რეუმადოლი
(REUMADOL)
გელი 40 გ
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ეტოფენამატი 5%.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებას გარეგანი გამოყენებისათვის. გააჩნია გამოხატული ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. კანზე დატანის შემდეგ გელი კანიდან სწრაფად შეიწოვება. კანზე დატანის არეში მიიღწევა პრეპარატის თერაპიული დოზა.
ჩვენებები:
• საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი-დეგენერაციული დაავადებები და ტკივილი, მათ შორის: სახსრის სინდრომი რევმატიზმის დროს, რევმატოიდული ართრიტი, ანკილოზირებადი სპონდილიტი, კისრის სპონდილიტი, ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, პერიართრიტი, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი, მიოფასციტი, მიოზიტი, მიალგია, ართრალგია.
• მყესების, კვანძების, კუნთებისა და სახსრების პოსტრავმული ანთებები (დაჭიმვა, ნაღრძობი, დაჟეჟილობა ქსოვილების მთლიანობის დარღვევის გარეშე).
• იშიალგია.
• ლუმბაგო.
დოზირების რეჟიმი:
გამოყენებული გელის ოპტიმალური დოზა განისაზღვრება დაავადების სახეობითა და სიმძიმის მიხედვით. გამოყენებული პრეპარატის დოზა დამოკიდებულია მტკვნეული უბნის ზომაზე. გელი კანზე დაიტანება 2-3-ჯერ დღეში და ფრთხილად უნდა შეიზილოს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალობის ჩვენებებსა და ეფექტურობაზე.
გვერდითი მოქმედება:
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი რეაქციები, რომლებიც სწრაფად გაივლის პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გამოშვების ფორმა:
გელი გარეგანი გამოყენებისათვის, ტუბი 40 გ.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი
გაცემის რეჟიმი:
ურეცეპტოდ
გაყიდვის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი:
ფარმაცევტული კომპანია “დემო”
145 68 კრიონერი ათენი, საბერძნეთი
ტელ. + 30 10 8161802, ფაქსი + 30 10 8161587