რენი #24ტ

რენი #24ტ

რენი (RENNIE®)

ფურცელ-ჩანართი (პაციენტებისთვის)

 

სავაჭრო დასახელება

რენი.

სამკურნალწამლო ფორმა

საღეჭი ტაბლეტები მენთოლის გემოთი

აღწერილობა

თეთრი ან მოყვითალო-მოთეთრო ფერის კვადრატული ტაბლეტები ჩაზნექილი ზედაპირებით, ორივე მხარეს გრავირებით <>, მენთოლის სუნით.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტები: კალციუმის კარბონატი 680მგ, მაგნიუმის ფუძე კარბონატი, მძიმე 80მგ.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, სიმინდის პრეჟელატინიზირებული სახამებელი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი (E553b), მაგნიუმის სტეარატი (E572), მსუბუქი თხევადი პარაფინი, ნატრიუმის საქარინი (E954), მენთოლის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი შეიცავს ანტაციდურ ნივთიერებებს-კალციუმის კარბონატს და მაგნიუმის კარბონატს, რომლებიც უზრუნველყოფენ კუჭის წვენის ჭარბი მარილმჟავას სწრაფ და გახანგრძლივებულ ნეიტრალიზაციას, რითაც ავლენენ კუჭის ლორწოვანი გარსის დაცვით მოქმედებას. 1-6 წუთის განმავლობაში დადებითი ეფექტების მიღწევა განპირობებულია ტაბლეტების კარგი ხსნადობით და კალციუმის მაღალი შემცველობით.

პრეპარატის ურთიერთქმედებით კუჭის წვენთან, კუჭში წარმოიქმნება კალციუმის და მაგნიუმის ხსნადი მარილები. ნაწლავებში კი ამ მარილებისგან წარმოიქმნება უხსნადი ნაერთები, რომლებიც გამოიყოფა განავლით.

გამოყენების ჩვენებები

კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობასთან დაკავშირებული სიმპტომები, გულძმარვა, ბოყინი, კუჭის არეში პერიოდული ტკივილები, საჭმლის მონელების დარღვევა, დისპეფსია (გადავსების ან სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრალურ მიდამოში, გულისრევა).

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:

ერთჯერადი დოზა-1-2 ტაბლეტი, რომლებიც შეიძლება დაიღეჭოს ან გაჩერდეს პირში, სრულ გაწოვამდე. გამოიყენება სიმპტომების გამოვლენისას ან საკვების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ და ძილის წინ. არ შეიძლება დრიური დოზის-8გ კალციუმის კარბონატის გადაჭარბება, რაც შეესაბამება 11 ტაბლეტს.

ისევე, როგორც სხვა ანტაციდების შემთხვევაში, თუ სიმპტომები ნარჩუნდება მიღებიდან 14 დღის განმავლობაში, რეკომენდებულია დიაგნოსტიკური ზომების მიღება, უფრო სერიოზული დაავადების გამოსარიცხად.

გვერდითი მოქმედება

იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად ალერგიული რეაქციები - გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება და ანაფილაქსია.

სმტ-ს მხრივ: გულისრევა, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა.

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმაგნიემიასთან, ჰიპერკალციემიასთან და ალკალოზთან დაკავშირებული რეაქციები, რამაც შეიძლება მოახდინოს სმტ-ის მხრივ სიმპტომების (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა) და კუნთების სისუსტის პროვოცირება.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების სისუსტე.

ნერვული სისტემის მხრივ: გემოვნების დაკარგვა, თავის ტკივილი.

თირკმელების და საშარდე გზების მხრივ: აზოტემია.

გვერდითი რეაქციები, დაკავშირებული რძემჟავა-ტუტოვან სინდრომთან: ასთენია და კალცინოზი.

უკუჩვენებები

ნეფროკალცინოზი, თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, ჰიპოფოსფატემია, მემკვიდრული დაავადებები დაკავშირებული ფრუქტოზის აუტანლობასთან, გლუკოზო-გალაქტოზის შეწოვის დარღვევასთან ან საქაროზა-იზომალტოზას უკმარისობასთან; პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, მიასთენია, ნაწლავთა გაუვალობა.

ჭარბი დოზირება

პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ დიდი დოზებით, უპირატესად თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, ჰიპერმაგნიემია, ჰიპერკალციემია და ალკალოზი, რამაც შეიძლება მოახდინოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ სიმპტომების გამოვლენის პროვოცირება (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა) და კუნთების სისუსტე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება. ჭარბი დოზირების მძიმე შემთხვევებში (მაგალითად: რძე-მჟავა ტუტოვანი სინდრომი) საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს წყლის ბალანსის აღდგენის დამატებითი ზომები.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს. საჭიროა პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისგან თავის შეკავება (შეიძლება გაიზარდოს თირკმელებში კენჭების გაჩენის რისკი) სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის დარღვევით (საჭიროა სისხლის შრატში კალციუმის, ფოსფატების და მაგნიუმის დონის შემოწმება).

მითითება პაციენტებისთვის შაქრიანი დიაბეტით: 1 ტაბლეტი შეიცავს 475მგ საქაროზას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია სხვა სამკურნალწამლო პრეპარატის მიღებამდე 1-2 საათით ადრე ან გვიან. რენის  გამოყენებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ერთდროულად მიღებული ზოგიერთი პრეპარატის, მაგალითად, ანტიბიოტიკების (ტეტრაციკლინები, ქინოლონები), საგულე გლუკოზიდების, ლევოთიროქსინის, ელთრომოპაგის, ასევე ფოსფატების, ფტორიდების და რკინის შემცველი პრეპარატების შეწოვის სისწრაფეზე და ხარისხზე.

დაიცავით სიფრთხილე თიაზიდური დიურეზული საშუალებების მიღებისას.

ორსულობა და ლაქტაცია

რეკომენდებული დოზირების დაცვის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ პრეპარატი წარმოადგენს კალციუმის დამატებით წყაროს კვების რაციონში, ხოლო კალციუმის ჭარბმა დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლინება.

გავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვაზე

გავლენას არ ახდენს

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს +25˚C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა

12 ტაბლეტი ბლისტერში (პვქ-ალ), პერფორაციით.

1 ან 2 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ურეცეპტოდ.

განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი

ბაიერ კონსუმერ კერ აგ

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია

 

ბაიერ სანტე ფამილიალ

რიუ დე ლ’ინდუსტრი 33, 74240 გაიარ, საფრანგეთი