რეოპოლიგლუკინი 500მლ ფლ

რეოპოლიგლუკინი



სავაჭრო დასახელება: რეოპოლიგლუკინი
საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება: - დექსტრანი.
სამკურნალო ფორმა: საინფუზიო ხსნარი 10%
შემადგენლობა: დექსტრანის 40 – 100 გ/ლ; ნატრიუმის ქლორიდი – 9 გ/ლ.
აღწერილობა: უფერო ან მოყვითალო ელფერით გამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი – სადეტოქსიკაციო საშუალებები. პლაზმისა და სისხლის სხვა კომპონენტების შემცვლელები. კოდი ATC B05AA05.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
პლაზმას შემცვლელი ხსნარი სპეციფიკური მოქმედებით: ზრდის სისხლის სუსპენზიურ თვისებას, აქვეითებს მის სიბლანტეს, ხელს უწყობს სისხლდენის აღდგენას წვრილ კაპილარებში, თავიდან აცილებს და აღმოფხვრის სისხლის ფორმიანი ელემენტების აგრეგაციას. სწრაფი გადასხმისას მისი მოცულობა შეიძლება თითქმის ორჯერ გაიზარდოს შეყვანილი პრეპარატის მოცულობასთან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკა.
დექსტრანები არატოქსიურია, გამოიყოფიან თირკმლების მეშვეობით შეუცვლელი სახით (პირველ დღეებში დაახლოებით 70%). დარჩენილი ნაწილი გადადის რეტიკულოენდოთელურ სისტემაში, სადაც თანდათანობით იშლება გლუკოზამდე. ნახშირწყლოვან ცვლაში მონაწილეობას არ ღებულობს.

ჩვენებები.
კაპილარული სისხლდენის გაუმჯობესება პროფილაქტიკისა და ტრავმული, ოპერაციული, ტოქსიური და დამწვრობის შოკის სამკურნალოდ; არტერიული და ვენოზური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება პროფილაქტიკისა და თრომბოზების, თრომბოფლებიტების, ენდარარტერიიტების, რეინოს დაავადების სამკურნალოდ; გულზე ოპერაციების დროს ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატების პერფუზიულ სითხეში დამატება; მიკროცირკულაციის გაუმჯობესება და სისხლძარღვებზე და პლასტიკური ოპერაციების დროს ტრანსპლანტანტში თრომბის გაჩენისკენ მიდრეკილების შემცირება; დეზინტოქსიკაცია პერიტონიტის, პანკრეატიტის, წყლოლოვან-ნეკროზული ენტეროკოლიტისა და ტოქსიკური დისპეპსიების დროს.

უკუჩვენებები.
თრომბოციტოპენია, თირკმლების გამოხატული დაავადებები, რომელთაც თან ოლიგურია და ანურია ახლავს, პათოლოგიური ცვლიელებები თირკმლებში, გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობა, ჰემორაგიული ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმები მომატებული ქალაშიდა წნევით, და შემთხვევები, როდესაც შეუძლებელია სითხის დიდი მოცულობის შეყვანა, ჰიპერმგრძნობელობა.

სიფრთხილით.
სიფრთხილით ნიშნავენ თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის დროს ან ნატრიუმის ქლორიდის შეყვანის შეზღუდვის აუცილებლობის შემთხვევაში. თუ რეოპოლიგლუკინის შეყვანის დროს შეიმჩნევა დიურეზის შემცირება ბლანტი შარდის გამოყოფით, ეს შეიძლება იყოს ავადმყოფის ორგანიზმის გაუწყლოების ნიშანი. ამ შემთხვევაში აუცილებელია კრისტალოიდური ხსნარების ინტრავენური შეყვანა სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის შესანარჩუნებლად.
პრეპარატი მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შეყავთ.

