, ხანდაზმული ასაკის ადამიანებში, თანდაყოლილი დარღვევების პაციენტებში (ფერმენტ გლუკოზა-6-ფოსფოდიესთერაზის, პირუვატ-კინაზის, NADH-მეტჰემოგლობინ რედუქტაზს (დიაფორაზა 1) უკმარისობის, M-ჰემოგლობინოპათიის დროს), გულის, სუნთქვითი გზების დაავადებებისას (ბრონქიალური ასთმა, ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა) ან მოწევის შემთხვევაში.
სისტემური გვერდითი რეაქციების მინიმიზაციის მიზნით არ უნდა მოვუმატოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას, თუ ექიმმა არ დანიშნა სხვა დოზირება.
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატის და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატის შემცველობის გამო, შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, მათ შორის შენელებული ტიპის რეაქციები, პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
დამხმარე ნივთიერება პარაფინმა შეიძლება შეამციროს გამოყენებული პრეზერვატივების სიმტკიცე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მისი ეფექტის გაუარესებაზე (კერძოდ, მის უნარზე დაიცვას ორსულობისგან და/ან შეამციროს ინფექციების გადატანის რისკი, სქესობრივი გზით, ან აივ-ინფექცია).
გამოყენება ორსულობაში და ძუძუთი კვების დროს
სამკურნალო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და სხვა მექანიზმების მუშაობაზე
არ არსებობს მონაცემები, რომელიც უკავშირდება სამკურნალო საშუალების ზეგავლენას ავტოტრანსპორტის ტარების ან სხვა მოძრავი საშუალებების მუშაობასთან დაკავშირებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ შეიძლება პრეპარატის ერთობლივი გამოყენება მაო-სინჰიბიტორებთან, დეპრესიის საწინააღმდეგო და ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
შეფუთვა
28,4გ ტუბი. ტუბი აპლიკატორთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის პირობები
ურეცეპტოდ
ფირმის-განმცხადებლის/მწარმოებლის დასახელება
ბაიერ კონსუმერ კერ აგ
პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია
ფამარ ს.ა.
63, აგ. დიმიტრიუს ქ.., 17456 ალიმოსი, ატენი, საბერძნეთი