დოზირება.
ინტრავენურად წვეთოვნად. პრეპარატის დოზებისა და შეყვანის სიჩქარის შერცევა უნდა მოხდეს პაციენტის მდგომარეობისა და ჩვენებების შესაბამისად.
1. კაპილარული სისხლდენის დარღვევის დროს (სხვადასხვა ფორმის შოკები) შეყავთ ინტრავენურად წვეთოვნად პრეპარატის 400-1000 მლ. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს 1500 მლ-მდე. ბავშვებში შოკის სხვადასხვა ფორმებით პრეპარატი შეყავთ 5-10 მლ 1 კგ-ზე გადაანგარიშებით, საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება 1 მლ/კგ-მდე.
2. გულ-სისხლძარღვთა და პლასტიკური ოპერაციების დროს პრეპარატი შეყავთ წვეთოვნად უშუალოდ ოპერაციულ ჩარევამდე დოზით 10 მლ/კგ-ზე (ბავშვებში 5-10 მლ-კგ), ოპერაციის დორს – 400-500 მლ (ბავშვებში 1 მლ/კგ) და ოპერაციის შემდგომ 5-6 დღის განმავლობაში წვეთოვნად გადაანგარიშებით 10 მლ/კგ-ზე ერთჯერად შეყვანაზე. 2-3 წლამდე ბავშვებში შეყავთ 10 მლ/კგ დღეში 60 წუთის განმავლობაში; 8 წლამდე ასაკის ბავშვებში – 7-10მლ/კგ დრეში 60 წუთის განმავლობაში დღეში ერთხელ, იშვიათად ორჯერ; 13 წლამდე ასაკის ბავშვებში – 5-7 მლ/კგ დღეში 60 წუთის განმავლობაში 12-ჯერ დღეში; 14 წელზე ზემოთ ბავშვებისათვის დოზები იგივეა რაც უფროსებისათვის.
3. ოპერაციების დროს ხელოვნური სისხლის მიმოქცევით პრეპარატს უმატებენ სისხლს გადაანგარიშებით 10-20 მლ/კგ ოქსიგენერატორის ტუმბოს ასავსებად. გლუკოზას პოლიმერის კონცენტრაცია პერფუზიულ ხსნარში არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს. ოპერაციის შემდომ პერიოდში დოზები იგივეა, რაც კაპილარული სისხლისმიმოქცევის დარღვევის დროს.
4. დეზინტოქსიკაციისათვის პრეპარატი შეყავთ ვენაში წვეთოვნად 400-1000 მლ (ბავშვებში 5-10 მლ/კგ 60-90 წუთის განმავლობაში). საჭიროების შემთხვევაში პირველ დრეებში შეიძლება პრეპარატის კიდევ 400-500 მლ გადასხმა (ბავშვებში პრეპარატის შეყვანა შეიძლება განმეორდეს იგივე დოზებით). მომდევნო დრეებში პრეპარატი ისევე შეყავთ, როგორც ოპერაციის შემდგომ პერიოდში. პრეპარატთან ერთად მიზანშეწონილია კრისტალოიდური ხსნარების შეყვანა, რათა აღდგეს და შენარჩუნდეს სითხისა და ელექტროლიტური ბალანსი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გაუწყლოებული ავადმყოფების მკურნალობის და ქირურგიული ოპერაციების დროს.

გვერდითი მოვლენები.
ალერგიული რეაქციები: სიხცის შეგრძნება, სემცივნება, ცხელება, გულისრევა, კანზე გამონაყარი; შესაძლებელი ანაფილაქსიური რეაქციები ჰიპოტონიისა და სისხლძარღვოვანი კოლაპსის განვითარებით, ოლიგურია. ამ შემთხვევებში ინიშნება კალციუმის პრეპარატები, ანტიჰისტამინური, გულ-სისლძარღვოვანი და სხვა საშუალებები.
როგორც წესი, პრეპარატი იწვევს დიურეზის გაძლიერებას.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში პრეპარატის შეყვანა სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, ნიშნავენ კრისტალოიდურ ხსნარებს, გულის პრეპარატებს.

წამლებთან ურთიერთმოქმედება
რეოპოლიგლუკინისა და არასპეციფიური ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, პირდაპირი და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენება მოითხოვს სისხლის სიბლანტის კონტროლს.  სიფრთხილით ინისნება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სისხლის დინებაზე მოქმედ, არტერიული წნევის გამზრდელ, საშარდე პრეპარატებს.

განსაკუთრებული მითითებანი.
პრეპარატის შეყვანა შეიძლება მხოლოდ წინასწარ გაკეთებული ბიოლოგიური სინჯის შემდეგ, გარდა შოკური მდგომარეობის დროს ურგენტული დახმარების გაწევის შემთხვევებში,
ანაფილატოიდური რეაქციების შესაძლო განვითარების გამო პრეპარატის ინფუზიის შემდგო ხსნარის პირველი 10-15 მლ შეყვანა საჭიროა ნელა, პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვებით. აუტანლობის რეაქციის შემთხვევაში საჭიროა სასწრაფოდ შეწყდეს ინფუზია და დაიწყოს შემდეგი ექსტერნული ღონისძიებები:
- სუბიექტური ჩივილების დროს (ტკივილი ზურგში, გულისრევა) – ინფუზიის შეწყვეტა;
- კანის გამოვლინენების დროს (სახის, კისრის შეწითლება, ჯინჭრის ციება და სხვ) – ანტიჰისტამინური პრეპარატების შეყვანა;
- გულის შეკუმშვების სიხშირის მომატებისას და სისხლის სისტოლური წნავის დაქვეითებისას 90-მდე – ინტრავენურად კორტიკოსტეროიდების შეყვანა (მაგალითად, 100 მგ პრედნიზოლონი);
- სუნთქვის გაძნელებისას და შოკის დროს – მაღალი დოზებით კორტიკოსტეროიდების (მაგალითად 1 გრ პრედნიზოლონი), ჟანგბადის, ადრენალინის (წვეთოვანი) შეყვანა და მოცულობის შევსება მოცულობის ცანაცვლების საშუალებების ;
- გულისა და სუნთქვის გაჩერების დროს – რეანიმაციის ღონისძიებები.

გამოშვების ფორმა.
პლასტიკურ პაკეტებში (პვქ) – 250 და 500 მლ-იანი.

შენახვის პირობები
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას +10°-დან +25°C-მდე ტემპერატურის პირობებში.     

ვარგისიანობის ვადა.
3 წელი, პრეპარატი გამოყენება სეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაცემის პირობები. რეცეპტით.

მწარმოებელი: LIQVOR Pharmaceuticals, სომხეთი
375078, ერევანი, მარკარიანის ქ. N6